ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ვეტაკლოქს DC (4.5გ)

₾2.80 ₾2.24
მიმართულება : მესაქონლეობა
ბრენდი : უკრვეტპრომპოსტაჩი
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : შპრიცი
კოდი : 49007

გამოყენების ინსტრუქცია
ვეტაკლოქსი
(სუსპენზია ინტრაცისტერალური გამოყენებისათვის)


აღწერილობა
თეთრი ფერის სუსპენზია 4,5 გრამიან შპრიც-ტუბში.
შემადგენლობა
1 შპრიც-ტუბი (4,5 გრ.) შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებას:
კლოქსაცილინი (ბენზატინის მარილის სახით) - 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: რბილი თეთრი პარაფინი, თხევადი პარაფინი.


ფარმაკოლოგიური თვისებები
ATC ვეტერინარული კლასიფიკაციის კოდი QJ51CF02 - კლოქსაცილინი.
კლოქსაცილინი არის პენიცილინის ჯგუფის ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი, რომელიც აქტიურია გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ (Staphylococcus spp., Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Streptococcus uberis, Corynebacterium pyogenes, Neisseria spp., Pseudomonas aeruginosa). პრეპარატი მოქმედებს ბაქტერიციდულად, ხელს უშლის მიკროორგანიზმის უჯრედის მემბრანის გარე გარსის სინთეზს, პეპტიდოგლიკანის შეკავშირებაში მონაწილე ბაქტერიული ტრანსპეპტიდაზას ფერმენტების ფუნქციური აქტივობის დათრგუნვის გზით. ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის ბლოკირება იწვევს ოსმოსური ბალანსის დარღვევას, რაც საბოლოოდ ბაქტერიის სიკვდილს განაპირობებს. კლოქსაცილინის უმეტესი ნაწილი (60-90%) გამოიყოფა თირკმელებით მოკლე პერიოდში (6 საათის განმავლობაში). თირკმლის ფილტრაციის დაახლოებით 20% ხდება გლომერულების დონეზე, ხოლო 80% კლაკნილი მილაკების დონეზე. ამავდროულად, ნახევრად სინთეზური პენიცილინები ნაღვლის სადინრებში შეიძლება 96 საათამდე რჩებოდეს.


ცხოველების სახეობები
ძროხები შეწყვეტილი ლაქტაციის პერიოდში.
ჩვენებები
ძროხებში შეწყვეტილი ლაქტაციის დროს კლოქსაცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სუბკლინიკური (ფარული ფორმის) მასტიტის მკურნალობა.


დოზირება
ინტრაცისტერალურად. ბოლო მოწველის შემდეგ, ერთი შპრიც-ტუბის შიგთავსი უნდა შეიყვანოთ ცურში თითოეულ მეოთხედში. პრეპარატის გამოყენების შემდეგ ხდება თითოეული სარძევე ჯირკვლის მეოთხედის მასაჟი, რათა თანაბრად გადანაწილდეს მთელ ნაწილში.

პროცედურის წინ აუცილებელია ცურის ჩამობანა და დეზინფექცია.

უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ლაქტაციის პერიოდში მყოფ ძროხებზე და 4 კვირაზე ნაკლები პერიოდით შეწყვეტილი ლაქტაციისას. არ გამოიყენოთ კლოქსაცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ცხოველებზე.
გაფრთხილებები


გვერდითი ეფექტები
ცხოველებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან 6-ამინოპენიცილინის მჟავას წარმოებულების მიმართ, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა განისაზღვროს ტესტის საშუალებით პათოგენების მგრძნობელობა კლოქსაცილინის მიმართ.
გამოუყენებელი და ვადაგასული პრეპარატის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
გამოყენება მაკეობის, ლაქტაციის, კვერცხის დების პროცესში.
არ გამოიყენოთ ლაქტაციის პერიოდში მყოფ ძროხებზე და 4 კვირაზე ნაკლები პერიოდით შეწყვეტილი ლაქტაციისას.
ურთიერთმოქმედება სხვა საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.
კლოქსაცილინის ანტიკოაგულანტებთან ურთიერთქმედების დროს, მათი მოქმედება ძლიერდება. ჰორმონალურ პრეპარატებთან ურთიერთმოქმედებისას კლოქსაცილინი იწვევს მათი მოქმედების დაქვეითებას. ერთდროული შეყვანისას ამცირებს სტრეპტომიცინის, ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის, გენტამიცინის და კანამიცინის მოქმედების ეფექტს. ამასთან აძლიერებს ენროფლოქსაცინის ეფექტს.


ორგანიზმიდან გამოსვლის( (კარენციის) პერიოდი
ხორცი: 28 დღე პრეპარატის გამოყენების შემდეგ;
რძე: მშობიარობიდან 96 საათის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, როდესაც მშობიარობა მოხდა პრეპარატის შეყვანიდან 28 დღეზე ადრე, რძის გამოყენება დასაშვებია მკურნალობიდან 28 დღისა და 96 საათის შემდეგ.


გამოშვების ფორმა.
4,5 გრამიანი პოლიმერული შპრიც-ტუბები.
მუყაოს კოლოფი შეიცავს 24 ც 4,5 გრამიან შპრიც-ტუბს.
გოფრირებული მუყაოს ყუთი შეიცავს 8 მუყაოს კოლოფს (192 შპრიც-ტუბი).


შენახვის პირობები.
შეინახეთ მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 15°C-დან 25°C-მდე ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. გახსნის შემდეგ შპრიც-ტუბებში არსებული პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს მთლიანად.

ვარგისობის ვადა.
2 წელი.
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

 

 

 

ფასდაკლება