ვეტერინარული პრეპარატი „დაფლორი“
ანოტაცია
სავაჭრო დასახელება
დაფლორი
DAFLOR
წამლის ფორმა
პერორალური ფხვნილი
აღწერა
თეთრი ან მოყვითალო ფერის ფხვნილი.
შემადგენლობა
1000 მგ ფხვნილი შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: ფლორფენიკოლი 500 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.
ATC vet code: QJ01BA90
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ფლორფენიკოლი წარმოადგენს თიამფენიკოლის ჯგუფის სინთეზური ბაქტერიოსტატიკურ ანტიბიოტიკს. ფლორფენიკოლი უკავშირდება მგრძნობიარე ბაქტერიების რიბოსომულ ქვეერთეულებს და აფერხებს ცილის სინთეზს. აჩერებს პეპტიდილის მეტაბოლიზმს და ამით ხელს უშლის ამინომჟავების ჩაშენებას პეპტიდურ ჯაჭვში.
ფლორფენიკოლი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში. ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდით და ნაწილობრივ ფეკალიებთან ერთად, როგორც უცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით.
ფლორფენიკოლი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით და ეფექტურია Bacillus sp., Corynebacterium sp., Erysipelothrix rhusiopathiae, Listeria monocytogenes, Streptococcus sp., Flavobacter sp., Cytophaga sp., Vibrio sp., Flexibacter sp., Pseudomonas sp., Aeromonas sp., Actinobacilus sp., Bordetella sp., Francisella tularensis, Haemophilus sp., Pasteurella multocida, Yersinia sp., Campilobacter fetus, Borrrlia sp., Ve Leptospira sp., Actinomices sp., Fusobacterium sp., Mycoplasma sp., Chlamydia sp., Escherichia sp., Cooxiella burnetti, Anaplasmas მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ.
ჩვენება
პრეპარატი განკუთვნილია ფლორფენიკოლის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სასუნთქი სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ინფექციების დროს ღორსა და შინაურ ფრინველში.
მიღების წესი და დოზირება
„დაფლორი“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პეროლალურად სასმელ წყალთან ერთად
ღორი - პრეპარატის 1 გ იხსნება 5 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 3 დღე;
შინაურ ფრინველი - პრეპარატის 1 გ იხსნება 5 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 5 დღე;
ყოველდღე უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი.
პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში და მაკე ცხოველებში
უკუჩვენებები
არ გამოიყენება ფლორფენიკოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას.
არ გამოიყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლებები
ზოგიერთ შემთხვევაში ან დოზირების რეჟიმის დარღვევის დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი - 6 დღე
შენახვის პირობები
ინახება ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
1000 გ პერორალური ფხვნილი მოთავსებული თეთრი ფერის პოლიეთილენის კონტეინერში დახურული ალუმინის ფოლგითა და თეთრი ფერის პოლიეთილენის თავსახურით.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა
საქართველო
მწარმოებელი კომპანია
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.