ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

ალბენდაზოლი 360

₾3.20
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : ანტიჰელმინთური
პროდუქტის ფორმა : აბი
კოდი : 43077

„ალბენდაზოლი 360“

დავათი, საქართველო

ანტიჰელმინთური პრეპარატი  ორალური გამოყენებისათვის

 

 

სავაჭრო დასახელება:

ალბენდაზოლი 360 ALBENDAZOLE 360

გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

Albendazole

წამლის ფორმა:

1500 მგ-იანი პერორალური ტაბლეტი

აღწერა:

მონაცრისფრო ან თეთრი ფერის, მრგვალი, 16 მმ დიამეტრის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, გარსის გარეშე, ცალ მხარეს გამყოფი ჭდით, მეორე მხარეს მწარმოებლის აღნიშვნით.

შემადგენლობა:

  ერთი ტაბლეტი  შეიცავს აქტიურ ნივთიერებას:  ალბენდაზოლი 360 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება.

ATC vet code: QP52AC11 - ალბენდაზოლი

ფარმაკოლოგიური მოქმედება

 ალბენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის კარბამატის წარმოებულს, ახასიათებს ფართო სპექტრის მოქმედება. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვოციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრებისა და სადგომების დაბინძურებას. ალბენდაზოლი  არღვევს ჰელმინთების ნაწლავის არხის უჯრედების მიკროტუბულარული სისტემის აქტიურობას; თრგუნავს მიკროარხების პოლიმერიზაციას, მიკროარხების დაშლით ირღვევა გლუკოზის ტრანსპორტ ირების პროცესი, რაც ჰელმინთების ორგანიზმში იწვევს მიკროტუბულარული აპარატის ფუნქციურ მოშლას, შედეგად ისინი იღუპებიან და ორგანიზმიდან გამოიდევნებიან. ნაწლავური ჰელმინთოზებისას ალბენდაზოლი ეფექტურია ერთჯერადი დოზით, საჭმლის მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა ძლიერდება. 

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღებისას ალბენდაზოლი უკეთესად შეიწოვება სხვა ბენზიმიდაზოლებთან შედარებით და  ვრცელდება  ყველა  ორგანოში. მთავარი მეტაბოლიტები ალბენდაზოლის სულფოქსიდი და ალბენდაზოლის სულფონი სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ორგანიზმში მოხვედრიდან 20 სთ-ის განმავლობაში. მეტაბოლიტების (სულფოქსიდის  ან  სულფონის) ყველაზე მაღალი კონცენტრაცია   შეიმჩნევა  ღვიძლში,  თირკმელებში, კუნთებში და ამ ორგანოებში ნარჩუნდება 13  დღის  განმავლობაში. დოზის დაახლოებით 47% გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი  ნაღვლის ბუშტით მეტაბოლიტების სახით.  

 

 ჩვენება

გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი,  სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტროგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, ჰეტერაკიდოზი), ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი), ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი), ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენები და გართულებები „ალბენდაზოლი 360“-ის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას არ  ვლინდება.

ჭარბი დოზირების სიმპტომები ცხოველებში არ არის გამოვლენილი.

მიღების  წესი და  დოზირება :

პრეპარატი ეძლევა წინასწარი მშიერი დიეტის გარეშე, პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფური მეთოდით. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხვარს, თხას, ცხენს, ვირს, ღორს პრეპარატი ეძლევა ერთჯერადად საკვებთან ერთად.  ფრინველებს  (ქათამი, ინდაური,  იხვი,  ბატი)  საკვებში  შერევით ორჯერადად. 

პრეპარატის ინდივიდუალური მეთოდით გამოყენებისას

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ნემატოდოზების და ცესტოდოზების დროს - 1 ტაბლეტი 50 კგ  ცოცხალ წონაზე. ტრემატოდოზების დროს კი დოზა ორმაგდება 1 ტაბლეტი 25 კგ ცოცხალ  წონაზე.

ცხვარი, თხა - ნემატოდებისას, ცესტოდებისას - 1 ტაბლეტი 70კგ  ცოცხალ წონაზე. ტრემატოდებისას დოზა ორმაგდება 1 ტაბლეტი 35 კგ  ცოცხალ  წონაზე.

ცხენი, ვირი - პარაასკარიოდოზი, ოქსიუროზი, სტრონგილატოზი და სტრონგილოიდოზი  1 ტაბლეტი    50კგ  ცოცხალ  წონაზე

ღორი - ასკარიდოზი, მეტასტრონგილოზი, ეზოფაგოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი, სტრონგილოიდოზი 1 ტაბლეტი 35 კგ  ცოცხალ  წონაზე  საკვებში  შერევით.

ფრინველი (ქათამი, ინდაური,  იხვი,  ბატი) -  ასკარიდოზისას, ჰეტეროკიდოზისას პრეპარატი ინიშნება ჯგუფურად, საკვებში შერეული ზედიზედ, ორი დღის განმავლობაში. დილით 1 ტაბლეტი 25 კგ  ცოცხალ  წონაზე. 

მასიური მკურნალობის დაწყებამდე, ხდება პრეპარატის წინასწარი ტესტირება თითოეული სახეობის ცხოველთა მცირე ჯგუფებში. გართულებების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება  უნდა შეწყდეს  მოცემული სახეობისათვის.

განმეორებითი მკურნალობა დასაშვებია 14 დღის შემდეგ.

 

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება დაუძლურებულ,  დასუსტებულ ცხოველებში.  მწვავე ფასციოლოზის დროს,   მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში მაკეობის პირველ მესამედში, ღორსა და ცხვარში მაკეობის პირველ ნახევარში.

პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ ცხოველის ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებისას  ან/და ალერგიული რეაქციების გამოვლენისას, მისი გამოყენება წყდება.

 მოცდის    პერიოდი

 ხორცი - 12 დღე 

 რძე - 4 დღე

განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები)

ალბენდაზოლთან მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი  წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

დექსამეტაზონთან, პრაზიკვანტელთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციის მომატება.

გამოშვების ფორმა:   

ტაბლეტი №10 ბლისტერზე, ბლისტერი №10 მუყაოს კოლოფში

 შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა  3 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა საქართველო

მწარმოებელი კომპანია შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

 

 

ფასდაკლება