ტრიპონილი ერტეუ (კოდი: DIT4-GE)
Tryponil RTU
პროდუქტის სახელწოდება:
ტრიპონილი ერტეუ (Tryponil RTU)
ფარმაცევტული ფორმა:
ნარინჯისფერ წითელ ფერში გარდამავალი გამჭვირვალე ხსნარი პარენტერალური გამოყენებისათვის.
1 მლ-ის რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა:
დიმინაზინის აცეტურატი ............................................................................................... 70 მგ.
ფენაზონი(ანტიპირინი)................................................................................................. 375 მგ.
კლინიკური ფარმაკოლოგია:
დიმინაზინის აცეტურატი მიეკუთვნება არომატული დიამიდინების ჯგუფს და მოქმედებს ტრიპანოსომიაზის, ბაბეზიოზისა, თეილერიოზის და შერეული ჰემოპროტოზოული ინფექციების წინააღმდეგ.
ჩვენებები:
ტრიპონილი ერტეუ (Tryponil RTU) განკუთვნილია ტრიპანოსომიოზის, ბაბეზიოზის, შერეული ჰემოპროტოზოული ინფექციების და თეილერიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ცხენებში, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, კამეჩებში, ცხვრებში, თხებსა და ძაღლებში.
1. ტრიპანოსომიოზი T congolense, T vivax , T. brucei და T.evansi;
2. ბაბეზიოზი B. bovis, B bigemina, B. ovis, B motasi, B. canis, B. equi და სხვა Babesia spp.;
3. შერეული ინფექციები: ტრიპანოსომებით და ბაბეზიის სხვადასხვა შტამებით გამოწვეული ინფექციები.
4. თეილერიოზი Theileria annulata.
ტრიპონილი ერტეუ (Tryponil RTU) უზრუნველყოფს პროფილაქტიკურ დაცვას აზიური (ევროპული) რედვოტერის ცხელებისგან (B. bovis) 2 კვირის განმავლობაში და აფრიკული რედვოტერის ცხელებისგან (B. bigemina) 4 კვირის განმავლობაში. შესაძლებელია მისი გამოყენება მოკლევადიანი კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით თუ აღინიშნება დაავადების უცაბედი აფეთქება და მაღალია ავადობის მაჩვენებელი. ყველა დაავადებული და დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფი პირუტყვის მკურნალობა უზრუნველყოფს სწრაფ, მაგრამ დროებით შვებას.
უკუჩვენებები:
- დაუშვებელია გამოყენება ცხოველებში, რომლებსაც გააჩნია დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობა დიმინაზინის და/ან ფენაზონის მიმართ;
- დაუშვებელია გამოყენება თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ცხოველებში;
- დაუშვებელი პროდუქტის გამოყენება აქლემებში.
გვერდითი ეფექტები:
დოზის გადაჭარბების ან განმეორებითი მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შემდეგი კლინიკური სიმპტომები (ნერწყვდენა, ოფლიანობა, ტრემორი). იშვიათ შემთხვევებში, მრავალჯერადმა თერაპიულმა დოზამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე ნერვული სისტემის გაღიზიანების სიმპტომების გამოვლენა, ნათხემისა და თალამუსის გამოხატული ჰემორაგიული და მალეური დაზიანებები მსხვილფეხა პირუტყვსა და ძაღლებში.
თერაპიული დოზების მრავალჯერადად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დეგენერაციული ცხიმოვანი ცვლილებები ღვიძლში, თირკმელებში, მიოკარდიუმსა და კუნთებში.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
- ძაღლების შემთხვევაში ინექცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ და მკაცრად სხეულის წონის შესაბამისად 0,1 მლ. 2 კგ-ზე. დაუშვებელია დანიშნული დოზის გადამეტება ან განმეორება;
- ტრიპონილი ერტეუ-ს (Tryponil RTU) გამოყენება უზრუნველყოფს პროფილაქტიკურ დაცვას 2-4 კვირის განმავლობაში, ზემოხსენებული პირობის შესაბამისად. ყველა მსხვილფეხა პირუტყვის ტრიპონილი ერტეუ-თი (Tryponil RTU) მკურნალობა მომდევნო 24 საათის განმავლობაში იძლევა შედეგს, თუ
61
დაავადება არ არის ტერმინალურ სტადიაში. ცხოველების ტკიპებისგან დაცვა ამცირებს რედვოტერის ცხელების გადაცემის რისკს. ამიტომ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტკიპებისგან დაცვის კონტროლი ასევე უნდა იყოს დაკავშირებული აცრის პროცესთან;
- იმ შემთხვევაში თუ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რედვოტერის მკურნალობა უნდა განხორციელდეს ტრიპონილი ერტეუ-ს (Tryponil RTU) გამოყენებით, დაუშვებელია ცხოველის ვაქცინაცია აზიური (ევროპული) რედვოტერის წინააღმდეგ მომდევნო 1 თვის განმავლობაში, ხოლო აფრიკული რედვოტერის წინააღმდეგ მკურნალობის შემდეგ 2 თვის განმავლობაში. თუ ტრიპონილი ერტეუ (Tryponil RTU) გამოიყენებოდა რედვოტერის ვაქცინის რეაქციის დასაქვეითებლად, შემდგომში აუცილებელია დამუშავებული ცხოველების რევაქცინაცია. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა აზიური (ევროპული) რედვოტერის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება, რეკომენდებულია რევაქცინაციის ჩატარება 1 თვის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა აფრიკული რედვოტერის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება, რეკომენდებულია რევაქცინაციის ჩატარება 2 თვის შემდეგ;
თავი აარიდეთ თერაპიული ხსნარის კანთან პირდაპირ კონტაქტს. ატარეთ დამცავი ხელთათმანები და ტანსაცმელი, რათა თავიდან აიცილოთ ლაქების წარმოქმნას.
- პრეპარატის საერთო საინექციო მოცულობა დაყავით ორ ან მეტ ნაწილად კახექსიური და/ან დასუსტებული ცხოველების შემთხვევაში, ასევე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას არასაკმარისი დოზების გამოყენება სამიზნე ცხოველებზე, უზრუნველყავით სხეულის წონის სათანადო გამოთვლა.
ყველა ცარიელი კონტეინერისა და საინექციო მოწყობილობის უტილიზება უზრუნველყოფილ უნდა იქნას ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
- მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამედიცინო საშუალება ფართოდ იქნა გამოცდილი სხვადასხვა პირობებში, შეიძლება მისი მოქმედების არაეფექტურობა გამოწვეულ იქნას სხვადასხვა მიზეზით. თუ არსებობს ეჭვი მედიკამენტის მოქმედების არაეფექტურობის შესახებ, გთხოვთ მიმართოთ ვეტერინარს და აცნობოთ მედიკამენტის რეგისტრაციის მფლობელს.
დოზირება:
კუნთში ღრმა ინექციისთვის:
ზოგადად ჩვეულებრივი თერაპიული დოზა წარმოადგენს 1 მლ სხეულის წონის 20 კგ-ზე (3,5 მგ/კგ). T. Brucei-ს, T. Evansi-სა და Theileria annulata-ს წინააღმდეგ აღნიშული დოზა უნდა გაორმაგდეს (1 მლ. 10 კგ.-ზე). რეზისტენტული შტამების წინააღმდეგ დოზა შეიძლება გაიზარდოს 8 მგ/კგ-მდე სხეულის წონაზე (1 მლ. 8,75 კგ-ზე). დაუშვებელია საერთო დოზის გადაჭარბება, რომელიც წარმოადგენს 4 გ. (57 მლ) თითო ცხოველზე. ტრიპონილი ერტეუ-ს (Tryponil RTU) ხსნარის დიდი რაოდენობით შეყვანისას მიზანშეწონილია საინექციო ოდენობის გაყოფა რამდენიმე ნაწილად, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი ადგილობრივი რეაქცია როგორიც ტკივილია.
მოცდის პერიოდი:
- ხორცის შემთხვევაში: 20 დღე.
- რძის შემთხვევაში: 3 დღე.
შეფუთვა:
100 მლ მოცულობის მეორე ტიპის შუშის ბოთლი, დახურული ბრომობუთილის საცობითა და ალუმინის ჩაჩით, მოთავსებული ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ტრიპონილი ერტეუ-ს (Tryponil RTU) აქვს 2-წლიანი ვარგისიანობის ვადა, როდესაც მისი შენახვა ხდება ბნელ და მშრალ ადგილას 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ შეინახეთ 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და გახარჯეთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
ანტიპროტოზოული საშუალებები, დიმინაზინები. ATC VET კოდი: QP51DF01
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი:
ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66
62
მწარმოებელი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands.