შემადგენლობა:
ბავეტ მელოქსიკამი არის გამჭვირვალე, ყვითელი ფერის, უსუნო სტერილური საინექციო ხსნარი, რომლის თითოეული მლ შეიცავს 5 მგ მელოქსიკამს.
სამიზნე ცხოველები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, კატა, ძაღლი
ჩვენებები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - გამოიყენება მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიისას პირუტყვში კლინიკური ნიშნების შესამცირებლად. - გამოიყენება დიარეის დროს ორალურ რეჰიდრატაციულ თერაპიასთან ერთად კლინიკური ნიშნების შესამცირებლად ერთ კვირაზე მეტი ასაკის ხბოსა და ახალგაზრდა, არამეძუძურ პირუტყვში.
-პოსტოპერაციული ტკივილის შესამსუბუქებლად ხბოში რქის მოცილების შემდეგ. ძაღლები - ანთების და ტკივილის შემსუბუქება როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული ძვალ-კუნთოვანი დაავადებების დროს.
-პოსტოპერაციული ტკივილისა და ანთების სიმპტომების შესამცირებლად ორთოპედიული და რბილი ქსოვილების ოპერაციის შემდეგ.
კატები - პოსტოპერაციული ტკივილის შემცირება ოვარიოჰისტერექტომიისა და რბილი ქსოვილების მცირე ოპერაციების შემდეგ.
მიღების გზა და დოზირება:
პირუტყვი: - ერთჯერადი კანქვეშა ან ინტრავენური ინექცია დოზით 0.5 მგ მელოქსიკამი/კგ სხეულის წონაზე (ანუ 10.0 მლ/100 კგ ცოცხალ წონაზე) საჭიროების შემთხვევაში ანტიბიოტიკოთერაპიასთან ან ორალურ რეჰიდრატაციულ თერაპიასთან ერთად.
- პოსტოპერაციული ტკივილის შემცირება: ერთჯერადი შიდაკუნთოვანი ინექცია დოზით 0,4 მგ მელოქსიკამი/კგ სხეულის წონაზე (ე.ი. 0,4 მლ/5 კგ ცოცხალ წონაზე) ოპერაციამდე. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ზუსტი დოზირების დაცვისათვის. გამოყენებისას მაქსიმალური ზომები მიიღეთ კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად. ძაღლი: ძვალ-კუნთოვანი დაავადებები: - ერთჯერადი კანქვეშა ინექცია დოზით 0,2 მგ მელოქსიკამი/კგ სხეულის მასაზე (ე.ი 0,4 მლ/10 კგ ცოცხალ წონაზე). მკურნალობის გასაგრძელებლად ინექციიდან 24 საათის შემდეგ შესაძლებელია პერორალური მელოქსიკამის-მაგ. სუსპენზიის ან ტაბლეტის გამოყენება შესაბამისი რეკომენდაციით. პოსტოპერაციული ტკივილის შემცირება (24 საათის განმავლობაში): ერთჯერადი ინტრავენური ან კანქვეშა ინექცია შემდეგი დოზით-0.2 მგ მელოქსიკამი/კგ სხეულის მასაზე (ე.ი. 0.4 მლ/10 კგ ცოცხალ წონაზე) ოპერაციამდე, მაგალითად, ანესთეზიის დროს. კატა:პოსტოპერაციული ტკივილის შემცირება: ერთჯერადი კანქვეშა ინექცია დოზით 0,3 მგ მელოქსიკამი/კგ სხეულის მასაზე (ე.ი. 0,06 მლ/ 5კგ ცოცხალ წონაზე ) ოპერაციამდე, მაგალითად ანესთეზიის დროს. განსაკუთრებით საყურადღებოა დოზირების სიზუსტე. გამოყენებისას მაქსიმალური ზომები მიიღეთ კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად.
სპეციალური კლინიკური ინფორმაცია და სპეციალური გაფრთხილებები თითოეული სამიზნე ცხოველისთვის:
ხბოების მკურნალობა ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტით რქის მოცილებამდე 20 წუთით ადრე ამცირებს პოსტოპერაციულ ტკივილს. მხოლოდ ვეტერინარული პრეპარატი ვერ უზრუნველყოფს ტკივილის ადეკვატურ შემსუბუქებას რქის მოცილების პროცედურის დროს. ოპერაციის დროს ტკივილის ეფექტური შემსუბუქების მიზნით საჭიროა შესაბამისი ანალგეზიის ერთობლივი გამოყენება. არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ვეტერინარს. მოერიდეთ გამოყენებას გაუწყლოებულ, ჰიპოვოლემიურ ან ჰიპოტენზიურ ცხოველებში, რომლებსაც ესაჭიროებათ პარენტერალური რეჰიდრატაცია, რადგან შეიძლება არსებობდეს თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი. ანესთეზიის დროს მონიტორინგი და სითხის თერაპია უნდა ჩაითვალოს სტანდარტულ პრაქტიკად. არ გააგრძელოთ კატებში მელოქსიკამის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების (NSAID) პერორალური მიღება, რადგან შესაბამისი პერორალური დოზა დადგენილი არ არის.
გამოყენება მაკეობის დროს, ლაქტაციის პერიოდში, მშობიარობის დროს:
შეიძლება გამოყენებულ იქნას მაკეობის დროს პირუტყვში. ძაღლებსა და კატებში მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში ვეტერინარული პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. შესაბამისად პროდუქტის გამოყენება ასეთ დროს ძაღლებსა და კატებში არ არის რეკომენდებული.
გვერდითი მოვლენები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კარგად ეგუება ინტრამუსკულარულ და ინტრავენურ ინექციას; კლინიკურ კვლევებში 10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში დაფიქსირდა მხოლოდ მცირე დროებითი შეშუპება ინექციის ადგილას. ანაფილაქსიური რეაქციები, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სერიოზული (მათ შორის ფატალური), დაფიქსირდა ძალიან იშვიათ შემთხვევაში, ამ დროს უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
კატა-ძაღლი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ტიპიური გვერდითი რეაქციები, როგორიცაა მადის დაკარგვა, ღებინება, დიარეა, განავალში ფარული სისხლი, ლეთარგია და თირკმელების უკმარისობა აღინიშნებოდა მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში. აღწერილია ჰემორაგიული დიარეის, ჰემატემეზისის, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაზიანების და ღვიძლის ფერმენტების მატების ძალიან იშვიათი შემთხვევები. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძირითადად ვლინდება მკურნალობის პირველ კვირაში და უმეტეს შემთხვევაში დროებითია და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს სერიოზული ან ფატალური. ანაფილაქსიური რეაქციები ფიქსირდება ძალზე იშვიათ შემთხვევებში და საჭიროებს სიმპტომატურ მკურნალობას. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს და კონსულტაციისთვის მიმართოთ ვეტერინარს. გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი სტანდარტით: - ძალიან ხშირი (ნამკურნალევი ცხოველებიდან 10-დან 1-ზე მეტ შემთვევაში გამოვლინდა გვერდითი ეფექტ(ებ)ი - ხშირი (1-ზე მეტი, მაგრამ 10-ზე ნაკლები ცხოველი 100 ნამკურნალევ ცხოველში) - იშვიათი (1-ზე მეტი, მაგრამ 10-ზე ნაკლები ცხოველი1000 ნამკურნალევი ცხოველიდან) - შედარებით იშვიათი (1-ზე მეტი, მაგრამ 10-ზე ნაკლები ცხოველი 10000 ცხოველში) - ძალიან იშვიათი (1 ცხოველზე ნაკლები 10000 ცხოველიდან).
მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, დიურეტიკებთან, ანტიკოაგულანტებტან, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან და ცილებთან მაღალი შეკავშირების უნარის მქონე ნივთიერებებთან კომბინაციაში შეიძლება განვითარდეს შეკავშირების კონკურენცია და, შესაბამისად ადგილი ჰქონდეს ტოქსიკური ეფექტების გამოვლენას. არ გამოიყენოთ გლუკოკორტიკოსტეროიდებთან, სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ანტიკოაგულანტებთან ერთად. თავიდან უნდა იქნას აცილებული პოტენციური ნეფროტოქსიური პრეპარატების ერთდროულად მიღება. ანესთეზიის რისკის მქონე ცხოველებში (მაგ. ასაკოვანი ცხოველები) აუცილებელია ანესთეზიის დროს რეჰიდრატაციული თერაპიის გათვალისწინება. ანესთეზიისა და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას, თირკმლის ფუნქციის დაზიანება არ არის გამორიცხული. ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით წინასწარმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი გვერდითი მოვლენები ან მათი სიხშირის მატება და შესაბამისად, ასეთი მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე 24 საათი პირუტყვი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ. არ შეურიოთ სხვა სამედიცინო პროდუქტებს.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ანტიდოტები:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა.
მოცდის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ხორცი და შიგნეულობა: 15 დღე; რძე - 5 დღე.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ ძაღლებსა და კატებში მაკეობის და ლაქტაციის პერიოდში. არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის, გულის ან თირკმლის უკმარისობა, ჰემორაგიული დაავადებები ან კუჭ-ნაწლავის ისეთი დარღვევები, როგორიცაა გაღიზიანება და სისხლდენა. არ გამოიყენოთ აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. პირუტყვში დიარეის სამკურნალოდ არ გამოიყენოთ ერთ კვირაზე ნაკლები ასაკის ცხოველებში. არ გამოიყენოთ 6 კვირაზე ნაკლები ასაკის კატებსა და ძაღლებში და ასევე 2 კგ-ზე ნაკლები წონის კატებში.
ზოგადი გაფრთხილებები:
პრეპარატის გამოყენებამდე და ასევე მოულოდნელი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას და საკვები პროდუქტებისაგან მოშორებით.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა იქნას მიღებული იმ პირის მიერ, რომელსაც ცხოველში შეჰყავს სამედიცინო პროდუქტი
შემთხვევითმა თვითინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი. მელოქსიკამმა და სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგიული რეაქციები). ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, უნდა მოერიდონ აღნიშნულ ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებთან კონტაქტს. შემთხვევითი თვითინექციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ბროშურა ან ეტიკეტი. მელოქსიკამი შეიძლება განსაკუთრებით საზიანო იყოს ნაყოფისთვის. აღნიშნული პროდუქტის პირუტყვისთვის ინექციას მოერიდონ ორსული ქალბატონები .
შენახვის პირობები და შენახვის ვადა:
შეინახეთ ქარხნული შეფუთვით, არ გაყინოთ, მაცივრის ტემპერატურა უნდა იყოს 25°C - ზე ნაკლები. დაიცავით მზის სინათლისგან. შენახვის ვადა არის დამზადების დღიდან 36 თვე. შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ - 28 დღე. პირველი გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა ინახებოდეს თავისივე შეფუთვაში გაყინვის გარეშე და მაცივარში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. საცობის გახვრეტა დასაშვებია მხოლოდ 20-ჯერ.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტის ან ასეთი პროდუქტების გამოყენებისგან მიღებული ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებით
ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული პრეპარატი ან ნარჩენი, რომლებიც მიღებულია ასეთი ვეტერინარული პრეპარატის გამოყენების შედეგად, უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატიული პროდუქტები, არასტეროიდები. ATC. Vet. Code: QM01AC06
კომერციული შეფუთვა:
სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 100 მლ I ტიპის უფერო მინის ფლაკონებში 20 მმ ნაცრისფერი ბრომბუთილის საცობით და 20 მმ ლურჯი თავსახურით.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
Bavet İlaç San. ve Tic. A.Ş.
İstanbul Tuzla Organize San. Bölgesi (ITOSB) 12. Cad. No.8 34959 Tepeören, Tuzla Istanbul /თურქეთი
მწარმოებელი:
Arion İlaç San. Tic. A.Ş. İstanbul Tuzla Organize San. Bölgesi (ITOSB) 12. Cad. No.8 34959 Tepeören, Tuzla Istanbul /თურქეთი
იმპორტიორი საქართველოში:
შპს ინვეტი 404387481 საქართველო, თბილისი, 0154, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. N84ა (032) 2 25 19 66
152 VET 0072-03-Eng-02