19 მარტს ეროვნული აგრარული ოლიმპიადის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიების მხარდაჭერის ფარგლებში, ინვეტ ჯგუფმა ვეტერინარიის დარგში მოღვაწე სპეციალისტები და საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2021 წლიდან ტარდება და მისი მიზანია, დარგში მოღვაწე წარმატებული ადამიანების გამორჩევა.
ინვეტ ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპონსორია.