ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

ატავეტი 500 ws

₾18.70
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : სულფანილამიდი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 43026

 Atavet 500 WS ფხვნილი

დავათი, საქართველო

კომპლექსური ანტიბაქტერიული პრეპარატი პერორალური გამოყენებისათვის

 

 

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1გრ. შეიცავს:

სულფამეთოქსაზოლი............................................................................................................... 400 მგ.

ტრიმეტოპრიმი ........................................................................................................................... 100 მგ.

 

დახასიათება:

ატავეტი 500-ში შემავალი მოქმედი ნივთიერებები:სულფამეთოქსაზოლი და ტრიმეტოპრიმი ბაქტერიოსტატიკურად მოქმედებს გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებზე, გააჩნია ძლიერი გამოხატული სინერგიული მოქმედება.

 

ჩვენებები:

ატავეტი 500 WS-ში გამოიყენება ყველა სახის შინაური ცხოველისა და ფრინველთათვის, სულფამეტოქსაზოლისა და ტრიმეტოპრიმისადმი მგძნობიარე მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ: ზედა და ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებები, ვირუსული დაავადებების დროს მეორადი ინფექციები, კანის ინფექციები, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვში, ღორსა და ფრინველში – დიარეა, კოლისეპტიცემია, სტრეპტოკოკებით გამოწვეული პოლიართრიტი, სალმონელოზი, პასტერელოზი, პნევმონია, სტაფილოკოკებით გამოწვეული აბსცესი, ატროფიული რინიტი, ტოქსოპლაზმოზი, ჰემოფილოზური პლევროპნევმონია, წითელი ქარი, კოკციდიოზი, მიკოპლაზმოზი.

 

მიღების წესი და დოზირება:

ცხვარი, თხა, ხბო: ......................... 5გრ. 100კგ. ცოცხალ წონაზე 2-ჯერ დღეში 4-6 დღე.
ფრინველი, ღორი: ............................ 100გრ. 150-200 ლიტრ სასმელ წყალში 4-6 დღე.

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 7 დღე.

 

უკუჩვენებები:

მაკეობა, ლაქტაცია, პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატის მიცემა არ შეიძლება სისხლმბადი ორგანოების, ღვიძლის და თირკმელების დაავადების დროს.

 

შეფუთვა:

10გრ. და 250გრ. შემცველობის ფოლგის პაკეტი.

 

შენახვის პირობები:

ინახება მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 20˚C ტემპერატურაზე.

ფასდაკლება