ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ბრონიპრა1 5000დოზა

₾39.10
მიმართულება :
ბრენდი : ჰიპრა
პროდუქტის ტიპი : ვაქცინები
პროდუქტის ფორმა : სხვა
კოდი : 16011

აღწერილობა:

ცოცხალი ვაქცინა, ინფექციური ბრონქიტის H120 შტამი, პერორალურ ლიოფილიზირებულ მშრალ ტაბლეტში

 

აქტიური ნივთიერების თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ერთი დოზა (0,03 მლ) შეიცავს:

ატეინურებულ ცოცხალ ინფექციურ ბრონქიტის ვირუსს, შტამი H120: 103 – 105.4 EID50

 

სამიზნე ფრინველი :

შინაური ფრინველები (ბროილერები, მეკვერცხული და სადედე გუნდი).

 

ჩვენებები:

ფრინველის ინფექციური ბრონქიტის პრევენციისათვის.

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

მეფრინველეობა: 1 დოზა / ფრინველი.

ვეტერინარი ადგენს შესაფერის ვაქცინაციის პროგრამას თითოეული ფერმის და არეალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

 

რჩევა სწორი გამოყენების შესახებ:

ოკულარულ-ნაზალური: გამოყენებამდე შეურიეთ გამხსნელი და ლიოფილიზირებული მასის სრულ გახსნამდე ნაზად შეანჯღრიეთ. გამოიყენეთ ვაქცინის ერთი წვეთი (0,03 მლ) ერთ ფრინველზე, თვალში ან ნესტოში, მოწოდებული პიპეტის გამოყენებით (1000 მ დოზით 30 მლ).

სასმელი წყალი: გახსენით ლიოფილიზირებული ფხვნილი და აავსეთ ფლაკონი, რომელიც ნახევრად უნდა შეიცავდეს გამდინარე წყალს (არ გამოიყენოთ ქლორირებული წყალი ან წყალი სადეზინფექციო საშუალებებით და თავიდან აიცილეთ მაღალი ტემპერატურა შესაბამის მოწყობილობაში), შეანჯღრიეთ და ჩაასხით იგი შესაბამის კონტეინერში სასმელი წყლის იმ მოცულობამდე, რომელიც შეიძლება 1/2 ან 1 საათში იქნეს შეყვანილი(გამოყენებული) , გაითვალისწინეთ შემდეგი:

              ფრინველის ასაკი                                                                     1000 ფრინველისთვის

              1-დან 3 კვირამდე                                                                    5-10 ლიტრი

              4-დან 9 კვირამდე                                                                    12-23 ლიტრი

              10-დან 16 კვირამდე                                                                 27-37 ლიტრი

სპრეი: შეამოწმეთ სათანადო აპარატი, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი წყლის რაოდენობის შესამოწმებლად, რადგან იგი მთლიანად დამოკიდებულია აპარატის ტიპზე და მის მიერ წარმოქმნილი წვეთის ზომაზე. ამისათვის, ვაქცინაციამდე ერთი დღით ადრე, შეავსეთ აპარატი სუფთა გამდინარე წყლით და შეასხურეთ ფრინველებს ისე, რომ ყველა მათგანის თავი დასველებული იქნეს წყლის წვეთით. შეამოწმეთ გამოყენებული წყლის რაოდენობა და ეს იქნება ის მოცულობა, რომელიც საჭირო დოზებით უნდა იქნას შერეული და გამოყენებული, რაც დამოკიდებულია ფრინველთა იმ რაოდენობაზე, რომელთაც ვაქცინაცია უტარდებათ. შემდეგი მოცულობები არის მიახლოებითი:

დოზების ოდენობა                      1 დღის წიწილები                        ზრდასრული ფრინველები

                                                          (დიდი წვეთები)                           (მცირე წვეთები)

1000                                                  200-250 მლ                                     500-1000 მლ

 

მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

 

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:

ვაქცინა გამოიყენეთ მხოლოდ ჯანმრთელი ფრინველის ასაცრელად.

თუ ფრინველთა რაოდენობა არ ემთხვევა ხელმისაწვდომი ფლაკონების დოზების რაოდენობას, არასდროს არ გამოიყენოთ რეკომენდებულ დოზაზე ნაკლები.

შეამოწმეთ პროდუქტის შენახვის ვადა.

არ შეინახოთ ვაქცინა დეზინფექტანტთან და სარეცხ საშუალებებთან ახლოს, დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისგან, ვინაიდან ბრონიპრა მათ მიმართ მგრძნობიარეა. ლიოფილიზირებული ფრაქცია არ განაზავოთ მაღალი ტემპერატურის წყალში.

 

განსაკუთრებული ზომები იმ პირისთვის, რომელიც ცხოველებისათვის სამკურნალო პროდუქტს იყენებს:

სპრეის გამოყენებისას გაიკეთეთ დამცავი ნიღაბი და სათვალე.

 

დოზის გადამეტება:

რეკომენდირებული დოზის 10 ჯერ მეტის გამოყენებისას არ არის არცერთი შემთხვევა აღწერილი.

 

შეუთავსებლობა:

არ შეურიოთ ნებისმიერი სხვა ვეტერინარული სამედიცინო პროდუქტი.

 

შეფუთვა:

1000 დოზა 10 ფლაკონი შეფუთვაში.

2500 დოზა 10 ფლაკონი შეფუთვაში.

5000 დოზის 10 ფლაკონი შეფუთვაში.

1000 დოზის გამხსნელის 10 ფლაკონი შეფუთვაში.

შეიძლება ყველა შეფუთვა  არ იყოს გაყიდვაში.

 

შენახვის პირობები:

შენახვა და ტრანსპორტირება განახორციელეთ მაცივარში (2C-8C). არ გაყინოთ. დაიცავით სინათლისგან. გახსნის შემდეგ გამოიყენეთ დაუყოვნებლივ.

 

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:

ფრინველის ინფექციური ბრონქიტის საწინააღმდეგო ცოცხალი ვაქცინა.  QI01AD07.

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. № 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;

 

 

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი Laboratorios Hipra, S.A.

Avda. la Selva, 135  17170 Amer (Girona) España

Tel. +34 972 430660 Fax. +34 972 430661E-mail: hipra@hipra.com

 

ფასდაკლება