invet.ge

ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

სიმპარიკა, 5 მგ, ძაღლებისთვის (1.3–2.5 კგ) 1 ტაბლეტი

₾18.00
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : სიმპარიკა
პროდუქტის ტიპი : ანტიპარაზიტული საშუალებები
პროდუქტის ფორმა : აბი
კოდი : 44408

სისტემური მოქმედების ექტოპარაზიტიციდი ძაღლებისთვის

უზრუნველყოფს რწყილებისა და ტკიპების წინააღმდეგ ეფექტურობას 5 კვირის განმავლობაში.

შემადგენლობა. მოქმედი ნივთიერება: საროლანერი (sarolaner).

პრეპარატი წარმოდგენილია საღეჭი ტაბლეტის სახით, სხვადასხვა დოზირებით, ძაღლის სხეულის მასის შესაბამისად:

ძაღლი 1.3-2.5 კგ- 5 მგ

ძაღლი 2.5-5 კგ- 10მგ

ძაღლი 5-10 კგ - 20მგ

ძაღლი 10-20 კგ- 40მგ

ძაღლი 20-40 კგ- 80მგ

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ძაღლებში.

თერაპიული ჩვენებები

პრეპარატი მოქმედებს ზრდასრულ რწყილებზე და ახალი ინვაზიის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ სწრაფ განადგურებას. რწყილების განადგურება ხდება კვერცხდების დაწყებამდე, რაც ხელს უწყობს ცხოველზე რწყილების პოპულაციის კონტროლს.

საროლანერი ეფექტურია რწყილების, მათ შორის Ctenocephalides felis და Ctenocephalides canis-ის და სხვადასხვა სახეობის ტკიპებით ინვაზიის დროს.

პრეპარატი გამოიყენება ძაღლებში სარკოპტოზის (Sarcoptes scabiei var. canis), დემოდეკოზის (Demodex canis) და ოტოდეკოზის (Otodectes cynotis) სამკურნალოდ.

მოქმედების მექანიზმი

საროლანერი წარმოადგენს იზოქსაზოლინების ჯგუფის ინსექტიციდურ და აკარიციდულ საშუალებას. მისი მოქმედება დაკავშირებულია  პარაზიტის ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევასთან და იწვევს მის სიკვდილს.

საროლანერი ხასიათდება პარაზიტების მიმართ მაღალი სელექტიურობით.

უკუჩვენებები-არ გამოიყენება მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

იზოქსაზოლინების ჯგუფის პრეპარატების გამოყენებისას ძალიან იშვიათად შესაძლებელია ნევროლოგიური დარღვევები, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კრუნჩხვების ან ნევროლოგიური დარღვევების ანამნეზის მქონე ცხოველებში.

გვერდითი რეაქციები

შესაძლებელია ძირითადად მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის გვერდითი რეაქციები:

კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიცაა ღებინება ან დიარეა, აგრეთვე ლეთარგია, მადის დაქვეითება ან სხვა გარდამავალი კლინიკური ნიშნები.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ნევროლოგიური ნიშნები, მათ შორის კანკალი, ატაქსია ან კრუნჩხვები.

გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში რეკომენდებულია ვეტერინარის კონსულტაცია.

გესტაციისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა განხორციელდეს ვეტერინარის გადაწყვეტილებით

სხვა ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ გამოვლენილა

შენახვის პირობები

ინახება:

ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

ფასდაკლება