ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

ტილოზინი

₾3.60
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 43085

 Tylosin ws

დავათი, საქართველო

ანტიბიოტიკი, ფხვნილი პერორალური გამოყენებისათვის

 

 

სავაჭრო დასახელება

ტილოზინი

TYLOSIN

წამლის ფორმა

პერორალური ფხვნილი

აღწერა

თეთრი ან მოყვითალო ფერის, სპეციფიური სუნის ჰიგროსკოპული ფხვნილი. კარგად ისხსნება წყალში და მეთილენ ქლორიდში, ცუდად ეთანოლში, იხსნება მინერალური მჟავების განზავებულ ხსნარებში.

გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება

Tylosin

შემადგენლობა

1 გ ფხვნილი შეიცავს

აქტიური სუბსტანცია:    ტილოზინის ტარტრატი   1000 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.

ATC vet code: QJ01FA90

ფარმაკოლოგიური მოქმედება

ტილოზინი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების და ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით. ანტიმიკრობულ ეფექტს ავლებს როგორც გრმდადებითი, ისე გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. პათოგენური მიკროორგანიზმებში ტილოზინის ტარტრატი აფერხებს ბიოქიმიურ პროცესებს, იწვევს ცილის სინთეზის ინჰიბირებას. პერორარული მიღებისას ტილოზინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის შრატში პრეპარატის თერაპილი კონცენტრაცია რჩება 6 – 8 საათის განმავლობაში. ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, მცირე რაოდენობით ფეკალიებთან ერთდ.

ჩვენება

პრეპარატი განკუთვნილია ბაქტერიების Campylobacteria, Mycoplasma spp., Escherichia coli, Pasteurella spp., Staphiloccus spp, Streptococcus spp. მიერ გამოწვეული სასუნთქი სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ინფექციების დროს ხბოში, ცხვარში, თხაში, ღორსა და ფრინველში.

მიღების  წესი და დოზირება 

„ტილოზინი“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პეროლალურად სასმელ წყალთან ერთად

ხბო, ცხვარი, თხა - პრეპარატის 5 გ 220 – 250 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ორჯერ 3 – 5 დღის განმავლობაში;

ფრინველი  - პრეპარატის 100 გ იხსნება 150 – 200 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა  3 – 5 დღე;

ღორი - პრეპარატის 100 გ იხსნება 300 – 400 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა  5 – 7 დღე;

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში.

არ გამოიყენება ტილოზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

არ გამოიყენება ცეფალოსპორინებთან და სხვა მაკროლიდებთან ერთდ.

გვერდითი მოვლებები

ზოგიერთ შემთხვევაში ან დოზირების რეჟიმის დარღვევის დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რომელიც სპონტანურად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტისთანავე და არ საჭიროებს დამატებით მკურნალობას.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი - 5 დღე

რძე - 3 დღე

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა

200 გ პერორალური ფხვნილი მოთავსებული პოლიმერულ ფლაკონში

ვარგისიანობის ვადა 

3   წელი.

მწარმოებელი ქვეყანა

საქართველო

მწარმოებელი კომპანია

შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

 

ფასდაკლება