ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ლიმოქსინი 25 სპრეი 200მლ

₾18.00
მიმართულება : მესაქონლეობა
მეღორეობა
ხბო
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სპრეი
კოდი : 8718692826519

 Limoxin 25 Spray

Interchemie, ნიდერლანდები

ანტიბიოტიკური სპრეი

 

 

 

დასახელება:
ლიმოქსინი-25 სპრეი (Limoxin-25 Spray)

 


ფარმაცეფტული ფორმა:
კანის სპრეი, ხსნარი 200 მლ
ოქსიტეტრაციკლინ ჰიდროქლორიდი...................................................................25.0 მგ/მლ

 


ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოქსიტეტრაციკლინი არის ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი, რომელიც აფერხებს ცილის სინთეზს მგრძნობიარე ბაქტერიებში. უჯრედის შიგნით ის შეუქცევადად ბოჭავს ბაქტერიული რიბოსომის რეცეპტორების 30S სუბერთეულს, სადაც აფერხებს ამინომჟავის გადამტანი რნმ-ის დაკავშირებას მესენჯერი რნმ-ის რიბოსომული კომპლექსის მიმღებ ნაწილთან. ეს ეფექტურად უშლის ხელს ამინომჟავების დამატებას პეპტიდურ ჯაჭვში, რაც საბოლოოდ აფერხებს ცილის სინთეზს.

 


სამიზნე ცხოველები:
მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ხბო, ცხვარი, თხა და ღორი.

 


ჩვენებები:
ლიმოქსინი-25 სპრეი (Limoxin-25 Spray) არის გარეგანი გამოყენების საშუალება კანის, სარძევე ჯირკვლების კერტების, ჩლიქებისა და თათების ინფექციების დროს, რომლებიც ვითარდება მსხვილფეხა რქოსანი საქონელში, ხბოში, ცხვარში, თხასა და ღორში და გამოწვეულია ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, კერძოდ Bordetella, Campylobacter, Chlamydia, E. coli, Haemophilus, Mycoplasma, Pasteurella, Rickettsia, Salmonella, Staphylococcus და Streptococcuse spp.

 


უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტეტრაციკლინების მიმართ.

 


გვერდითი ეფექტები:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

 


განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოყენების დროს:
არ შეასხუროთ თვალებში ან თვალების ირგვლივ.
არ დაწვათ ან გახვრიტოთ სპრეის ქილა.
არ დაუშვათ 50°C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში პროდუქტის გამოყენება. არ არის შესაძლებელი პროდუქტის გამოყენება სხვა გარეგანი მოხმარების პრეპარატებთან კომბინაციაში.

 


გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
შეზღუდვა არ არსებობს.

 


ურთიერთქმედებები:
არ მოახდინოთ ლიმოქსინი-25 სპრეის (Limoxin-25 Spray) კომბინირება სხვა გარეგანი გამოყენების პრეპარატებთან.

 


დოზირების შესახებ რეკომენდაციები და მიღების მეთოდები:
არის გარეგანი გამოყენების საშუალება. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. შესხურებამდე სამკურნალო არე უნდა გასუფთავდეს და ჩლიქები დაიჭრას. პრეპარატის გამოყენებამდე ჭრილობები უნდა გაიწმინდოს. შეასხურეთ რამდენიმე წამის განმავლობაში 15-20 სმ მანძილიდან, ან დაზიანებული არეალის დაფარვამდე, დღეში ერთხელ ან ორჯერ.

 


ჭარბი დოზა:
არ არის რელევანტური აღნიშნული გარე გამოყენების პრეპარატისთვის.

 


სპეციალური გაფრთხილებები:
მოარიდეთ ბავშვებს.
ნარჩენების განკარგვა უნდა მოხდეს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.
არ შეასხუროთ თვალებში ან თვალების ირგვლივ.
არ დაწვათ ან გახვრიტოთ სპრეის ქილა.
არ დაუშვათ 50°C-ზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება. მოარიდეთ პირდაპირ მზის სხივებს.

 


ორგანიზმიდან გამოსვლის დრო:
არ გააჩნია.

 


განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომელიც უნდა იქნას მიღებული იმ პირის მიერ, რომელიც იყენებს პროდუქტს:
სენსიბილიზაციისა და კონტაქტური დერმატიტის შესაძლო განვითარების გამო, გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული კანთან პირდაპირი კონტაქტი.

 


შეუთავსებლობა:
არ არის ცნობილი რაიმე სახის სერიოზული შეუთავსებლობის შესახებ.

 


შენახვის პირობები:
ლიმოქსინი-25 სპრეის (Limoxin-25 Spray) შენახვის ვადაა 3 წელი, ოთახის ტემპერატურისა (15-25°C) და სინათლისგან დაცულ ადგილას შენახვის შემთხვევაში.

 


შეფუთვა:
სპრეის ქილა 200 მლ + საინფორმაციო ფურცელი.

 


მპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

ფასდაკლება