ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ალბენდაზოლი 600

₾13.60
მიმართულება : მეფრინველეობა
მესაქონლეობა
მეღორეობა
მეცხვარეობა
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : ანტიჰელმინთური
პროდუქტის ფორმა : აბი
კოდი : 43012

ვეტერინარული პრეპარატი „ალბენდაზოლი 600“

დავათი,საქართველო

 

სავაჭრო დასახელება:

 ალბენდაზოლი 600

ALBENDAZOLE 600

 

წამლის ფორმა:

1200 მგ-იანი პერორალური ბოლუსი

 

აღწერა:

მწვანე ფერის, მოგრძო ფორმის ბოლუსი, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით, გარსის გარეშე, ცალ მხარეს გამყოფი ჭდით, მეორე მხარეს მწარმოებლის აღნიშვნით.


შემადგენლობა:

ერთი ბოლუსი  შეიცავს

აქტიური სუბსტანცია:          ალბენდაზოლი            600 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰელმინთური საშუალება.

 

ATC vet code: QP52AC11 - ალბენდაზოლი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ალბენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის კარბამატის წარმოებულს, ახასიათებს ფართო სპექტრის მოქმედება. აქტიურია ზრდასრული და ახალგაზრდა ფორმის ნემატოდების, ცესტოდების, ასევე ტრემატოდების მიმართ, აქვს ოვოციდური მოქმედების უნარი, რაც ხელს უშლის საძოვრებისა და სადგომების დაბინძურებას. ალბენდაზოლი  არღვევს ჰელმინთების ნაწლავის არხის უჯრედების მიკროტუბულარული სისტემის აქტიურობას; თრგუნავს მიკროარხების პოლიმერიზაციას, მიკროარხების დაშლით ირღვევა გლუკოზის ტრანსპორტირების პროცესი, რაც ჰელმინთების ორგანიზმში იწვევს მიკროტუბულარული აპარატის ფუნქციურ მოშლას, შედეგად ისინი იღუპებიან და ორგანიზმიდან გამოიდევნებიან. ნაწლავური ჰელმინთოზებისას ალბენდაზოლი ეფექტურია ერთჯერადი დოზით, საჭმლის მიღების შემდეგ მისი ბიოშეღწევადობა ძლიერდება. 

 

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებისას ალბენდაზოლი უკეთესად შეიწოვება სხვა ბენზიმიდაზოლებთან შედარებით და  ვრცელდება  ყველა  ორგანოში. მთავარი მეტაბოლიტები ალბენდაზოლის სულფოქსიდი და ალბენდაზოლის სულფონი სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს ორგანიზმში მოხვედრიდან 20 სთ-ის განმავლობაში. მეტაბოლიტების (სულფოქსიდის  ან  სულფონის) ყველაზე მაღალი კონცენტრაცია   შეიმჩნევა  ღვიძლში,  თირკმელებში, კუნთებში და ამ ორგანოებში ნარჩუნდება 13  დღის  განმავლობაში. დოზის დაახლოებით 47% გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი  ნაღვლის ბუშტით მეტაბოლიტების სახით.  

 

ჩვენება:

გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და შინაური ფრინველების სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი,  სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტროგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, ჰეტერაკიდოზი), ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი), ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი), ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).

 

მიღების  წესი და  დოზირება:

პრეპარატი ეძლევა წინასწარი მშიერი დიეტის გარეშე, პერორალურად. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხვარს, თხას, ცხენს, ვირს, ღორს პრეპარატი ეძლევა ერთჯერადად საკვებთან ერთად.  შინაურ ფრინველებს  (ქათამი, ინდაური,  იხვი,  ბატი)  საკვებში  შერევით ორჯერადად. 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ნემატოდოზების და ცესტოდოზების დროს - 1 ბოლუსი 80 კგ  ცოცხალ წონაზე. ტრემატოდოზების დროს კი დოზა ორმაგდება 1 ბოლუსი 40 კგ ცოცხალ  წონაზე.

ცხვარი, თხა - ნემატოდებისას, ცესტოდებისას - 1 ბოლუსი 120 კგ  ცოცხალ წონაზე. ტრემატოდებისას დოზა ორმაგდება 1 ბოლუსი 60 კგ  ცოცხალ  წონაზე.

ცხენი, ვირი - პარაასკარიოდოზი, ოქსიუროზი, სტრონგილატოზი და სტრონგილოიდოზი     1 ბოლუსი 80 კგ  ცოცხალ  წონაზე

ღორი - ასკარიდოზი, მეტასტრონგილოზი, ეზოფაგოსტომოზი, ტრიქოცეფალოზი, სტრონგილოიდოზი 1 ბოლუსი 60 კგ  ცოცხალ  წონაზე  საკვებში  შერევით.

შინაური ფრინველი (ქათამი, ინდაური,  იხვი,  ბატი) -  ასკარიდოზისას, ჰეტეროკიდოზისას პრეპარატი ინიშნება ჯგუფურად, საკვებში შერეული ზედიზედ, ორი დღის განმავლობაში. დილით 1 ბოლუსი 40 კგ  ცოცხალ  წონაზე.

მასიური მკურნალობის დაწყებამდე, ხდება პრეპარატის წინასწარი ტესტირება თითოეული სახეობის ცხოველთა მცირე ჯგუფებში. გართულებების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება  უნდა შეწყდეს  მოცემული სახეობისათვის.

 

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები და გართულებები „ალბენდაზოლი 600“-ის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას არ  ვლინდება.

ჭარბი დოზირების სიმპტომები ცხოველებში არ არის გამოვლენილი.

 

უკუჩვენებები:

პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში, დაუძლურებულ,  დასუსტებულ ცხოველებში.  მწვავე ფასციოლოზის დროს,   მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში მაკეობის პირველ მესამედში (45 დღის განმავლობაში), ღორსა და ცხვარში მაკეობის პირველ ნახევარში (90  დღის  განმავლობაში).

პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ ცხოველის ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებისას  ან/და ალერგიული რეაქციების გამოვლენისას, მისი გამოყენება წყდება.

 

მოცდის პერიოდი:

 ხორცი - 12 დღე 

 რძე - 4 დღე

 

განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები):

ალბენდაზოლთან მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი  წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

დექსამეტაზონთან, პრაზიკვანტელთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციის მომატება.

 

გამოშვების ფორმა:   

ბოლუსი №100 მოთავსებული პოლიმერული მასალის ფლაკონში

 

შენახვის პირობები:

 ინახება  მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 

3 წელი.

 

მწარმოებელი ქვეყანა:

საქართველო

 

მწარმოებელი კომპანია:

შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

ფასდაკლება