Intertrim 480 Oral
Interchemie,ნიდერლანდები
ანტიბაქტერიული პრეპარატი ორალური გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
თითოეული მლ შეიცავს:
სულფადიაზინი.............................................................400 მგ.
ტრიმეტოპრიმი................................................................80 მგ.
სამიზნე სახეობები: ხბო, თხა, ცხვარი, ღორი და ფრინველი.
ჩვენებები:
ხბოს, თხის, ცხვრის, ღორის და ფრინველის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და რესპირატორული სისტემის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ტრიმეტოპრიმისა და სულფადიაზინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა E.Coli, ჰემოფილუსი, პასტერელა, სალმონელა, სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი.
დოზირება:
პერორალური გამოყენებისათვის; გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
ხბო, თხა და ცხვარი: დღეში ორჯერ, 5 მლ სხეულის წონის ყოველ 100 კგ-ზე, 4-7 დღის
განმავლობაში.
ფრინველი და ღორი: 1 ლიტრი სასმელი წყლის 1500-2500 ლიტრზე, 4-7 დღის განმავლობაში.
სამკურნალო სასმელი წყალი უნდა მომზადდეს მხოლოდ ყოველდღიური მოთხოვნილების დასაფარად.
სამკურნალო სასმელი წყალი უნდა განახლდეს ან შეიცვალოს ყოველ 24 საათში.
შენიშვნა:
მხოლოდ იმ ხბოს, ბატკნებისა ციკნებისათვის, რომლებიც რძით იკვებებიან.
წინააღმდეგჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტრიმეტოპრიმის და/ან სულფანილამიდების მიმართ.
თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის ან სისხლის დისკრაზიის მქონე ცხოველებში შეყვანა.
გვერდითი მოვლენები:
სულფონამიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა იშვიათია, თუმცა ეს პოტენციურ არასასურველ ეფექტად რჩება.
უხსნადი სულფონამიდის ნალექით გამოწვეული კრისტალურია არის თეორიული რისკი, თუმცა იშვიათად არის აღწერილი. კრისტალურიის სიმპტომების გამოვლენისას (ჰემატურია, თირკმლის კოლიკა), დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და დაინიშნოს მაგალითად ნატრიუმის კარბონატი (ტუტეები), შარდში სულფადიაზინის ხსნადობის გაზრდის მიზნით. ხანგრძლივი მიღება ასევე ზრდის სისხლის დისკრაზიის რისკს.
ანემია, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია.
მოცდის პერიოდი:
ხორცისთვის:
ხბო, თხა, ცხვარი და ღორი : 8 დღე.
ფრინველი : 5 დღე.
არ გამოიყენება მეკვერცხულ ფრინველებში, რომელთა კვერცხიც ადამიანის საკვებად არის განკუთვნილი.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის შერევა სხვა მედიკამენტებთან.
ჭარბმა დოზამ შესაძლოა თირკმელებზე ტოქსიკურად იმოქმედოს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვეტერინარული სამკურნალო საშუალების ვარგისობის ვადა არის დამზადებიდან 3 წელი.
შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ:
2 კვირა
სამკურნალო სასმელი წყლის შენახვის ვადა:
24 საათი.
მჭიდროდ დახურული პრეპარატი უნდა ინახებოდეს 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
1000 მლ სუსპენზია მოთავსებული მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში თავსახურით.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი პროდუქტების ან ნარჩენების
განადგურებასთან დაკავშირებით
ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები. სულფონამიდებისა და ტრიმეტოპრიმის კომბინაციები. ATC
ვეტერინარული კოდი:
QJ01EW10
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands