2019 წლის 2 მაისს , სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში, კომპანია ინვეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო მეფრინველეობის მასტერკლასი.
თემატიკა - „ფრინველის რესპირატორული დაავადებები ( ნიუკასლი, ინფექციური ბრონქიტი , მიკოპლაზმოზი) და ეფექტური სტრატეგია თუ როგორ შევამციროთ ანტიბიოტიკების გამოყენება მეფრინველეობის წარმოებაში“
მასტერკლასის ტრენერები იყვნენ ევროპიდან მოწვეული სპეციალისტები :
1) სერგეი ჩუსეინოვი - კომპანია ბიომინის აღმოსავლეთ ევროპის მენეჯერი /ვეტერინარიის დოქტორი.
2) მარტინას გენისი - კომპანია სევა , მეფრინველეობის ექსპერტი/ვეტერინარიის დოქტორი
3) მარკ კარიმი - ბიომინი , მეფრინველეობის გაყიდვების მენეჯერი/ვეტერინარიის დოქტორი
4) დავით სირბილაძე - კომპანია ინვეტი მეფრინველეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სემინარის სტუმრები იყვნენ შემდეგი კომპანიები: შპს ჩირინა, შპს კუმისი XXl, შპს დილის პროდუქტები, შპს პოულტრი ჯორჯია, შპს პატარძლეული, შპს საგარეჯო და სხვა..
მასტერკლსმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია მოწვეულ საზოგადოებაში და გადაეცათ ოფიციალური სერტიფიკატები.