ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ინტროვიტი E სელენი - 200 B12

₾16.00
მიმართულება : ხბო
მეღორეობა
სხვადასხვა
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ვიტამინები
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 18074

თითოეული მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ვიტამინი E, α- ტოკოფეროლ აცეტატი  50 მგ

ნატრიუმის სელენიტი   0,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები 1 მლ

 

სამიზნე სახეობები:

ხბო, თხა, ცხვარი და ღორი.

 

ჩვენებები:

E ვიტამინის დეფიციტი (როგორიცაა ენცეფალომალაცია, კუნთოვანი დისტროფია, ექსუდაციური დიათეზი, კვერცხის ჩეკვის პრობლემები, უნაყოფობა) ხბოში, თხაში, ცხვარსა და ღორში. რკინით ინტოქსიკაციის პროფილაქტიკა გოჭებში რკინის შეყვანის შემდეგ.

 

დოზირება

კუნთში ან კანქვეშ შეყვანისთვის:

ხბო, თხა და ცხვარი: 2 მლ 10 კგ წონაზე, გაიმეორეთ 2-3 კვირის შემდეგ.

ღორი: 1 მლ 10 კგ წონაზე, გაიმეორეთ 2-3 კვირის შემდეგ.

 

უკუჩვენებები: არ გააჩნია.

 

გვერდითი მოვლენები: დადგენილი დოზირების რეჟიმის დაცვისას არასასურველი ეფექტები არ გააჩნია. უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის დაცვა, რადგან სელენის გადაჭარბებისას შესაძლოა გამოვლინდეს ტოქსიკური ეფექტები.

 

მოცდის პერიოდი: არ გააჩნია.

 

შენახვის პირობები:

ინტროვიტ E-სელენი ვარგისია 3 წლის განმავლობაში, სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C )შენახვის შემთხვევაში.

გახსნის შემდეგ ვარგისია 2 კვირის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C )და სინათლისგან დაცულ ადგილას შენახვის შემთხვევაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

გაფრთხილებები:

რეკომენდებული დოზა უნდა იყოს დაცული, რადგან სელენს ჭარბი დოზით შესაძლოა ჰქონდეს ტერატოგენული ეფექტი.

ინტროვიტ-E-სელენის შერევა სხვა პრეპარატებთან არ არის მიზანშეწონილი შესაძლო უარყოფითი ურთიერთქმედების გამო.

სელენის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი უნდა დაინიშნოს არაუმეტეს 1 ინექციისა 2-3 კვირაში ერთხელ.

 

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:

A11AA04 – ვიტამინები და მინერალები.

 

გამოშვების ფორმა:

100 მლ-იანი გამჭვირვალე II ტიპის მინის ბოთლები, I ტიპის ბუთილის თავსახურით  და

ალუმინის ჩაჩით. ახლავს ჩანართი ფურცელი.

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი:        

ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66

 

მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

ფასდაკლება