ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ვეტერინარული პრეპარატი - იოდინი 20 ლ

₾340.00
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : ანტისეპტიკური
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 43089

სავაჭრო დასახელება

იოდინი

IODINE

 

წამლის ფორმა

ხსნარი გარეგანი გამოყენებისთვის

 

აღწერა

მურა წითელი ფერის ხსნარი ნალექის გარეშე, იოდის დამახასიათებელი სუნით

 

შემადგენლობა

პრეპარატის ყოველი 1 მლ შეიცავს

აქტიური სუბსტანცია: პოივიდონის იოდიდი 100 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალება

ATC vet code: D08AG02 – პოვიდონის იოდიდი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება

იოდინს გააჩნია ანტისეპტიკური და ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების (მათ შორის, პასტერელას, სალმონელას, ეშერიხია კოლის, სტრეპტოკოკების, სპიროხეტების, კორინბაქტერიების, ტუბერკულიოზის მიკრობაქტერიის და სხვ.) სოკოების და ვირუსების მიმართ.

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება პოვიდონის იოდიდი წარმოადგენს პოლივინილპიროლიდონოის (პოვიდონი) პოლიმერულ კომპლექსს იოდდთან. პოვიდონის იოდიდის ანტისეპტიკური ეფექტი დაკავშირებულია თავისუფალი იოდის კომპლექსური ნაერთიდან გამონთავისუფლებასთან. აქტიური იოდი გამონთავისუფლება ხდება ნელა, თანდათანობით, ქსოვილებზე გამაღიზიანებელი, მწველი მოქმედების გარეშე და ანტისეპტიკურად მოქმედებას მიკროორგანიზმებზე. პრეპარატის გამოყენების ადგილზე რჩება თხელი შეფერილი ფენა, რომელიც ნარჩუნდება იქამდე ვიდრე არ მოხდება იოდის სრული რაოდენობის გამონთავისუფლება.

 

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება კანის ზედაპირის დასამუშავებლად ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ (ინფექციების, პუნციის, ბიოფსიის, სისხლის აღების დროს). ასევე ჭრილობების, დამწვრობის, ინფექციური დერმატიტის სამკურნალოდ, სხვადასხვა სახის ჰიგიენური დამუშავების, მწვავე და ქრონიკული ვაგინიტის (შერეული, არასპეციფიური ინფექციები, ტრიქომონოზის და კანდიდოზის) დროს. გამოიყენება კასტრაციის წინა და შემდგომი მანიპულაციებისას, მასტიტებისა და ენდომეტრიტების შემთხვევაში.

შენობების, საწარმო-დაწესებულებების, კვების ობიექტების, სამედიცინო დაწესებულებების, ცხოველების სადგომის, ინკუბატორების, საკვებურების, წყლის ჭურჭლის და სხვა მოწყობილობების დეზინფექციისათვის.

 

გამოყენების წესი

იოდინის ხსნარი გამოიყენება განზავების გარეშე ან განზავებული წყალხსნარის სახით 1:10 ან 1:100 განზავებით.

კანის ჯანმრთელი ზედაპირის დეზინფექციის მიზნით გამოიყენება განუზავებელი სახით, ექსპოზიციის დრო 1 – 2 წთ.

ჭრილობის, დამწვრობის, ბაქტერიოლი ან კანის სოკოვანი დაზიანებებისას გამოიყენება 1 : 10 განზავებული წყალხსნარის სახით.

ცხოველის ჰიგიენური დამუშავების მიზნით გამოიყენება 1 : 100 განზავებული წყალხანარის სახით.

შენობა - ნაგებობების და მოწყობილობების დეზინფექციისათვის 1:100 ან 1:200 განზავებული წყალხსნარის სახით. მიღებული ხსნარის 1 ლ საკმარისია 4 მ2 ფართობის დასამუშავებლად.

 

უსაფრთხოების ზომები:

იოდინის დალევა ყოვლად დაუშვებელია, ხსნარის თვალში მოხვედრა საზიანოა. თვალში მოხვედრის შემთხვევაში უნდა მოხდეს წყლით ამორეცხვა.

 

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები არ გამოვლინდება. კარგად გადაიტანება ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველის მიერ. იშვით შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჰიპერემია. ამ დროს პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

 

უკუჩვენებები

პიპერჰიდროზი, თირკმლის უკმარისობა, მაკეობის მეორე და მესამე ტრიმესტრი, იოდის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

 

ლოდინის პერიოდი

ხორცი - 0 დღე

კვერცხი - 0 დღე

რძე - 0 დღე

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

 

გამოშვების ფორმა

20 ლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მოთავსებული იისფერ პოლიეთილენ ტერაფტალატის ბალონში

 

ვარგისიანობის ვადა 

2   წელი.

 

მწარმოებელი ქვეყანა

საქართველო

 

მწარმოებელი კომპანია

შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

ფასდაკლება