ბეწვის არმქონე ჯიშების გარდა, მას ყველა ძაღლი იცვლის. ჰიპოალერგენული ჯიშებიც კი, ბეწვს ყრის - უბრალოდ გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ორმაგბეწვიანი ჯიშები.
რატომ სცვივათ ძაღლებს ბეწვი?
ყველა ცხოველი, რომელსაც თმა ან ბეწვი აქვს (მათ შორის ადამიანიც), ბუნებრივად იცვლის მას. თუ გაინტერესებთ, როდის შეწყვეტს თქვენი ძაღლი ბეწვის ცვენას - სამწუხაროდ, პასუხი ასეთია: არასდროს.
ბეწვის ცვენა, თმის ზრდის ბუნებრივი ციკლის ნაწილია. თმა გადის ზრდისა და ცვენის ფაზებს - ძველი ბეწვი ცვივა, რათა ადგილი დაუთმოს ახალსა და ჯანმრთელს.
სტატიაში განვიხილავთ ძაღლებში ბეწვის ცვენის ძირითად მიზეზებს.
კლიმატის ცვლილება
როგორც ჩვენ ვიცვლით ტანსაცმელს სეზონის მიხედვით, ძაღლებსაც უწევთ გარემოს ტემპერატურასთან ადაპტაცია. ძაღლების უმეტესობა ყველაზე მეტად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყრის ბეწვს.
თუმცა შესაძლოა ზამთარშიც შეამჩნიოთ ბეწვის ცვენა და გაგიჩნდეთ კითხვა - რატომ ყრის ძაღლი ბეწვს ცივ ამინდში?
პასუხი მარტივია: ბევრი ძაღლი მსუბუქ ბეწვს იცვლის, რათა ადგილი დაუთმოს სქელ ბეწვს. ეს იმას ჰგავს, როცა ჩვენ თხელ ქურთუკს, უფრო თბილით ვცვლით. ამიტომ ზამთარში ბეწვის ცვენა ხშირად სრულიად ნორმალურია.
სტრესი და შფოთვა
ადამიანების მსგავსად, სტრესმა ძაღლშიც შეიძლება გამოიწვიოს თმოვანი ნაწილების ცვენა. რეჟიმის შეცვლა, ახალი ადამიანი ან ცხოველი სახლში - ყველაფერი შეიძლება ემოციურად მოქმედებდეს თქვენს ოთხფეხა მეგობარზე.
გარდა ჭარბი ბეწვის ცვენისა, სტრესის ნიშნებია: გაუთვალისწინებელი „შემთხვევები“ (არასასურველი მოშარდვა), სტანდარტულზე მეტის ან ნაკლების ჭამა, ცქმუტუნი ან ტირილი, დესტრუქციული ქცევა.
ჯანმრთელობის პრობლემები
ძაღლის ჯანმრთელობა ხშირად აისახება ბეწვის მდგომარეობაზე. უცნაურად მომატებული ბეწვის ცვენა შეიძლება მიუთითებდეს:
ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია დეჰიდრატაცია. წყლის ნაკლებობა იწვევს მშრალ კანს, რაც ჭარბი ბეწვის ცვენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ძაღლს ყოველთვის უნდა ჰქონდეს საკმარისი სუფთა წყალი - ზამთარშიც კი.
თუ ბეწვის ცვენა უჩვეულოდ ძლიერია, აუცილებლად მიმართეთ ვეტერინარს.
ჰიგიენა და მოვლა
ბეწვის ტიპის მიუხედავად, რეგულარული დავარცხნა ყველა ძაღლისთვის აუცილებელია. ზოგ ძაღლს ის ყოველდღიურადაც კი სჭირდება.
დავარცხნა:
* გაითვალისწინეთ, რომ არასწორი გრუმინგი თმის ცვენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს.
ძაღლი რეგულარულად უნდა დაბანოთ, მაგრამ მხოლოდ ძაღლის შამპუნით - ადამიანისთვის განკუთვნილი შამპუნი ძაღლის კანს აღიზიანებს.
კვება
სწორი კვება უდიდეს როლს თამაშობს ძაღლის ჯანმრთელობაში და ბეწვის ხარისხში. არსებობს სპეციალური საკვებიც, რომელიც ხელს უწყობს ბეწვის ბზინვარებასა და კანის ჯანმრთელობას.
ზოგ ძაღლს საკვების მიმართ ალერგია აქვს, რაც ბეწვის ცვენას აძლიერებს. ასეთ შემთხვევაში სასარგებლოა ცილებით მდიდარი საკვები.
სასარგებლო რჩევები ბეწვის ცვენის შესამცირებლად
თქვენი ძაღლის ჯანმრთელობისა და საკუთარი სიმშვიდისთვის:
და ბოლოს - დიახ, ბეწვი ყველგან იქნება, მაგრამ იმ საყვარელი თვალებისა და თქვენი ოთხფეხა მეგობრის ერთგულების გამო, ეს დისკომფორტი ნამდვილად ღირს. უბრალოდ… ბეწვის მოსაშორებელი როლერი სულ თან გქონდეთ...