უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ძალიან რთული გადასატანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მათი ოთხფეხა მეგობრებისთვის.
ჩვენ ბევრ ფოტო-მასალას ვაწყდებით, სადაც ცხოველები არანაკლებ იბრძვიან სიცოცხლის შესანარჩუნებლად და არ სცილდებიან პატრონებს.
„ ინვეტ ჯგუფმა“, დღეს 10 მარტს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადასცა 1800 კგ, სამი სახეობის ძაღლის და კატის საკვები საქველმოქმედო აქტივობის ფარგლებში:
Cuddy puppy food
Cuddy adult dog food
Cuddy adult cat food
საკვების უკრაინის ტერიტორიაზე მიწოდებას უზრუნველყოფს წითელი ჯვრის საზოგადოება, მადლობას ვუხდით მათ ოპერატიული მუშაობისთვის.