Limoxin 100
Interchemie, ნიდერლანდები
ანტიბიოტიკი პარენტერალური გამოყენებისათვის
რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა თვითოეულ მლ-ზე:
ოქსიტეტრაციკლინი( ჰიდროქლორიდის სახით) 100 მგ
სამიზნე სახეობები:
ხბო, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხა, ცხვარი და ღორი.
ჩვენებები:
ართრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და რესპირატორული ინფექციები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ხბოში, ცხვარში, თხასა და ღორში გამოწვეული ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ბორდეტელას, კამპილობაქტერიის, ქლამიდიის, ნაწლავის ჩხირის, ჰემოფილუსის, მიკოპლაზმის, პასტერელების, რიკეტსიების, სალმონელების, სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების შტამებით.
დოზირება:
ინტრამუსკულარული და კანქვეშა ინექციისათვის.
ზრდასრულ ცხოველებში:
1მლ 10-20 კგ ცოცხ.წონაზე 3-5 დღის განმავლობაში.
ახალგაზრდა ცხოველებში:
2მლ 10-20 კგ ცოცხ.წონაზე 3-5 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ერთ ინექციაზე 20 მლ-ზე მეტი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, 10მლ-ზე მეტი ღორში და 5 მლ-ზე მეტი ხბოში, თხასა და ცხვარში.
უკუჩვენებები:
ტეტრაციკლინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის დროს.
პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ქინოლონებთან და ციკლოსერინთან კომბინაცია.
გვერდითი მოვლენები:
კუნთში შეყვანისას შესაძლოა აღინიშნებოდეს ადგილობრივი რეაქცია, რომელიც ქრება რამდენიმე დღეში. ახალგაზრდა ცხოველებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კბილის ემალის გამუქებას და განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი:
- ხორცი: 12 დღე;
- რძე: 5 დღე.
შენახვის პირობები:
ლიმოქსინ 100-ის შენახვის ვადა არის წარმოებიდან 3 წელი, იმ შემთხვევაში, თუ ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას შეინახეთ ქარხნული შეფუთვა ბნელ ადგილას 15 - 25 °C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ პრეპარატი ინახება მაცივარში (2 – 8 °C) ბნელ ადგილას და უნდა გაიხარჯოს 2 კვირის განმავლობაში.
გაფრთხილებები:
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას!
არ დანიშნოთ ლიმოქსინ-100 რკინის პრეპარატებთან კომბინაციაში.
თავიდან უნდა იქნას აცილებული კანთან პირდაპირი კონტაქტი შესაძლო ალერგიული რეაქციის ან კონტაქტური დერმატიტის განვითარების გამო.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
ტეტრაცილლინები და სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები.
ATC vet Code:
QJ01AA06
შეფუთვის ფორმა:
50 მლ საინექციო ხსნარი მოთავსებული ყავისფერ მინის ფლაკონში ბუთილის საცობითა
და ალუმინის ჩაჩით.
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands