ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ენროფლოქსაცინი 10%

₾31.00
მიმართულება : მეფრინველეობა
მეღორეობა
მეცხვარეობა
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 43032

ვეტერინარული პრეპარატი „ენროფლოქსაცინი 10 %“

ანოტაცია

 

სავაჭრო დასახელება:

ენროფლოქსაცინი 10 %

ENROFLOXACIN 10 %

 

წამლის ფორმა:

პერორალური ხსნარი

 

აღწერა:

უფერო ან მოყვითალო ფერის გამჭვირვალე ხსნარი.

 

შემადგენლობა:

პრეპარატი 1 მლ შეიცავს

აქტიური სუბსტანცია:    ენროფლოქსაცინი       100 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.

ATC vet code: QJ01MA90

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

“ნროფლოქსაცინი 10%” მიეკუთვნება ფტორქინოლონების ჯგუფს და ავლენს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული და ანტიმიკოპლაზმური მოქმედებას. აფერხებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების ზრდას და განვითარებას, მათ შორის E. coli, Haemophilus spp., Pasteurella spp., Campylobacter spp., Salmonela spp. და Mycoplasma spp.

ენროფლოქსაცინი სწრაფად და კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 6 საათის განმავლობაში, თერაპიული კონცენტრაცია კი 24 საათი გრძელდება.

ენროფლოქსაცინი განიცდის ნაწილობრივ ბიოტრანსფორმაციას - გარდაიქმნება ციპროფლოქსაცინად. ფტორქინოლონები ძირითადად უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით და ნაღველით.

ბაქტერიების რეზისტენტობა ენროფლოქსაცინის მიმართ შედარებით ნელა ვითარდება, რადგან ენროფლოქსაცინის ანტიმიკრობული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ გირაზას აქტივობის ინჰიბირებასთან, რომელიც გავლენას ახდენს ბაქტერიული უჯრედის ბირთვში დნმ-ის სპირალის რეპლიკაციაზე.

 

ჩვენება:

„ენროფლოქსანი 10 %“ გამოიყენება ფტორქინოლონების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის, სასუნთქსი სისტემის, საშარდე სისტემის დაავადებების სამკურნალოდ  ხბოში, ბატკაში, ციკანში, ღორში და შინაურ ფრინველში;

 

მიღების  წესი და დოზირება:

„ენროფლოქსაცინი 10 %“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პეროლალურად სასმელ წყალთან ერთად.

ხბო, ბატკანი, ციკანი  -    პრეპარატის 10 მლ 75 - 150 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ორჯერ  3 – 5 დღის განმავლობაში;

ღორი  - პრეპარატის 1 ლ იხსნება 1000 – 3000 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 3 – 5 დღე.

შინაური ფრინველი - პრეპარატის 1 ლ იხსნება 1500 – 2000 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 3 – 5 დღე.

ყოველდღიურად უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი. დაუშვებელია წინა დღეს მომზადებული წყალხსნარის გამოყენება.

პრეპარატის არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში.

 

უკუჩვენება:

პრეპარატი „ენროფლოქსაცინი 10 %“ არ გამოიყენება

  • კვერცხმდებელ შინაურ ფრინველებში;
  • ენროფლოსაცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;
  • თირკმელების და/ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს;
  • მალეობისა და ლაქტაციის პერიოდში
  • ტეტრაციკლინთან, ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან და ლინკოზამიდებთან კომბინაციაში.

 

ლოდინის პერიოდი:

ხორცი - 12 დღე

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

 

გამოშვების ფორმა:

1000  მლ პეროორალური ხსნარი მოთავსებული პოლიეთილენის ბოთლში დახურული ალუმინის ფოლგითა და ხრახნიანი თავსახურით

 

ვარგისიანობის ვადა:

2   წელი.

 

მწარმოებელი ქვეყანა:

საქართველო

 

მწარმოებელი კომპანია:

შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

ფასდაკლება