Limoxin 200 LA
Interchemie,ნიდერლანდები
ანტიბიოტიკი პარენტერალური გამოყენებისათვის
ხსნარის თითოეული მლ შეიცავს:
ოქსიტეტრაციკლინი........................................................................200 მგ
სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო, ცხვარი, თხა და ღორი.
ჩვენებები:
პირუტყვში, ხბოში, ცხვარში, თხასა და ღორში განვითარებული ართრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და რესპირატორული ინფექციები რომლებიც გამოწვეული ოქსიტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე შემდეგი მიკროორგანიზმებით: Bordetella spp., Campylobacter spp., Chlamydia spp., E. coli, Haemophilus spp., Mycoplasma spp., Pasteurella spp., Ricketmonephylocp. spp. და Streptococcus spp.
დოზირება:
კუნთში ან კანქვეშა შეყვანისთვის.
1 მლ 10 კგ წონაზე.
საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება განმეორდეს 48 საათის შემდეგ.
ინექციის ერთ ადგილას არ შეიყვანოთ 20 მლ-ზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში, 10 მლ-ზე მეტი ღორებში და 5 მლ-ზე მეტი ხბოში, თხასა და ცხვარში.
წინააღმდეგჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ტეტრაციკლინების მიმართ.
ცხოველებში თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა.
პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ქინოლონების და ციკლოსერინის ერთდროული მიღება.
გვერდითი მოვლენები:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. კუნთში ინექციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი რეაქციები, რომლებიც ქრება რამდენიმე დღეში. კბილების გაუფერულება ახალგაზრდა ცხოველებში და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ტოქსიკოზი.
მოცდის პერიოდი:
ხორცი: 28 დღე
რძე : 7 დღე;
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
ინექციის ერთ ადგილას არ შეიყვანოთ 20 მლ-ზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში, 10 მლ-ზე მეტი ღორებში და 5 მლ-ზე მეტი ხბოში, თხასა და ცხვარში.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ტოქსიკოზი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
Limoxin-200 LA-ს აქვს 3 წლიანი შენახვის ვადა 15 – 25 ºC ტემპერატურაზე შენახვისას. პირველი გახსნის შემდეგ შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას მაცივარში (2 – 8 °C) და გახარჯეთ გახსნიდან 2 კვირის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:
100 მლ საინექციო ხსნარი ყავისფერი II ტიპის მინის ფლაკონში, რეზინის საცობით და დალუქული ალუმინის ჩაჩით ინსტრუქციასთან ერთად.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშულებები, ტეტრაციკლინები;
ATC ვეტერინარული კოდი:
QJ01AA06
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8 5804 CG Venray The Netherlands