invet.ge

ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

BAVET ეკოპენი 100 მლ

₾19.00
მიმართულება : მეცხვარეობა
სხვა მიმართულება
მეხორცული საქონელი
ხბო
მესაქონლეობა
შინაური ცხოველები
ბრენდი : ბავეტი
პროდუქტის ტიპი : ანტიბაქტერიული
პროდუქტის ფორმა : სხვა
კოდი : 8699389226440

მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის

ეკოპენი (EKOPEN)

საინიექციო სუსპენზია

ვეტერინარული სისტემური ანტიბაქტერიული პრეპარატი

 

შემადგენლობა:

ეკოპენის საინექციო სუსპენზია არის მოყვითალო-თეთრი საინექციო სუსპენზია, რომელიც შეიცავს 200 მგ ბენზილპენიცილინ პროკაინს და 250 მგ დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატს 1 მლ-ზე.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ATC. ვეტერინარული კოდი: QJ01RA01

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური ანტიბაქტერიული საშუალება

 

ფარმაკოდინამიკური თვისებები

პენიცილინი G არის ბეტა-ლაქტამური ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელიც შეიცავს თიაზოლიდინს და ბეტა-ლაქტამურ რგოლებს. ბეტა-ლაქტამები მოქმედებენ ბაქტერიული უჯრედის კედლის განვითარებისა და პეპტიდოგლიკანის სინთეზის ინჰიბირებით მგრძნობიარე გრამდადებით ბაქტერიების საბოლოო განვითარების ეტაპზე. ის აინჰიბირებს ტრანსპეპტიდაზას ენზიმს. მას გააჩნია ბაქტერიციდული ეფექტი და იწვევს განვითარებადი უჯრედების ლიზისს.

დიჰიდროსტრეპტომიცინი წარმოადგენს ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკს, რომელიც ეფექტურია გრამუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. ის მოქმედებს ბაქტერიული რიბოსომების 30S ქვეერთეულის რეცეპტორებთან შეკავშირებით. შედეგად, mRNA-ს კოდები არასწორად იკითხება და ვითარდება ბაქტერიოსტაზი. ამინოგლიკოზიდებს ახასიათებთ სინერგიული ეფექტი ბეტა-ლაქტამებზე.

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ინექციის შემდეგ, პროკაინ პენიცილინი სწრაფად შეიწოვება ინიექციის ადგილიდან, პიკური დონეები მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ (1-2 მკგ/მლ ცხენებში, ცხვრებსა და ღორებში, 0.5 მკგ/მლ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში).

პენიცილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ცხვრებსა და ღორებში შეადგენს დაახლოებით 2 საათს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში 5 საათს და ცხენებში 11 საათს.

დიჰიდროსტრეპტომიცინი შეიწოვება მსგავსი სიჩქარით, ღორებსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში პლაზმაში პიკური დონეებით დაახლოებით 23 მკგ/მლ და ცხენებში 15 მკგ/მლ. ნახევარგამოყოფის პერიოდი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარსა და ღორებში შეადგენს დაახლოებით 2 საათს, ხოლო ცხენებში შეადგენს დაახლოებით 4 საათს.

 

ჩვენებები:

პრეპარატი განკუთვნილია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვარში, ცხენებში, ძაღლებსა და კატებში პენიცილინისა და დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ მგრძნობიარე შემდეგი ბაქტერიებით გამოწვეული სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასქესო სისტემის, რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ:

პიოგენური არკანობაქტერიები (Arcanobacterium pyogenes)

ერიზიპელოტრიქს რუზიოპათია (Erysipelothrix rhusiopathiae)

კლებსიელას პნევმონია (Klebsiella pneumonia)

ლისტერია spp. (Listeria spp.)

ჰემოლიზური მანჰემია (Mannheimia haemolytica)

მულტოციდის პასტერელა (Pasteurella multocida)

სტაფილოკოკი spp. (არ გამოიმუშავებს პენიცილინაზას) (Staphylococcus spp. (not producing penicillinase)

სტრეპტოკოკების  spp. (Streptococcus spp.)

სალმონელა spp. (Salmonella spp.)

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. პრეპარატი განკუთვნილია ღრმა კუნთშიდა ინექციისთვის.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, ცხენი: ბენზილპენიცილინ პროკაინი 8 მგ/კგ სხეულის წონაზე  და დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატი 10 მგ/კგ სხეულის წონაზე, დაახლოებით 1 მლ 25 კგ სხეულის წონაზე; მიიღება ყოველდღიურად 3 დღის განმავლობაში.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის საინიექციო ერთი ზონისთვის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა შეადგენს 6 მლ-ს, ცხენებისთვის 15 მლ-ს და ცხვრებისთვის 3 მლ-ს.

კატა, ძაღლი: ბენზილპენიცილინ პროკაინი 8-20 მგ/კგ სხეულის წონაზე და დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატი 10-25 მგ/კგ სხეულის წონაზე, პრაქტიკულად 0.5 მლ 5 კგ სხეულის წონაზე, მიიღება ყოველდღიურად 3-5 დღის განმავლობაში.

 

სამიზნე სახეობებისთვის განკუთვნილი სპეციალური კლინიკური ინფორმაცია და გაფრთხილებები:

პრეპარატი გამმოყენებულ უნდა იქნას განსაკუთრებული სიფრთხილით თირკმლის ან ფუნქციური დარღვევების მქონე ცხოველებში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ გამოიყენება კურდღლებსა და პატარა მღრღნელებში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ამინოგლიკოზიდებს პენიცილინთან შედარებით გააჩნია უფრო ვიწრო უსაფრთხოების ზღვარი. ამ პროდუქტის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ცხოველიდან აღებული ბაქტერიების მგრძნობელობის ტესტირებას. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის აღება შეუძლებელია, თერაპია უნდა ეფუძნებოდეს სამიზნე ბაქტერიების მგრძნობელობის შესახებ ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციას.

 

გამოყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში:

მაკე ცხოველებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ კვლევები არ არსებობს. მაკე ცხოველებში გამოყენება უნდა ხდებოდეს ვეტერინარის მიერ მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის შეფასების საფუძველზე.

 

გვერდითი რეაქციები:

ცხენებში კუნთშიდა ინიექციის შემდეგ ფიქსირდებოდა გარდამავალი ადგილობრივი რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში ფიქსირდებოდა ალერგიული რეაქციები პენიცილინზე, მაგრამ ძალიან იშვიათ შემთხვევებში. პენიცილინზე ალერგიული რეაქციები შეიძლება მერყეობდეს ლოკალიზებული შეშუპებიდან ანაფილაქსიამდე და სიკვდილამდე. განსაკუთრებით კი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს სმენისა და წონასწორობის დაჭერის დარღვევები, ასევე თირკმლის დისფუნქცია. დიჰიდროსტრეპტომიცინის ნეიროკუნთოვანი ბლოკირების ეფექტის გამო შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები და სუნთქვის გაძნელება. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და მკურნალობის გაგრძელება დაფიქსირებული გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით. ამინოგლიკოზიდების ნეიროკუნთოვანი ბლოკირების ეფექტის ნაწილობრივი ნეიტრალიზება შესაძლებელია კალციუმის და ნეოსტიგმინის მიღებით.

 

მედიკამენტების ურთიერთქმედება:

მედიკამენტის გამოყენება არ უნდა განხორციელდეს ისეთ ანტიბიოტიკებთან ერთად, როგორიცაა სხვა სახის ამინოგლიკოზიდები და ტეტრაციკლინები.

სისხლძარღვთა დათრგუნვის რისკის გამო, პრეპარატის გამოყენება არ უნდა განხორციელდეს პენტობარბიტალთან და სხვა ინჰალაციურ ანესთეტიკებთან ერთად.

ოტოტოქსიურობის მომატებული რისკის გამო პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აძლიერებენ ნერვ-კუნთოვან ბლოკადას (მიორელაქსანტები), ასევე შარდმდენებთან ერთად.

პრეპარატის გამოყენება არ უნდა განხორციელდეს ჰეპარინთან, კალციუმის გლუკონატთან, რიბოფლავინთან და ტრიამქინოლონთან ერთად. მისი გამოყენება არ უნდა განხორციელდეს სულფონამიდებთან ერთად, რადგან აღნიშნული ამცირებს პროკაინის ეფექტს.

აღნიშნული პროდუქტის შერევა სხვა პროდუქტებთან დაუშვებელია.

 

დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ანტიდოტი:

დიჰიდროსტრეპტომიცინის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და სუნთქვის გაჩერება ნეიროკუნთოვანი ბლოკადისა და სხვა ეფექტების გამო. პროკაინით მოწამვლამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ჰიპოტენზია და ფსიქოზი. ცხენები ყველაზე მგრძნობიარენი არიან პროკაინის გვერდითი მოვლენების მიმართ. სხვა ცხოველებშიც დაფიქსირდა ნერვული სისტემის სხვა ისეთი დარღვევები, როგორიცაა კუნთების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, დისბალანსი, აგღზნება და კრუნჩხვები.

 

ორგანიზმიდან გამოდენის პერიოდი:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ხორცი და სუბპროდუქტები: 35 დღე.

რძე: 72 საათი (6 წველა).

ცხვარი: ხორცი და სუბპროდუქტები: 35 დღე.

რძე: არ გამოიყენოთ ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხვრებში, რომელთა რძე გამოიყენება ადამიანის საკვებად.

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ ბეტა-ლაქტამების მიმართ მგრძნობიარე ცხოველებს.

 

ზოგადი გაფრთხილებები:

პრეპარატის გამოყენებამდე გაეცანით ინსტრუქციას. მოულოდნელი შედეგების დადგომის შემთხვევაში მიმართეთ ვეტერინარს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომლებიც მიღებულ უნდა იქნას იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული სამკურნალო საშუალების გამოყენება ცხოველებზე:

მოერიდეთ შემთხვევით თვითინიექციას. შემთხვევითი თვითინიექციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პენიცილინმა და ცეფალოსპორინმა შეიძლება გამოიწვიონ ჰიპერმგრძნობელობის (ალერგიული) რეაქციები კანთან კონტაქტის, გადაყლაპვის, ინჰალაციის ან ინიექციის შემთხვევაში. პენიცილინსა და ცეფალოსპორინს შორის არსებობს ჯვარედინი რეაქტიულობა. ალერგიული რეაქციები იშვიათად შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული სახის.

  1. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ მგრძნობელობა ამ სამედიცინო პრეპარატის მიმართ თქვენთვის არ არის რეკომენდებული გქონდეთ შეხება მსგავვს პროდუქტებთან, არ მოახდინოთ ამ პროდუქტის გამოყენება.
  2. პროდუქტის გამოყენებისას მიიღეთ ყველა აუცილებელი უსაფრთხოების ზომა თქვენზე პროდუქტის ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.
  3. იმ შემთხვევაში თუ კონტაქტის შემდეგ გაგივითარდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა კანზე გამონაყარი, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის და აჩვენოთ ეს გაფრთხილება ექიმს. სახის, ტუჩების და თვალების შეშუპება ან სუნთქვის გაძნელება უფრო სერიოზული სიმპტომებია და საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას.

პრეპარატის გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.

 

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, არ გაყინოთ და არ შეინახოთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შენახვის ვადა შეადგენს 24 თვეს პროდუქტის წარმოების დღიდან. შენახვის ვადა პირველადი შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ შეადგენს 28 დღეს.

 

გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების ან მსგავსი პროდუქტების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები:

ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან მისი ნარჩენები უნდა განადგურდეს ფარმაცევტული ნარჩენების განადგურების შესახებ მოქმედი პრაქტიკისა და უტილიზების შესახებ ეროვნული რეგულაციების შესაბამისად.

 

პროდუქტის კომერციული გამოშვების სახეობები:

50 მლ, 100 მლ და 250 მლ მოცულობის II ტიპის ქარვისფერი შუშის ბოთლები, მოთავსებული მუყაოს კოლოფში.

 

გაყიდვის პირობები:

პრეპარატი იყიდება ვეტერინარულ კლინიკებში, პოლიკლინიკებსა და ვეტერინარულ საავადმყოფოებში ვეტერინარის რეცეპტით.

 

საინფორმაციო ფურცლის დამტკიცების თარიღი: 02.02.2023

 

მარკეტინგული ავტორიზაციის ლიცენზიის თარიღის-ნომერი: 22.06.2009-021/066

 

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი: BAVET Ilaç San. Tic. A.S. სტამბოლი ტუზლას ორგანიზებული სამრეწველო ზონა (ITOSB) 12th Street No:8 ტეპეორენი-ტუზლა/სტამბოლი-თურქეთი

წარმოების ადგილი: ARİON ILAÇ SAN. TIC. A.S. სტამბოლი ტუზლას ორგანიზებული სამრეწველო ზონა (ITOSB) 12th street No: 8 ტეპეორენი-ტუზლა/სტამბოლი-თურქეთი

ფასდაკლება