შემადგენლობა:
ფუნდამინი სტერილური საინექციო ხსნარი, რომელიც შეიცავს 82,95 მგ ფლუნიქსინ მეგლუმინს რაც 50 მგ ფლუნიქსინის ბაზის ექვივალენტურია. ასევე თითოეულ მლ-ზე შეიცავს ნატრიუმის ფორმალდეჰიდის სულფოქსილატსა და ნატრიუმის ტატრა აცეტატის მჟავის ეთილენედიამიდს ანტიოქსიდანტების სახით.
სამიზნე ცხოველები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი.
ჩვენებები:
ცხენი: ძვალ-კუნთოვანი დარღვევების, ანთებისა და კოლიკებთან დაკავშირებული ტკივილის შესამსუბუქებლად.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: მწვავე ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად, რომლებიც დაკავშირებულია რესპირატორულ დაავადებებთან.
შეყვანის გზა და დოზირება:
ინტრავენური შეყვანა უნდა მოხდეს ნელა და შეყვანამდე პროდუქტის ტემპერატურა გათანაბრებული უნდა იყოს სხეულის ტემპერატურასთან. სწრაფი ინტრავენური ინექციები არის სახიფათო. დაუშვებელია არტერიაში შეყვანა.
ცხენები: ძვალ-კუნთოვანი დაავადებების დროს ანთების და ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებული დოზაა ინტრავენურად 1 მგ ფლუნიქსინი/კგ წონაზე/დღეში, რაც ექვივალენტურია 1 მლ/50 კგ ცოცხალ წონაზე დღეში, მიიღება 1-5 დღის განმავლობაში. ცხენებში კოლიკის დროს რეკომენდებული დოზაა ინტრავენურად 1 მგ ფლუნიქსინი/კგ წონაზე/დღეში, რაც ექვივალენტურია 1 მლ/50 კგ ცოცხალ წონაზე დღეში. კოლიკის დროს მკურნალობის გამეორება შესაძლებელია ერთხელ ან ორჯერ.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: რეკომენდებული დოზაა ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად 2 მგ ფლუნიქსინი/კგ სხეულის მასაზე/დღეში, რაც ექვივალენტურია 2 მლ 50 კგ ცოცხალ წონაზე მიღებული მედიკამენტისა, კურსი არის 1-3 დღე. ერთ საინექციო უბანზე დაუშვებელია 20 მლ-ზე მეტი საინექციო ხსნარის შეყვანა.
სპეციალური კლინიკური ინფორმაცია და სიფრთხილის ზომები სამიზნე ცხოველებთან დაკავშირებით
უნდა განისაზღვროს ძირითადი ანთებითი მდგომარეობის ან კოლიკის მიზეზი და შესაბამისად მოხდეს თანმხლები თერაპიის დაგეგმვა.
6 კვირამდე ნაკლები ასაკის ან ხანდაზმულ ცხოველებში გამოყენება შეიძლება იყოს დამატებითი რისკის შემცველი. თუ აუცილებელია ასეთ შემთხვევაში გამოყენება, უნდა მოხდეს ცხოველის კლინიკური მართვა დიდი ყურადღებით. მოერიდეთ გამოყენებას გაუწყლოვნებულ, ჰიპოვალემიურ ან ჰიპოტენზიურ ცხოველებში, გარდა ენდოტოქსემიის ან სეპტიური შოკის შემთხვევისა. სრულ გამოჯანმრთელებამდე, სასურველია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, არ მიეწოდოს ცხოველებს, რომლებიც იმყოფებიან ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. იშვიათად პროპილენ გლიკოლის შემცველი პროდუქტების ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ფატალური შოკი. პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ნელა და მედიკამენტის ტემპერატურა უნდა უთანაბრდებოდეს სხეულის ტემპერატურას. აუტანლობის შემთხვევაში, წამლის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ანტიშოკური თერაპია. ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო, მას შეუძლია შენიღბოს კლინიკური ნიშნები და, შესაბამისად, შეიძლება შეუმჩნეველი გახდეს შესაძლო რეზისტენტობა გამოყენებული ანტიბიოტიკის მიმართ. მშობიარობის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პლაცენტის სრული შეკავება საშვილოსნოს ინვოლუციის და ნაყოფის მემბრანების გამოყოფის დათრგუნვით. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემცველმა პროდუქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ფაგოციტოზის დათრგუნვა და ამიტომ უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ შესაბამისი ანტიმიკრობული თერაპია შეიძლება საჭირო გახდეს ანთებასთან დაკავშირებული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფლუნიქსინის ნაყოფისთვის ტოქსიკური დოზების პერორალური მიღება კურდღლებსა და ვირთხებში და ვირთხებში ინტრამუსკულარულად იწვევს ფეტოტოქსიურობას და გესტაციური ასაკის მატებას. პროდუქტის უსაფრთხოება მაკე ფაშატებში, ულაყებსა და მომწიფებულ ხარებში არ არის დადასტურებული, ამიტომ აღნიშნულ ცხოველებში მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს. მისი უსაფრთხოება დადასტურებულია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, მაკე ნეზვებში და კერატებში. აღნიშნულ ცხოველებში მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს მშობიარობამდე 48 საათით ადრე. (იხილეთ პუნქტი - უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები) პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია მშობიარობიდან 36 საათის შემდეგ, ვეტერინარის მიერ რისკი/სარგებლის შეფასების შემდეგ, ასევე უნდა გაითვალისწინონ პლაცენტის შეკავების რისკი(პროდუქტი ზრდის შეკავების მაჩვენებელს).
გვერდითი მოვლენები:
წამლების ამ კლასისთვის არასასურველი ეფექტები მოიცავს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას, წყლულის განვითარებას და გაუწყლოებულ ან ჰიპოვოლემიურ ცხოველებში ზრდის თირკმლის დაზიანების ალბათობას. ცხენსა და ხბოში სწრაფი ინტრავენური ინექციის შემდეგ, ზოგჯერ განვითარებულა კოლაფსი. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს იშვიათი ან იდიოსინკრაზიული ღვიძლის ან თირკმლის გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და განმეორებით მოხდეს ვეტერინარის კონსულტაცია. ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მაჩვენებლების ცვლილება.
ცხენებში ინტრავენური გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს დიარეა და სისხლიანი განავალი.
ცხენებსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ინტრამუსკულარული გამოყენებისას, შესაძლოა ინექციის ადგილზე დაფიქსირდეს ადგილობრივი რეაქცია. პროდუქტს აქვს ტოკოლიტიკური ეფექტი მშობიარობის დაწყებაზე პასუხისმგებელი პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების მეშვეობით, ამიტომ შეიძლება შეაფერხოს მშობიარობა ან გაზარდოს მაკეობის შეწყვეტის რისკი.
სწრაფმა ინტრავენურმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს კოლაფსი. იხილეთ გაფრთხილებები პუნქტში - გამოყენება მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში.
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
24 საათის განმავლობაში პარალელურად არ მიიღება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება შეიძლება ძლიერად იყოს დაკავშირებული პლაზმის ცილებთან და კონკურენცია გაუწიონ სხვა მსგავს პრეპარატებს, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ტოქსიკურ ეფექტებამდე. ფლუნიქსინი აძლიერებს ვარფარინის და სხვა პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც დაკავშირებული არიან პლაზმის ცილებთან. ამიტომ, აღნიშნული გასათვალისწინებელია თანმხლები თერაპიის დანიშვნის დროს. არ უნდა იქნას გამოყენებული კორტიკოსტეროიდებთან ერთად ორივე პროდუქტის ტოქსიკურობის გაზრდის და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წყლულის წარმოქმნის შესაძლებლობის გამო.
ფლუნიქსინმა შეიძლება შეამციროს ზოგიერთი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მოქმედება, როგორიცაა დიურეტიკები (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმეტების ინჰიბიტორები), ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმეტების ინჰიბიტორები და ბეტა ბლოკატორები პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით.
ის არ უნდა დაინიშნოს სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან ერთად. ფლუნიქსინს შეუძლია გაზარდოს ზოგიერთი ისეთი წამლის ტოქსიკურობა, როგორიცაა ამინოგლიკოზიდები, მათი რენალური ესკრექციის შეფერხების გამო.
დოზის გადაჭარბება და ანტიდოტი:
ფლუნიქსინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. დოზის გადაჭარბება განსაკუთრებით იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაზიანებებს. შეიძლება გამოვლინდეს ატაქსია და კოორდინაციის დარღვევა. ცხენებში შეიძლება განვითარდეს არტერიული წნევის გარდამავალი მატება ინტრავენური შეყვანისას რეკომენდებული დოზის 3-ჯერ (3 მგ/კგ სხეულის მასაზე) გადაჭარბების შემთხვევაში. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში რეკომენდებული დოზის 3-ჯერ გადაჭარბებისას(6 მგ/კგ) ინტრავენური შეყვანისას გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.
მოცდის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
ხორცი:
31 დღე (ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ)
10 დღე (ინტრავენური ინექციის შემდეგ).
რძე:
36 საათი (ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ)
24 საათი (ინტრავენური ინექციის შემდეგ)
უკუჩვენებები:
არ გაუკეთოთ ცხოველებს, რომელთაც აქვთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული დაავადებები. არ გაუკეთოთ ღვიძლის, თირკმლის ან გულის დაავადების მქონე ცხოველებს.
არ ენიშნებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებების მქონე ცხოველებს (როგორიცაა წყლული, სისხლდენა).
არ გამოიყენოთ ჰემორაგიული დაავადების მქონე ცხოველებში.
არ უკეთდება ცხოველებს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
არ გამოიყენება გაუწყლოებასთან და გაუვალობასთან (ნაწლავის გაუვალობა) დაკავშირებული კოლიკის დროს. არ გამოიყენოთ ძროხებში მოსალოდნელ მშობიარობამდე 48 საათით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს მაკეობის შეწყვეტის რისკი. არ გამოიყენოთ მაკე ფაშატებში. ინფორმაცია მაკეობის, ლაქტაციისა და ოვულაციის დროს გამოყენების შესახებ იხილეთ გაფრთხილებების პუნქტში.
ზოგადი გაფრთხილებები:
გამოყენებამდე და მოულოდნელი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარს.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები იმ პირებისათვის, რომელსაც ცხოველებში შეჰყავს ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტი:
პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების მიმართ მგრძნობიარე პირებმა არ უნდა გამოიყენონ აღნიშნული პროდუქტი. შეუთავსებლობის რეაქციებმა შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს. კანთან შეხების შემთხვევაში, შეხების ადგილი უნდა ჩამოიბანოთ საპნითა და დიდი რაოდენობის წყლის ჭავლით. სიმპტომები თუ შენარჩუნდა, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. თვალებთან კონტრაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ წყლით და მიმართეთ ექიმს. პროდუქტის პერორალური გზით მიღების თავიდან ასაცილებლად, გამოყენების პროცესში არაფერი ჭამოთ ან დალიოთ, პროცედურის დასრულების შემდეგ ხელები დაიბანეთ. თუ შემთხვევით გადაყლაპეთ, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის. შემთხვევით ინექციისას მიმართეთ ექიმს, თან იქონიეთ შეფუთვის ეტიკეტი და ბროშურა.
შენახვის პირობები და ვადა:
შეინახეთ ქარხნულ შეფუთვაში მაცივარში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. შენახვის ვადა 3 წელია. შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ არის 28 დღე. შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას. საცობის გახვრეტა დასაშვებია მხოლოდ 20-ჯერ.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების ან ამგვარი პროდუქტების გამოყენებისგან მიღებული ნარჩენების განადგურების შესახებ:
გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ფარმაცევტული ნარჩენების განადგურების პრაქტიკის შესაბამისად და ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებული ეროვნული რეგულაციების მიხედვით.
კომერციული შეფუთვა:
50 მლ, 100 მლ და 250 მლ II ტიპის ქარვისფერი შუშის ფლაკონები ნაცრისფერი ბრომბუთილის საცობით და ლურჯი თავსახურით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
Bavet İlaç San. ve Tic. A.Ş.
İstanbul Tuzla Organize San. Bölgesi (ITOSB) 12. Cad. No.8 34959 Tepeören, Tuzla Istanbul /თურქეთი
მწარმოებელი:
Arion İlaç San. Tic. A.Ş. İstanbul Tuzla Organize San. Bölgesi (ITOSB) 12. Cad. No.8 34959 Tepeören, Tuzla Istanbul /თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში:
შპს ინვეტი 404387481 საქართველო, თბილისი, 0154, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. N84ა (032) 2 25 19 66