ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

პენსტრეპი 400 - 50 ml

₾13.50
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
ხბო
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 8718692823631

 Penstrep 400

Interchemie,ნიდერლანდები

საინექციო სუსპენზია - მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის

 

 

1 მლ სუსპენზიის რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა:
პროკაინ პენიცილინი G………………………………………….200 000 სე
დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატი..................................................200 მგ.

 


სამიზნე სახეობები:
მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო, ცხვარი, თხა და ღორი.

 


ჩვენებები:
ართრიტი, მასტიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, რესპირატორული და საშარდე გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პენიცილინისადმი და დიჰიდროსტრეპტომიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა კამპილობაქტერია, კლოსტრიდია, კორინებაქტერია, ნაწლავის ჩხირი, ერისიპელოტრიქსი, ჰემოფილუსი; კლებსიელა, ლისტერია, პასტეურელა, სალმონელა, სტაფილოკოკის და სტრეპტოკოკის შტამები ხბოში, პირუტყვში, თხაში, ცხვარსა და ღორში.

 


დოზირება:
ინტრამუსკულარული გამოყენებისათვის,.

 


პირუტყვში: 1.0 მლ სხეულის წონის ყოველ 20 კილოგრამზე, 3 დღის განმავლობაში.
ხბო, თხა, ცხვარი და ღორი:1.0 მლ სხეულის წონის ყოველ 10 კილოგრამზე, 3 დღის განმავლობაში.

 


შენიშვნა:

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ, არ გამოიყენოთ 20 მლ-ზე მეტი პირუტყვში, 10 მლ-ზე მეტი ღორში და 5 მლ-ზე მეტი ხბოში, თხასა და ცხვარში თითო ინექციის ადგილას.

 


უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინების, პროკაინის და/ან ამინოგლიკოზიდების მიმართ.
თირკმლის ფუნქციის სერიოზული დარღვევა.
ტეტრაციკლინებთან, ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან და ლინკოსამიდებთან კომბინაცია.

 


გვერდითი მოვლენები:

ხანდახან ლაქტაციისას და სანაშენე მეხორცულ ღორებში გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი პირექსია, ღებინება, კანკალი, უგუნებობა და კოორდინაციის დარღვევა.
ბენზილპენიცილინ-პროკაინის თერაპიული დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს აბორტი ღორებში, ასევე ოტოტოქსიურობა, ნეიროტოქსიურობა ან ნეფროტოქსიკურობა.

 


ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი:
- თირკმელი: 45 დღე
- ხორცი: 21 დღე
- რძე: 3 დღე

 


შენახვის პირობები:
Penstrep-400-ს აქვს 2 წელი შენახვის ვადა სინათლისგან დაცულ და გრილ (8 - 15 °C) ადგილას შენახვის შემთხვევაში. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში (2 - 8 °C) და დაასრულეთ 2 კვირის განმავლობაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 


გაფრთხილებები:
პროკაინის პენიცილინის G პრეპარატებმა შეიძლება ზოგჯერ გამოიწვიოს აბორტი მაკე ღორებში.
პროკაინ პენიცილინი G არ უნდა იქნას გამოყენებული ბაქტერიოსტატიკურ, ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად ამ პრეპარატების მიერ პროკაინი პენიცილინ G ბაქტერიციდული მოქმედების შესაძლო ანტაგონიზმის გამო.

 


გამოშვების ფორმა:
100მლ II ტიპის გამჭვირვალე ფლაკონები ბრომბუთილის რეზინის საცობით და ალუმინის ჩაჩით, მოთავსებული მუყაოს ყუთში.

 


ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
პენიცილინები, სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან კომბინაციები

 


ATC vet code:

QJ01RA01

 


იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი:
ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66

 


მწარმოებელი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8 5804 CG Venray The Netherlands

 

ფასდაკლება