ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ციმბუში (Cimbush 25%)

₾32.00
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
მეფრინველეობა
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 4860115260272/48605427

ვეტერინარული პრეპარატი „ციმბუში 25 %“

ანოტაცია

 

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ექტოპარაზიტიციდები ადგილობრივი გამოყენებისთვის, მათ შორის ინსექტიციდები.

ATC vet code: QP53AC08 - ციპერმეტრინი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ციპერმეტრინი მაღალი ეფექტურობის მქონე ინსექტიციდური საშუალებაა.

ჩვენება:

„ციმბუში 25 %“ გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ფრინველის, ცხენისა და ღორის ყველა ტიპის ტკიპის, ტილის, ბუზის საკონტროლოდ. აგრეთვე ეფექტურია  ცხოველების სადგომის დასამუშავებლად პარაზიტების კონტროლის მიზნით.

მიღების  წესი და  დოზირება:

მსხვილფეხა საქონელი,თხა, ცხვარი:    60 მლ  25 %-იანი ციმბუში გახსენით 100 ლ წყალში,   მზა განზავებული პრეპარატი   შეასხურეთ მანამ, სანამ სრულად არ დასველდება პირუტყვი. მაღალი ინვაზირების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის კონცენტრაციის (75 მლ 100 ლ ში) გაზრდა და რეკომენდირებულია კვირაში  ერთხელ  გამეორება.

შესაძლებელია ცხოველის, როგორც განბანვით, ასევე შესხურებით დამუშავება.

ღორი:  30 მლ იხსნება 100 ლ წყალში

 

ფრინველი: ინვაზირების დროს 25 %-იანი ციმბუშის 5 მლ გახსენით 2,5 ლ წყალში.

მაღალი ინვაზიის დროს საჭიროა მკურნალობის კურსი განმეორდეს 14 დღეში ერთხელ. პრეპარატი არ გამოიყენება ახლად გამოჩეკილ წიწილებში.

 

ცხოველთა და ფრინველთა სადგომების დამუშავება დაუშვებელია მათი  შენობაში ყოფნის დროს . 1 ლ  25 %-იანი ციმბუში გახსენით 80-100 ლ წყალში და მოასხურეთ 1 ლ განზავებული პრეპარატი 10 ² მ ზე გაანგარიშებით.

 

რეკომენდირებულია!!! პრეპარატის გამოყენება გრილ მზისგან დაცულ ადგილზე საღამოს.

აკრძალულია!!!  პრეპარატის გამოყენება სხვა ინსექტოაკარიცედებთან კომბინაციაში.

გამოშვების ფორმა:

100 მლ,  1000 მლ  და 5 მლ იან შეფუთვაში

 

ლოდინის პერიოდი:

ხორცი: 3 დღე

რძე: 3 დღე

შენახვის პირობებიინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, კარგად ვენტილირებად, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ფასდაკლება