Intertrim LA
Interchemie ,ნიდერლანდები
ანტიბიოტიკი საინექციო გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
ხსნარის თითოეული მლ შეიცავს:
სულფადოქსინი.........................………………………………...…200 მგ.
ტრიმეთოპრიმი…............………...........….....…………………….40 მგ.
სამიზნე ცხოველები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო, ცხვარი, თხა და ღორი.
ჩვენებები:
პირუტყვში, ხბოში, ცხვარში, თხასა და ღორებში განვითარებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდგამომყოფი სისტემის და რესპირატორული ინფექციები გამოწვეული ტრიმეტოპრიმისა და სულფადოქსინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით, როგორიცაა E. coli, Haemophilus spp., Pasteurella spp., Salmonella spp., Staphylococcus spp. and Streptococcus spp.
დოზირება:
კუნთში შეყვანისთვის.
1 მლ 10-15 კგ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტრიმეტოპრიმის და/ან სულფანილამიდების მიმართ.
თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა ან სისხლის დისკრაზიით
გვერდითი მოვლენები:
ანემია, ლეიკოპენია, თრობმოციტოპენია.
მოცდის პერიოდი:
ხორცი: 10დღე.
რძე: 3 დღე.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას
არ გამოიყენოთ ტრიმეტოპრიმის და/ან სულფანილამიდების მიმართ ჰიპერმგტძნობელობის დროს.
არ გამოიყენოთ თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის ან სისხლის დისკრაზის დროს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის ვადა არის წარმოებიდან 3 წელი, როდესაც ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (15 - 25 °C).
გახსნის შემდეგ პრეპარატი უნდა ინახებოდეს მაცივარში (2 - 8 °C) და გაიხარჯოს გახსნიდან 2 კვირის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:
100 მლ პრეპარატი II ტიპის მინის ბოთლში, რომელსაც ახლავს ანოტაცია.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი: სულფონამიდების და ტრიმეტოპრიმის კომბინაციები.
ATC ვეტერინარული კოდი:
QJ01EW13
მწარმოებელი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherland
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;