აღწერა:
მუქი ლურჯი ან წითელი ფერის ცომისებური მასა მოთავსებული ფილტრ-პაკეტებში.
დანიშნულება:
ნაცრისფერი და შავი ვირთხების და სახლის თაგვების საწინააღმდეგო საშუალება;
აქვს ტოქსიკური ეფექტი ეგრეთ წოდებულ ვირთხებსა და თაგვებზეც კი, რომლებიც „რეზისტენტულია“ სხვა პრეპარატების მიმართ. მღრღნელებს ადვილად იზიდავთ პროდუქტში შემავალი სპეციალური ნივთიერებები და კვდებიან 3-დან 7 დღეში ( ისე რომ სხვა მღრღნელებს ეჭვი არ უჩნდებათ), ჩვეულებრივ, გადიან ღია სივრცეში და იქ კვდებიან.
გამოყენების სფერო:
ფილტრ-პაკეტებს სატყუარათი (გახსნის გარეშე) ათავსებენ სპეციალური საფარის ან ამისათვის სპეციალურად მორგებულ სათავსის ქვეშ მუყაოს, პოლიეთილენის ან თუნუქის ნაჭერზე, მღრღნელების ბინადრობის ადგილებში, მათი მოძრაობის არეალზე. მიზანშეწონილია გამოიყენოთ მხოლოდ მღრღნელებისთვის ხელმისაწვდომი, დახურული კონტეინერები (მილების ნამსხვრევები, პლასტმასის კონტეინერები და ა.შ.). მოათავსეთ ისინი მღრნელების ტიპისა და რაოდენობის მიხედვით:
თაგვებისთვის - 1 პაკეტი; ვირთხებისთვის - 2-3 პაკეტი;
ათავსებენ 2_15 მ დაშორებით.
დაამატეთ სატყუარა დროულად, მისი სრულად მოხმარებამდე. მოერიდეთ პროდუქტის შიშველი ხელებით შეხებას, რათა გამოირიცხოს “ადამიანის სუნი”.
სიფრთხილის ზომები:
მოათავსეთ პროდუქტი და შეინახეთ ბავშვებისთვის და შინაური ცხოველებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეეხოთ პროდუქტს დაუცველი ხელებით. მოათავსეთ პაკეტები პინცენტით ან რეზინის ხელთათმანების დახმარებით. თუ კანი დაბინძურდა პროდუქტით, კარგად ჩამოიბანეთ ის ადგილი საპნით და წყლით. სატყუარას განთავსების დროს, არ ჭამოთ, არ დალიოთ და არ მოწიოთ სიგარეტი. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, უნდა შეგროვდეს ნარჩენები, პაკეტები და მღრღნელების გვამები და დაიწვას ან დაიმარხოს მიწაში 0,5 მ სიღრმეზე.
თუ პროდუქტი კუჭში მოხვდება, მიიღეთ ვიტამინი K (ფიტომენადონი) და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პროდუქტი ცეცხლგამძლეა.
შენახვის პირობები: ბნელ ადგილას -15-დან +30⁰ C-მდე ტემპერატურაზე.
ტოქსიკური! საშიშროების კლასი 4, GГОСТ 12.1.007-76-ის მიხედვით
შეფუთვის ტიპი: ფილტრ-პაკეტები 10-13 გ მასით, დალუქული პოლიმერულ პაკეტში.
გარანტირებული შენახვის ვადა: 2 წელი. წონა: 2.5 კგ
მწარმოებელი:
შპს „იტალ-ტაიგერი“, უკრაინა, 49032, დნეპრი, აეროდრომის ქ., 32.
ტელ: 056-375-46-80, 375-46-81, 375-46-82.
www.italtiger.com; E-mail: office@italtiger.com, sale@italtiger.com
რეგისტრაციის მოწმობა: РФ № RU.77.99.88.002.Е.033960.08.11
უკრაინული ვერსია: სადეზინფექციო სამსახურის სახელმწიფო რეგისტრაციის სერტიფიკატი N#05.03.02-08/1236