ღორის გამოზრდა კახეთში საკმაოდ პოპულარული საქმეა და თითქმის ყველა ოჯახი წელიწადში მინიმუმ ერთ ღორს ინახავს გამოსაზრდელად.
თუ არ ვისაუბრებთ ღორის დაავადებებთან დაკავშირებულ გლობალურ რისკებზე, ეს საქმიანობა საკმაოდ მომგებიანია. მარცვლეულით, ბალახით, იონჯით ანუ ე.წ. „ტრადიციული“ მეთოდით გაზრდილი ერთი ღორიდან მიღებული მოგება დაახლოებით 100 ლარს შეადგენს წელიწადში, თუმცა ეს შესაძლოა მინიმუმ ორჯერ მეტიც იყოს.....
თუ
ღორის გამოზრდა სწორად დაბალანსებული კომბინირებული საკვებით მოხდება...
მაგრამ
არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ასეთი საკვების გამოყენებით გამოზრდილი ღორის ხორცი უგემურია.....
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვცდილობთ კომბინირებული საკვების პოპულარიზაციას, გვსურდა დავრწმუნებულიყავით მითის სიმცდარეში და ჩვენ ეს მოვახერხეთ. როგორ?
- შევარჩიეთ ორი ფერმერი
- შევიძინეთ 4 გოჭი
- მოვიწვიეთ საკვებ-მწარმოებელი და ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“
- ჩავრთეთ ვეტერინარი
- ჩავრთეთ მედია
კერძოდ, გადავწყვიტეთ ორ-ორი გოჭი გადაგვეცა ორი სხვადასხვა ფერმერისთვის. მათგან ერთ-ერთი ფერმერი გოჭებს ტრადიციული მეთოდით, მეორე კი „ინვეტის“ მიერ მიწოდებული (ასაკის შესაბამისად დაბალანსებული) კომბინირებული საკვებით ზრდიდა. ოთხივე გოჭი ვეტერინარის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა და თანაბრად უტარდებოდათ შესაბამისი ვეტერინარული პროცედურები.
იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონოდა, გოჭების ზრდის პროცესისათვის თვალი ედევნებინა, რეგიონული მედია საშუალება „კახეთის ხმა“ თვეში ორჯერ ამზადებდა სპეციალურ სიუჟეტებს, რომელიც ინტერნეტით ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი.
ექსპერიმენტის დაწყებიდან 51/2 თვის თავზე, როგორც ეს თავიდანვე იყო გათვალისწინებული, გადაწყდა ღორების დაკვლა და „ბრმა დეგუსტაციის“ პრინციპით მათი შედარება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ტრადიციული მეთოდით გამოზრდილი ღორის ცოცხალი წონა 65 კგ-ს, ხოლო კომბინირებული საკვებით გამოზრდილი ღორის წონა კი 102 კგ-ს შეადგენდა.
ორივე ღორი სერტიფიცირებულ სასაკლაოზე, ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ დაიკლა და მოეწყო ბრმა დეგუსტაცია, რომელსაც 70-მდე ადამიანი ესწრებოდა და არა მხოლოდ კახეთიდან. მონაწილეთა შორის იყვნენ:
სანამ დეგუსტაციის შედეგებს გავამხელთ, საინტერესო იქნება ამ ორი მეთოდის ფინანსური მხარის გაანალიზება და შედარება, კერძოდ:
|
|
|
ტრადიციული მეთოდით |
კომბინირებული საკვებით |
|
|
გოჭის ღირებულება (ლარი) |
150.0 |
150.0 |
|
|
საკვების ხარჯი (ლარი) |
210.0 |
250.0 |
|
|
ვეტერინარის ხარჯი (ლარი) |
10.0 |
10.0 |
|
|
ცოცხალი წონა 51/2 თვის ასაკში (კგ) |
63 |
102 * |
|
|
ხორცის გამოსავლიანობა (კგ) |
44 |
70 |
|
|
სარეალიზაციო ფასი (ლარი/კგ) |
10.0 |
10.0 |
|
|
1 კგ. ხორცის თვითღირებულება |
8.40 |
5.85 |
* რაც ძალზედ მნიშვნელოვანია!
კომბინირებული საკვებით გამოზრდილმა ღორმა სარეალიზაციო წონას ნახევარ წელიწადში მიაღწია და შესაბამისად 12 თვის განმავლობაში ფერმერს შეუძლია ამ პროცესის ორჯერ ჩატარება. შესაბამისად მისი წლიური სუფთა მოგება იქნება მინიმუმ 800 ლარი, მაშინ როცა ტრადიციული მეთოდით ღორის იმავე წონამდე მისაყვანად მინიმუმ 10 თვეა საჭირო.
ფინანსური შედეგი - ფერმერი, რომელიც კომბინირებულ საკვებს იყენებს ღორის გამოსაზრდელად წლის განმავლობაში 400 ლარით მეტ მოგებას ნახულობს მის კოლეგასთან შედარებით, რომელსაც „მითების“ სჯერა.
„დეგუსტატორებს“ საშუალება ჰქონდათ ხორცი ხუთი სხვადასხვა მახასიათებლით შეეფასებინათ და წინასწარ მომზადებულ დაფებზე დაეფიქსირებინათ პირადი შეხედულებები. ეს მასახიათებლებია:
ამასთანავე „დეგუსტატორებს“ უნდა შეეფასებინათ არა მარტო მწვადი, არამედ მოხარშული ხორციც.
მზარეულის გარდა, არავინ იცოდა თუ რომელი ღორის ხორცი იყო მორთმეული პირველად და რომელი მეორედ. დაგემოვნებაზე 45 წუთი იყო გამოყოფილი და შესაბამისად პირველ და მეორე დეგუსტაციებს შორის დეგუსტატორებს საშუალება ჰქონდათ შეეფასებინათ პირველად მორთმეული მწვადი და მოხარშული ხორცი და მეორე დეგუსტაციის შედეგად მეორე ღორის ხორცი და მწვადი ....
მითი დაინგრა
დეგუსტატორების ხმები ასე გადანაწილდა: (იხილეთ დანართი1)
დანართი 1
საგემოვნო მახასიათებლების შეფასებისას პრაქტიკულად არანაირი სხვაობა არ იყო და ის მითი რომ კომბინირებული საკვებით გამოზრდილი ღორის ხორცი „არ ვარგა“ დაინგრა.
ყველა დეგუსტატორმა აღიარა, რომ შეფასება აბსოლუტურად ობიექტურად იყო ჩატარებული და მიკერძოებას არ ქონდა ადგილი.
შედეგი არის ის რომ ის ფერმერი, რომელიც ღორს კომბინირებული საკვებით გამოზრდის, წლის განმავლობაში მიიღებს 300 ლარით უფრო მეტს ვიდრე ის აქამდე იღებდა. ამასთან მისი ღორის ხორცის ხარისხი არაფრით არ ჩამოუვარდება მის ანალოგებს.
გურამი მელქაძე
კომპანია „ინვეტი“–ის მთ. კონსულტანტი