კრიმექტინ პლუსი (CRIMECTIN PLUS) 10/100 მგ/მლ
საინექციო ხსნარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის
ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
თითოეული მილილიტრი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ივერმექტინი (Ivermectin)…………………. 10 მგ
კლორსულონი (Clorsulon)…………………. 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი (Propylene Glycol)
ფორმალური გლიცერინი (Glycerol Formal)
ფარმაცევტული ფორმა
საინიექციო ხსნარი. გამჭვირვალე, ოდნავ ბლანტი ხსნარი,
რომლის ფერი იცვლება უფერულიდან ჩალისფერამდე.
სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პურიტყვი.
გამოყენების ჩვენებები სამიზნის სახეობების მითითებით
პრეპარატი „კრიმექტინ პლუსი“ (Crimectin Plus) რეკომენდებულია შემდეგი პარაზიტული ინვაზიების კონტროლისა (დიაგნოზის
დადასტურების შემდეგ) და მკურნალობისთვის:
კუჭ-ნაწლავის მრგვალი ჭიები
O stertagia ostertagi (ზრდასრულის, L4 და L3 სტადიები, ლარვის სტადიების ჩათვლით)
Ostertagia lyrata (ზრდასრულის და L4 სტადია)
Haemonchus placei (ზრდასრულის, L4 და L3 სტადიები, ლარვის სტადიების ჩათვლით)
Mecistocir rus digitatus (ზრდასრულის სტადია)
Trichostro ngylus axei (ზრდასრულის და L4 სტადიები)
Trichostrongylus columbriformis (ზრდასრულის და L4 სტადიები)
Cooperia spp. (ზრდასრულის, L4 და L3 სტადიები)
Cooperia oncophora (ზრდასრულის და L4 სტადიები)
Cooperia punct ata (ზრდასრულის და L4 სტადიები)
Cooperia pec tinata (ზრდასრულის და L4 სტადიები)
Nematodirus helvetianus (ზრდასრულის სტადია)
Nematodirus spathiger (ზრდასრულის სტადია)
Strongyloides papillosus (ზრდასრულის სტადია)
Bunostomum phlebotomum (ზრდასრულის, L4 და L3 სტადიები)
Toxocara vitulorum (ზრდასრულის, L4 და L3 სტადიები)
Oesophagostomum radiatum (ზრდასრულის, L4 და L3 სტადიები)
Trichuris spp. (ზრდასრულის სტადია)
თვალის ჭიები
Thelazia spp. (ზრდასრულის სტადია)
ფილტვის ჭიები
Dictyocaulus viviparus (ზრდასრულის, L4 სტადიები, ლარვის
სტადიების ჩათვლით)
კანქვეშა პარაზიტები
Hypoderma bovis
Hypoderma lineatum
Dermatobia hominis (ლარვის ყველა სტადია)
მიაზი
Chrysomya bezzia na
Cochilomyia hominivorax
სისხლის წოველა ტილები
Linognathus vituli
Haematopinus eurysternus
Soleno potes capillatus
ტკიპები
Psoroptes ovis
Sarco ptes scabiei
ტკიპები
Ornithodoros savignyi
Boophilus microplus
Boophilus decoloratus (მდგრადია ორგანოფოსფორის ნაერთების, სინთეზური პირეტროიდებისა და ამიდების მიმართ)
ღვიძლის ტრიქომონიაზი
Fasciola hepatica
Fascio la gigantica (ზრდასრული და არაზრდასრული სტადიები).
კრიმექტინ პლუსი (CRIMECTIN PLUS) 10/100 მგ/მლ
საინექციო ხსნარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის
პრეპარატი კრიმექტინ პლუსი (Crimectin Plus), რომელიც ინიშნება რეკომენდებული დოზით 1 მლ/სხეულის წონის 50 კგ-ზე,
რომელიც შემდეგი გზით ახდენს დაცვას რეინფეცირებისგან: Haemonchus placei, Trichostrongyl us axei, Cooperia punctata, Cooperia oncophora და Co operia surnabada რომლითაც შესაძლებელია მოხდეს დაინფიცირება პირველი დამუშავებიდან 14 დღის განმავლობაში; Ostertagia ostertagi და Oesophagostomum radiatum რომლითაც შესაძლებელია მოხდეს დაინფიცირება პირველი დამუშავებიდან 21 დღის განმავლობაში, ხოლო Dyctiocaulus viviparus რომლითაც შესაძლებელია მოხდეს დაინფიცირება პირველი დამუშავებიდან 28 დღის განმავლობაში.
პრეპარატი კრიმექტინ პლუსი (Crimectin Plus) ხელს უშლის Chrysomya bezziana -ს ლარვების შეღწევას. პროდუქტი ეფექტურია 2 დღემდე ასაკის ლარვების წინააღმდეგ. ზრდასრული ლარვები რეზისტენტულნი რჩებიან მკურნალობის შემდეგ 3 ან მეტი დღის განმავლობაში.კრიმექტინ პლუსი (Crimectin Plus) პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია პროფილაქტიკური მიზნებისათვის
დაგეგმილი ისეთი პროცედურების დროს, როგორიცაა კასტრაცია და ყურის მარკირება, ასევე Chrysomya bezziana -ს შეღწევის
თავიდან ასაცილებლად მკურნალობის შემდეგ 14 დღის განმავლობაში.
Chrysomya bezziana -ს ლარვების ჭიპის დონეზე განვითარების პრევენციისათვის, ახალშობილ ხბოებში, კრიმექტინ პლუსი (Crimectin Plus) პრეპარატის შეყვანა უნდა განხორციელდეს დაბადებიდან არაუგვიანეს 24 საათისა. კასტრაციის შემდეგ, ხვად ხბოებს კრიმექტინ პლუსი (Crimectin Plus) პრეპარატის შეყვანა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ყველა ცხოველი, რომელსაც დაბადებისას ან კასტრაციის შემდეგ გაუკეთდა კრიმექტინ პლუსი (Crimectin Plus) პრეპარატი, მათ ყოველდღიურად უნდა უტარდებოდეს დათვალიერება ჭრილობების სრულ შეხორცებამდე. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივი ინსექტიციდი.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ინტრავენურად ან ინტრამუსკულარულად. არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტების ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
სპეციალური გაფრთხილებები თითოეული სამიზნე სახეობისთვის
აუცილებელია გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი უნდა აარიდოთ შემდეგ პრაქტიკებს, რადგან ისინი ზრდიან რეზისტენტობის განვითარების რისკს და საბოლოოდ შეიძლება მკურნალობის წარუმატებლობამდე მიგვიყვანოს: ერთი და იგივე კლასის ანტიჰელმინთური პრეპარატების ძალიან ხშირი და განმეორებითი გამოყენებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. არასაკმარისი დოზირება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხეულის წონის არათანადოდ შეფასებით, პრეპარატის არასწორი მიღებით ან დოზირების მოწყობილობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კალიბრირების არარსებობით. ანტიჰელმინთური პრეპარატების
მიმართ რეზისტენტობის სავარაუდო კლინიკური შემთხვევები დამატებით უნდა იქნას გამოკვლეული შესაბამისი ტესტების გამოყენებით (მაგ., ტესტი განავალში კვერცხების რაოდენობის შემცირებაზე). თუ ტესტის შედეგები ნათლად მიუთითებს კონკრეტული ანტიჰელმინთური პრეპარატის მიმართ რეზისტენტობაზე, ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოყენებულ იქნას სხვა ფარმაკოლოგიური კლასის ანტიჰელმინთური პრეპარატი მოქმედების განსხვავებული მექანიზმით. მაკროციკლური ლაქტონების (მათ შორის ივერმექტინის) მიმართ რეზისტენტობა დაფიქსირდა Cooperia spp .-ში, ევროკავშირში არსებულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და ევროკავშირის
ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა პარაზიტებების მიმართ. ამგვარად, ამ პროდუქტის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ნემატოდების მგრძნობელობის შესახებ ადგილობრივ (რეგიონულ, ფერმერულ) ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციას და რეკომენდაციებს
ანტიჰელმინთური საშუალებების მიმართ რეზისტენტობის შემდგომი განვითარების შეზღუდვის მიზნით.
პრეპარატის ცხოველებში გამოყენებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პოტენციური დისკომფორტის ან ადგილობრივი რეაქციების შემცირების მიზნით 10 მლ-ზე მეტი ოდენობის დოზები უნდა გაიყოს ორ საინექციო ადგილზე. სხვა პარენტერალური მედიკამენტების ერთდროულად მიღების შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას სხვადასხვა საინექციო ადგილები.
პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ სამიზნე სახეობებზე ჩანართი საინფორმაციო ფურცლის ინსტრუქციის შესაბამისად. პრეპარატი შეყვანილ უნდა იქნას მხოლოდ კანქვეშ, მხრის წინა ან უკანა ნაწილში თავისუფლად მოძრავი კანის ქვეშ, ნებისმიერი სტანდარტული ავტომატური მოწყობილობის ან ერთჯერადი საინექციო დოზის გაკეთებაზე დაკალიბრებული
მოწყობილობის გამოყენებით. გამოიყენეთ მხოლოდ მშრალი, სტერილური ნემსი. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომლებიც უნდა დაიცვას იმ პირმა, რომელიც ახორციელებს ვეტერინარულ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებას ცხოველებზე აღნიშნულ პროდუქტთან მუშაობისას დაუშვებელია საკვების მიღება და წყლის დალევა, ასევე როგორც მოწევა. გამოყენების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები. მოერიდეთ პროდუქტის პირდაპირ კონტაქტს კანთან ან თვალებთან. თვალებში მოხვედრის შემთხვევაში, გამოივლეთ წყლის დიდი ოდენობით. გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მოერიდეთ შემთხვევით თვითინექციას: მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება და/ან ტკივილი საინექციო ადგილას.
შემთხვევითი თვითინექციის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ მას შეფუთვის ჩანართი საინფორმაციო ფურცელი ან
ეტიკეტი. გვერდითი რეაქციები (სიხშირე და სიმძიმე) ზოგიერთ ცხოველს პრეპარატის კანქვეშა ინიექციის შემდეგ უვლინდება დროებითი გარდამავალი დისკომფორტი. იშვიათ შემთხვევებში, ინიექციის ადგილას დაფიქსირდებოდა მსუბუქი ანთებითი რეაქცია, რომელიც თავისით ქრება მკურნალობის გარეშე. გამოყენება მაკეობის, ლაქტაციის პერიოდის ან კვერცხდების დროს რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას პრეპარატი გავლენას არ ახდენს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სახორცე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში, მაგრამ პრეპარატით დამუშავებული ცხოველებისგან მიღებული რძის პროდუქტის გამოყენება დაუშვებელია ადამიანის მოხმარებისთვის. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და
ურთიერთქმედების სხვა ფორმები: ცნობილი არ არის. გამოსაყენებელი მოცულობები და მიღების გზები რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 მლ/სხეულის წონის ყოველ 50 კგ-ზე (200 მკგ ივერმექტინის პლუს 2 მგ კლორსულონის დოზირების შესაბამისად სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე). პრეპარატი შეყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანქვეშ, მხრის წინა ან უკანა ნაწილის თავისუფლად მოძრავი კანის ქვეშ. გამოსაყენებლად რეკომენდებულია სტერილური 16 კალიბრის (15–20 მმ) ნემსი. 5°C-ზე დაბალ ტემპერატურის პრეპარატის
შეყვანა შეიძლება გართულდეს მისი გაზრდილი სიბლანტის გამო. თავად პრეპარატისა და საინიექციო აღჭურვილობის დაახლოებით
15°C-მდე გათბობა გააადვილებს შეყვანის პროცესს. სწორი დოზის შეყვანის უზრუნველსაყოფად, სხეულის წონა უნდა განისაზღვროს
რაც შეიძლება ზუსტად და უნდა შემოწმდეს დოზირების მოწყობილობის სიზუსტე. მკურნალობის პროგრამა Hypoderma spp.-ის გავრცელების რეგიონებში. ივერმექტინი (Ivermectin) ეფექტურია Hypo derma spp -ის ყველა სტადიის ლარვის წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მკურნალობა მალე უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ლარვების გამრავლების დასრულების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ივერმექტინთან (Ivermectin) არ არის კავშირში, H ypoderma -ს ლარვების სიკვდილმა სასიცოცხლო ზონებში მიგრაციის დროს შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რეაქციები პარაზიტების მქონე ცხოველებში. მაგალითად, Hypoderma lineatum -ის ლარვების სიკვდილმა საყლაპავის ქსოვილებში შეიძლება გამოიწვიოს კუჭის გაფართოება ან
ნაწლავის გადახლართვა. Hypoderma bovis -ის ლარვების სიკვდილმა ხერხემლის გავლით მიგრაციის დროს შეიძლება
გამოიწვიოს დამბლა. შესაბამისად, მკურნალობის ჩატარება უნდა დაიწყოს ლარვების მიგრაციის ეტაპამდე ან მისი დასრულების შემდეგ. ბუზების მასობრივი გავრცელების სეზონის დასრულების შემდეგ (სექტემბერში), პირუტყვის განმეორებითი დამუშავება ივერმექტინით შეიძლება განხორციელდეს ზამთარში შინაგანი პარაზიტების, ტკიპებისა და ტილების წინააღმდეგ, ასევე Hypoderma ლარვების განადგურების მიზნით.
დოზის გადაჭარბება (სიმპტომები, გადაუდებელი ზომები, ანტიდოტები), საჭიროების შემთხვევაში
უსაფრთხოების კვლევებმა აჩვენა უსაფრთხოების მაღალი დონე.
კრიმექტინ პლუსის (Crimectin Plus) 25 მლ დოზით სხეულის წონის
ყოველ 50 კგ-ზე შეყვანამ გამოიწვია საინიექციო ადგილის
დაზიანება (ქსოვილების ნეკროზი, შეშუპება, ფიბროზი და
ანთება). პრეპარატთან დაკავშირებული სხვა გვერდითი რეაქციები
არ გამოვლენილა.
ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი
ხორცი და სუბპროდუქტები: 66 დღე
რძე: არ არის ნებადართული ადამიანის მოხმარებისთვის რძის
პროდუქტების მწარმოებელ ცხოველებზე გამოსაყენებლად.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ენდექტოციდები (endectocides), ავერმექტინები (avermectins), ივერმექტინის კომბინაციები
(ivermectin combinations).
ATCvet კოდი: QP54AA51.
ფარმაცევტული მახასიათებლები
შეუთავსებლობა: თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო, არ უნდა განხორციელდეს აღნიშნული ვეტერინარული სამკურნალო საშუალების შერევა სხვა ვეტერინარულ სამკურნალო პრეპარატებთან.
შენახვის ვადა
ვეტერინარული სამკურნალო საშუალების შენახვის ვადა საცალო შეფუთვაში: 2 წელი.
შენახვის ვადა პირველადი შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 28 დღე.
პრეპარატის შენახვასთან დაკავშირებული განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში. დაიცავით გაყინვისგან. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ მშრალ ადგილას. მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო საშუალებების ან ასეთი პროდუქტების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების უტილიზებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები.
ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული პრეპარატების ან მათი ნარჩენების უტილიზება უნდა განხორციელდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი
CRIDA PHARM S.R.L.
Str. Intrarea Vagonetului, Nr. 2, Bloc 101, Ap. 47, Parter, სექტორი 6,
ბუქარესტი, რუმინეთი.
ტელ./ფაქსი: +4021 4304399
ელ.ფოსტა: office@cridapharm.ro