ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ცეფტიონელი 50

₾26.00
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 18073

 Ceftionel 50

Interchemie,ნიდერლანდები

საინექციო სუსპენზია - მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის

 

 

შემადგენლობა:
თითოეული მლ შეიცავს:
ცეფტიოფური(ჰიდროქლორიდის სახით)............................................................50 მგ/მლ

 


სამიზნე სახეობები:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ღორი.

 


ჩვენებები:
პირუტყვი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რესპირატორული დაავადება რომელიც გამოწვეულია შემდეგი პათოგენებით-Mannheimia haemolytica, Pasteurella multocida და Histophilus somni (Haemophilus somnus); მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მწვავე ნეკრობაქტერიოზი (ფეხის ლპობა, პოდოდერმატიტი) ასოცირებული Fusobacterium ne-სთან,crophorum და Bacteroides
melaninogenicus-თან; მწვავე მეტრიტი (0-დან 10 დღემდე მოგების შემდგომ პერიოდში) დაკავშირებული ისეთ ბაქტერიულ ორგანიზმებთან, როგორიცაა E.coli, Arcanobacterium pyogenes და Fusobacterium necrophorum.


ღორი: ცეფტიონელ-50 ზეთოვანი სუსპენზია ნაჩვენებია ღორის ბაქტერიული რესპირატორული დაავადების (ღორის ბაქტერიული პნევმონია) სამკურნალოდ/საკონტროლოდ, რომელიც გამოწვეუილია შემდეგი მიკროორგანიზმებით: Actinobacillus (Haemophilus) pleuropneumoniae, Pasteurella multocida, Salmonella choleraesuccusis და Streptococcus suis.

 


დოზირება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
- ბაქტერიული რესპირატორული ინფექციები:
1 მლ 50 კგ წონაზე 3-5 დღის განმავლობაში, კანქვეშ.
- მწვავე ნეკრობაქტერიოზი:
1 მლ 50 კგ წონაზე 3 დღის განმავლობაში, კანქვეშ.
- მწვავე მეტრიტი (მშობიარობიდან 0-10 დღე):
1 მლ 50 კგ წონაზე 5 დღის განმავლობაში, კანქვეშ.


ღორი:
- ბაქტერიული რესპირატორული ინფექციები:
1 მლ 16 კგ წონაზე 3 დღის განმავლობაში, ინტრამუსკულარულად.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ და ინექციის ერთ ადგილას არ შეიყვანოთ 13 მლ-ზე მეტი პირუტყვში და 4 მლ-ზე მეტი ღორებში.

 


წინააღმდეგჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინების და სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა.
ტეტრაციკლინების, ქლორამფენიკოლის, მაკროლიდების, სულფანილამიდების და ლინკოსამიდების ერთდროული მიღება.

 


გვერდითი მოვლენები:
მსუბუქი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ინექციის ადგილზე, რომლებიც ქრება მკურნალობის გარეშე.

 


მოცდის პერიოდი:
ხორცისა და სუბპროდუქტებისთვის:
პირუტყვი: 3 დღე.
ღორი: 4 დღე.
რძე: 0 საათი.

 


განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
არ გამოიყენოთ ცეფალოსპორინების და სხვა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში.
ტეტრაციკლინების, ქლორამფენიკოლის, მაკროლიდების, სულფანილამიდების და ლინკოსამიდების ერთდროული მიღება არ აირ მიზანშეწონილი.
ინექციის ერთ ადგილას არ შეიყვანოთ 13 მლ-ზე მეტი პირუტყვში და 4 მლ-ზე მეტი ღორებში.

 


შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!


ცეფტიონელ-50-ს აქვს 3 წელი შენახვის ვადა სიანთლისგან დაცულ ადგილას, 15 - 25 °C ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში. პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 2 კვირის განმავლობაში.

 


ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

 

ATC ვეტერინარული კოდი:

QJ01DD90

 

 

გამოშვების ფორმა:
100 მლ სუსპენზია ყავისფერ მინის ფლაკონში, რომელიც მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს ყუთში ჩანართი ფურცლით.

 


იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8 5804 CG Venray The Netherlands

 

ფასდაკლება