გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბუნება ცოცხლდება - თბილი ამინდი, მწვანე ბალახი და უფრო ხანგრძლივი გასეირნებები ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უხარიათ. თუმცა, სწორედ ამ პერიოდში აქტიურდებიან შიდა და გარე პარაზიტებიც, რომლებიც ძაღლების ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.
ტკიპები, რწყილები და სხვა გარე პარაზიტები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ეზოებში, პარკებში, ბალახიან ადგილებში და ზოგჯერ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზეც კი. ბევრ მფლობელს ჰგონია, რომ საფრთხე მხოლოდ ტყეში ან ბუნებაში გასეირნებისას არსებობს, თუმცა რეალურად, ძაღლს პარაზიტი შესაძლოა ყველგან ბინადრობდეს.
პარაზიტები მხოლოდ დისკომფორტს არ იწვევს.
მათ შეუძლიათ:
განსაკუთრებით საშიშია ტკიპები, რადგან ისინი სხვადასხვა დაავადების გადამტანები არიან და ხშირად პრობლემა მხოლოდ კბენის შემდეგ ვლინდება.
ხშირად გვგონია, რომ თუ ძაღლი მხოლოდ ეზოში ან კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სეირნობს, დამატებითი დაცვა საჭირო აღარ არის. სინამდვილეში კი პარაზიტები სწორედ ბალახიან და ტენიან გარემოში მრავლდებიან, სადაც შინაური ცხოველები ყოველდღიურად გადაადგილდებიან.
ერთი გასეირნებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ტკიპა ან რწყილი ძაღლის ბეწვზე აღმოჩნდეს.
პრევენცია ყველაზე ეფექტური გზაა.
ვეტერინარები რეკომენდაციას უწევენ რეგულარულ ანტიპარაზიტულ დაცვას მთელი სეზონის განმავლობაში.