ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ამპროკოქსიდი 500

₾82.50
მიმართულება : მეფრინველეობა
მეცხვარეობა
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : კოქციდიოსტატიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 43030

ვეტერინარული პრეპარატი „ამპროკოქსიდი“
ანოტაცია

 

სავაჭრო დასახელება:
ამპროკოქსიდი

AMPROCOXIDE


წამლის ფორმა:
პერორალური ფხვნილი


აღწერა:
თეთრი ფერის ფხვნილი


შემადგენლობა:
1 გრ ფხვნილი შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: ამპროლიუმის ჰიდროქლორიდი 250 მგ
სულფაქუინოქსალინი 250 მგ
მენადიონი (ვიტამინი K3) 5 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კოქციდიოსტატიკური საშუალება


ATC vet code:

QP51BX52 – ამპროლიუმი, კომბინაციები

 


ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ამპროლიუმის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს კოქციდიოსტატიკურ საშუალებას, რომელიც მოქმედებს Eimeria-ს რიგის უმარტივესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით Eimeria tenella-ს, Eimeria acervulina-ს და Eimeria necatrix-ს წინააღმდეგ. სულფაქუინოქსალინი ქიმიოთერაპიული საშუალებაა, რომელიც ბაქტერიოსტატიკულად მოქმედებს მრავალ გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიაზე, ასევე ახასიათებს კოქციდიოსტატიკური მოქმედება Eimeria-ს რიგის (Eimeria acervulina, Eimeria necatrix, Eimeria maxima, Eimeria brunetti) უმარტივესებზე. ვიტამინი K3 ხელს უწყობს სისხლჩაქცევების შემცირებას წვრილ და ბრმა ნაწლავში.
ამპროლიუმის ჰიდროქლორიდის კოქციდიოსტატიკური მოქმედება განპირობებულია თიამინთან (ვიტამინი В1) ქიმიურ სტრუქტურული მსგავსებით, რომელიც აუცილებელია კოქციდიების ცხოველმყოფელობისათვის. იმის გამო რომ ამპროლიუმის ჰიდროქლორიდს უკეთესი შეღწევადობა ახასიათებს ვიდრე თიამინს, ის ადვილად აღწევს პარაზიტის უჯრედში და იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ნივთიერებათა ცვლაში, შედეგად ხდება ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა და კოქციდიის სიკვდილი.
ფრივნელების და ცხოველების ნაწლავების ლორწოვანი გარსის უჯრედის მემბრანის სტრუქტურა თითქმის გაუვალია ამპროლიუმის ჰიდროქლორიდისთვის, რაც განაპირობებს პრეპარატის არატოქსიკურობას თერაპიული დოზებით გამოყენებისას. ამპროლიუმის ჰიდროქლორიდის ძირითადი ნაწილი (97 %-მდე) გამოიყოფა ორგანიზმიდან ფეკალურ მასებთან ერთად.
პრეპარატი შეთავსებადია ვიტამინებთან და საკვებ დანამატებთან, რომელიც გამოიყენება მეფრინველეობაში და მეცხოველეობაში.

 


ჩვენება:
ამპროკოქსიდი გამოიყენება ყველა სახის კოქციდიოზით გამოწვეული დაავადების მკურნალობისათვის: ხბოში, ცხვარში, თხაში და ფრინველში და პროფილაქტიკური მიზნით ფრინველში.

 


მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი სამიზნე სახეობებს ეძლევა პერორალურად.
ხბო, ცხვარი, თხა - პრეპარატის 1გ 10 კგ ცოცხალ წონაზე, 5 დღის განმავლობაში, სასმელ წყალთან ერთად.
ფრინველი - პრაპარატის 10 გ იხსნება 20 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 5 - 7 დღე.
ფრინველში პროფილაქტიკის მიზნით - პრაპარატის 10 გ იხსნება 40 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 3 - 4 დღის განმავლობაში.

 


გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის დიდი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს კვერცხმდებლობა, ასევე ზრდა-განვითარება.

 


უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ამპროლიუმის ჰიდროქლორიდის, სულფაქუინოქსალინის და შემედგენლობაში არსებული სხვა ნივთიერებების მიმართ.
არ გამოიყენება თირკმელების ან/და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.

 

ლოდინის პერიოდი:

ხორცი 14 დღე
კვერცხი 10 დღე

 


შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე


გამოშვების ფორმა:
500 გ ფხვნილი მოთავსებული ლამინირებული ფოლგის პაკეტში


ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.


მწარმოებელი ქვეყანა:
საქართველო


მწარმოებელი კომპანია:
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

 

ფასდაკლება