Dadoxin 500 ws
დავათი, საქართველო
ანტიბიოტიკი პერორალური გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 გრ შეიცავს:
დოქსიციკლინ ჰიკლატი .................................................................................................. 500 მგ.
დახასიათება:
დოქსიციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკს. გააჩნია ბაქტერიოსტატიკური მოქმედება გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა: ბორდეტელა, კამპილობაქტერია, ნაწლავის ჩხირი, ჰემოგლობინოფილური ბაქტერიები, პასტერელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი. დოქსიციკლინი ასევე მოქმედებს ქლამიდიების, მიკოპლაზმების და რიკეტსიების წინააღმდეგ. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ბაქტერიული ცილის სინთეზის დათრგუნვაში. განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი გზების ინფექციების დროს.
ჩვენებები:
გამოიყენება სასუნთქი გზების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების სამკურნალოდ დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების დროს, როგორიცაა: (Bordetella, E.Coli, Campilobacter, Haemophilus, Pasteurella, Salmonella, Staphylococcus, Streptococcus, Chlamidia, Mycoplasma, Rickettsia).
მიღების წესი და დოზირება:
პერორალური გამოყენებისათვის სასმელ წყალთან ერთად.
ხბო, ცხვარი და თხა:..................................... 1გრ 100კგ. წონაზე 2-ჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში.
ფრინველი და ღორი: ...............................100გრ. 500 -1000 ლ. სასმელ წყალში 3-5 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება დოქსაციკლინისადმი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. აქტიური მიკრობიოლოგიური მონელების დროს, თირკმელების უკმარისობის დროს, არ ენიშნება პარალელურად ქინოლონებთან, ცეფალოსპორინებთან, ციკლოსერინებთან ერთად.
მოცდის პერიოდი:
ხორცი:
ხბო, ცხვარი, თხა: 14 დღე.
ღორი: 8 დღე.
ფრინველი: 7 დღე.
შეფუთვა:
10 გრ
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას.