კომპანია „ინვეტი“ წარმატებით განაგრძობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. მიმდინარე წლის მაისის თვეში კომპანია „ჩირინა“–ს ინკუბატორში განხორციელდა თანამედროვე სპრეი აპარატის დამონტაჟება. აპარატი წარმოადგენს „Desvac“ და „Ecat-ID“ –ის ინლაინ სპრეის, რომლითაც ინკუბატორში იცრება 1 დღიანი წიწილები ნიუკასლის დაავადებასა და ინფექციურ ბრონქიტზე.
სპრეი აპარატი უზრუნველყოფს ვაქცინის დოზის ზუსტ განსაზღვრას, ყუთზე 100%– იანი სიზუსტით თანაბრად ანაწილებს გამოფრქვეულ ვაქცინას და უზრუნველყოფს ჩატარებული ვაქცინაციის ეფექტურობას.