ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

2020-02-11 00:00:00

მეღორეობის დარგის სემინარი

11 თებერვალს  „ინვეტ ჯგუფი“-ს ორგანიზებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა  სემინარი მეღორეობის დარგის ფერმერებისა და  ვეტერინარებისათვის, თემაზე: „მეღორეობის დარგის უახლესი გამოწვევები , დაავადების პროფილაქტიკა , კვებისა და გამოზრდის თანამედროვე მიდგომები“.

სემინარს უძღვებოდნენ დარგის მოწვეული საერთაშორისო სპეციალისტები ვალდას პლიოპლის, ფრანგული კომპანია Ceva-ს წარმომადგენელი და სერგეი ხუსაინოვი, ავსტრიული კომპანია Biomin - ის წარმომადგენელი.

სემინარს ესწრებოდნენ ქართველი და სომეხი ვეტერინარები,ფერმერები. მადლობას ვუხდით სემინარის თითოეულ სტუმარს აქტიური მონაწილეობისთვის.