ატაკოლი - Atacol
დავათი, საქართველო
ორალური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება
სავაჭრო დასახელება
ატაკოლი
ATACOLI
წამლის ფორმა
პერორალური ხსნარი
აღწერა
მოყვითალო-მოყავისფრო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება
Colistin
შემადგენლობა
პრეპარატი 1 მლ შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: კოლისტინის სულფატი 110 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.
ATC vet code: QJ01XB01
ფარმაკოლოგიური მოქმედება
კოლისტინის სულფატი მიეკუთვნება პოლიმიქსინის ჯგუფის ანტიბიოტიკს. ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Escherichia coli, Klebsiella spp., Salmonella spp., Pasteurella spp., Shigella spp., Pseudomonas aeruginosa. კოლისტინის სულფატი უკავშირდება ციტოპლაზმური მემბრანის ფოსპოლიპიდებს, ზრდის უჯრედულ მემბრანის გამტარიანობის, როგორც უჯრედშიდა, ისე უჯრედგარე კომპონენტების მიმართ, ირღვევა მეტაბოლიზმი და შედეგად ხდება მიკროორგანიზმების უჯრედების ლიზისი.
პერორალური მიღებისას კოლისტინის სულფატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიში, რითაც იქმნება კოლისტინის მაღალი ანტიბაქტერიული კონცენტრაცია ნაწლავში. ორგანიზმიდან თითქმის მთლიანად გამოიყოფა ფეკალიებთან ერთად.
ჩვენება
„ატაკოილი“ გამოიყენება კოლისტინის სულფატის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების Escherichia coli, Shigella spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Pasteurella spp., Pseudomonas aeruginosa მიერ გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ინფექციური დაავადებებისას ხბოში, შინაურ ფრინველში, ღორში, ცხვარსა და თხაში.
მიღების წესი და დოზირება
„ატაკოლი“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პეროლალურად სასმელ წყალთან ერთად.
ხბო, ცხვარი, თხა - პრეპარატის 1 მლ 40 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ორჯერ 5 – 7 დღის განმავლობაში;
შინაური ფრინველი, ღორი - პრეპარატის 1 მლ იხსნება 2 – 4 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 5 – 7 დღე.
ყოველდღიურად უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი. დაუშვებელია წინა დღეს მომზადებული წყალხსნარის გამოყენება.
გვერდითი მოვლენები
შეიძლება გამოიწვიოს დისბაქტერიოზი, გაზების დაგროვება და მსუბუქი დიარეა.
უკუჩვენება
პრეპარატი „ატაკოლი“ არ გამოიყენება
- კვერცხმდებელ შინაურ ფრინველებში;
- კოლისტინის სულფატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
- თირკმელების მძიმე დაავადებების დროს.
მოცდის პერიოდი:
ხორცი - 7 დღე
რძე - 3 დღე
შენახვის პირობები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა
1000 მლ ხსნარი მოთავსებული თეთრი ფერის პოლიმერულ ბოთლში
ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა
საქართველო
მწარმოებელი კომპანია
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.