ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

პენსტრეპი 400 LA

₾25.00
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
ხბო
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 8718692823686

 Penstrep 400 LA

Interchemie, ნიდერლანდები

საინექციო ანტიბიოტიკი პარენტერალური გამოყენებისათვის

 

 

პროდუქტის დასახელება:
პენსტრეპ-400 ლა (PENSTREP-400 LA)

 


აღწერილობა:
საინექციო სუსპენზია, 100 მლ.

 


ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 1 გრამზე:
პროკაინ პენიცილინი G..................................................................................................100 000 UI.
ბენზათინ პენიცილინი G...............................................................................................100 000 UI.
დიჰიდროსტრეპტომიცინ სულფატი..................................................................................200 მგ.

 


ფარმაკოლოგიური თვისებები:
პენიცილინი G-სა და დიჰიდროსტრეპტომიცინის კომბინაციისას ხდება მათი ეფექტების კომბინირება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ისინი სინერგიულად მოქმედებენ. პროკაინი და ბენზათინ პენიცილინი G არის ვიწრო სპექტრის პენიცილინები, რომლებიც ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით ისეთი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა Campylobacter spp., Clostridium spp., Corynebacterium spp., Erysipelothrix spp., Haemophilus spp., Listeria spp., Pateurella spp., პენიცილინაზაზე ნეგატიური Staphylococcus spp. და Streptococcus spp.

 


სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხბო, ცხვარი, თხა და ღორი.

 


ჩვენებები:
ართრიტი, მასტიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სასუნთქი და საშარდე გზების ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პენიცილინის და დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ მგრძნობიარე ისეთი მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Campylobacter spp., Clostridium spp., Corynebacterium spp., E.coli, Erysipelothrix spp., Haemophilus spp., Klebsiella spp., Listeria spp., Pasteurella spp., Salmonella spp., Staphylococcus spp. და Streptococcus spp. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ხბოში, ცხვარში, თხასა და ღორში.



უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის, პროკაინის და/ან ამინოგლიკოზიდების მიმართ. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე ცხოველებში. ტეტრაციკლინების, ქლორამფენიკოლის, მაკროლიდებისა და ლინკოზამიდების ერთდროული მიღება.

 


გვერდითი მოვლენები:
იმუნური პასუხის დაქვეითება დაფიქსირდა ღორებში მკვეთრად გადაჭარბებული დოზების (160000 IU ბენზილპენიცილინი/სხეულის მასის კგ-ზე) გამოყენების შემთხვევაში. პროკაინპენიცილინ G-ს თერაპიული დოზების შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მოშლა ღორებში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პროკაინ-პენიცილინის პრეპარატების ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენაა.

 


განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენებისას:
პროდუქტის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ცხოველისგან აღებული ბაქტერიების მგრძნობელობის ტესტს. თუ აღნიშნული შეუძლებელია, მკურნალობა უნდა ეფუძნებოდეს ადგილობრივ ეპიდემიოლოგიურ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად ეფექტის შემცირების თავიდან აცილების მიზნით. არ გამოიყენოთ თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევის მქონე ცხოველებში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.

 


გამოყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პროკაინისა და პენიცილინის პრეპარატებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს აბორტი მაკე ღორებში.

 


ურთიერთქმედება:
ბენზილპენიცილინი არ უნდა იქნას გამოყენებული ბაქტერიოსტატურ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად ამ პრეპარატების ბენზილპენიცილინის ბაქტერიციდული მოქმედების მიმართ შესაძლო ანტაგონიზმის გამო.
დოზირება თითოეული სახეობისთვის, გამოყენების წესი და მეთოდები

ნტრამუსკულარული გამოყენებისათვის.

 

 

ზოგადი ინფორმაცია:

1 მლ სხეულის მასის 10 კგ-ზე, ყოველ 72 საათში ერთხელ.
ვეტერინარის მოსაზრების საფუძველზე პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყოველ 48 საათში ერთხელ
შენიშვნა. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ და არ გამოიყენოთ თითოეულ საინექციო არეში ქვემოთ მოცემულ

 

 

რაოდენობაზე მეტი:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვი 20მლ, ხბო, ცხვრი, თხა 5 მლ და ღორი 10 მლ.

 


ორგანიზმიდან გამოსვლის დრო:
- თირკმელები: 45 დღე
- ხორცი: 30 დღე
- რძე : 5 დღე


შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 


შენახვა:
პენსტრეპ-400 ლა-ს (Penstrep-400 LA) შენახვის ვადაა 2 წელი, ბნელ და გრილ ადგილას (8–15 °C) შენახვის პირობებში. პირველი გახსნის შემდეგ შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას მაცივარში(2-8°C) და გახარჯეთ 2 კვირის განმავლობაში.

 


შეფუთვა:
II ტიპის გამჭვირვალე შუშის 100 მლ ბოთლები, რომელიც დახურულია ბრომბუთილის რეზინის საცობებით და ალუმინის თავსახურით ან ასახსნელი თავსახურით, მოთავსებული მუყაოს კოლოფში საინფორმაციო ფურცელთან ერთად.

 


ATC vet კოდი:

QJ01RA01

 

 

ჯგუფი:

პენიცილინები, კომბინაციები სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან.
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

ფასდაკლება