Albenol 100 Oral
Interchemie, ნიდერლანდები
ანტიჰელმინთური სითხე ორალური გამოყენებისათვის
პროდუქტის დასახელება:
ალბენოლ -100 ორალი
აღწერილობა:
1000 მლ სუსპენზია პერორალური გამოყენებისათვის.
თითოეული მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ალბენდაზოლი ........................................................................................................100 მგ.;
კლინიკური ფარმაკოლოგია:
ალბენდაზოლი არის სინთეზური ანტიჰელმინთური საშუალება, რომელიც მიეკუთვნება ბენზიმიდაზოლის ჯგუფს და მოქმედებს პარაზიტების ფართო ჯგუფზე. მაღალი დოზით მოქმედებს ასევე ღვიძლის ფასციოლოზის გამომწვევ ზრდასრულ ფორმებზე.
ჩვენებები:
გამოიყენება ხბოს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, თხების და ცხვრების პარაზიტებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
- კუჭ-ნაწლავის ჭიები:Bunostomum spp., Cooperia spp., Chabertia spp., Haemonchus spp., Nematodirus spp.,Oesophagostomum spp., Ostertagia spp., Strongyloides spp. and Trichostrongylus spp.
- ფილტვის ჭიები: Dictyocaulus viviparus and D. filaria.
- ლენტისებური ჭიები: Ictyocaulus viviparus and D. filaria.
- ღვიძლის ფასციოლა: ზრდასრული Fasciola hepatica.
უკუჩვენებები:
მაკეობის პირველი 45 დღე.
გვერდითი ეფექტები:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
დოზირება:
პერორალური მოხმარებისთვის.
- ხბო და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი:
1 მლ 12 კგ წონაზე.
ღვიძლის ფასციოლის დროს:
1 მლ 10 კგ წონაზე.
- თხა და ცხვარი:
1 მლ 20 კგ წონაზე.
ღვიძლის ფლუკებისთვის:
1 მლ 12 კგ წონაზე.
მოცდის პერიოდი:
- ხორცი : 12 დღე
- რძე: 4 დღე
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის პირობები:
ალბენოლ-100 ორალს გააჩნია 3 წლიანი შენახვის ვადა, ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე(15-25 0C) შენახვის პირობებში. ალბენოლ-100 ორალის გამოყენება შესაძლებელია გახსნის შემდეგ 28 დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე(15-25 0C) ბნელ ადგილას შენახვის შემთხვევაში.
გახსნილი და ნარჩენი პროდუქტის განკარგვა უნდა განხორციელდეს ეროვნული ან რეგიონული რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად.
შეფუთვა:
1000 მლ-იანი პოლიეთილენის ბოთლი.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელის დასახელება და მისამართი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V.
Metaalweg 8, 5804 CG Venray,
ნიდერლანდები
www.interchemie.com, ჰოლანდია