Intermectin Super
Interchemie, ნიდერლანდები
ანტიჰელმინთური პრეპარატი ექტო და ენდო პარაზიტების საწინააღმდეგოდ
პროდუქტის დასახელება:
ინტერმექტინი სუპერი (Intermectin Super)
გარეგნული აღწერა: საინექციო ხსნარი.
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 1 მლ–ზე:
ივერმექტინი (Ivermectin) ……………………………………………………………………. 10 მგ.
კლორსულონი (Clorsulon) ………………………………………………………………….. 100 მგ.
კლინიკური ფარმაკოლოგია:
ივერმექტინი (Ivermectin) მიეკუთვნება ავერმექტინების ჯგუფს (მაკროციკლური ლაქტონები) და მოქმედებს ნემატოდებისა და ფეხსახსრიანი პარაზიტების წინააღმდეგ. კლორსულონი წარმოადგენს ბენზოსულფონამიდს, რომელიც, პირველ რიგში, მოქმედებს ღვიძლის ფასციოლას (ბრტყელი ჭიის) დაავადების მოზრდილ სტადიებზე. ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ATC
ვეტერინარული კოდი:
ანტიჰელმინთები/ანტიპარაზიტული საშუალებები ATC vet code:QP54AA51
სამიზნე სახეობები:
მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი
ჩვენებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრგვალი ჭიების (ზრდასრული ჭიები და მეოთხე სტადიის ლარვები) მკურნალობა, ფილტვის ჭიები (ზრდასრული ჭიები და მეოთხე სტადიის ლარვები), ღვიძლის ფასციოლა (Fasciola hepatica და F gigantica; ზრდასრული ჭია), სისხლისმწოველი და კანქვეშა ტკიპები (სკაბიესი) მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და არა–მეძუძურ მერძეულ პირუტყვში.
უკუჩვენებები:
ლაქტაციის გაზაში მყოფ და მაკე ცხოველებში გამოყენება ხბოს მოგებიდან 60 დღის განმავლობაში. ეს პროდუქტი არ არის განკუთვნილი ინტრავენური ან კუნთში გამოყენებისათვის.
გვერდითი მოვლენები:
ივერმექტინის (ivermectin) ნიადაგთან კონტაქტისას იგი ადვილად და მყარად ერევა მას (ნიადაგს) და დროთა განმავლობაში ხდება არააქტიური. თავისუფალმა ივერმექტინმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თევზებსა და წყლის ორგანიზმებზე, რომლითაც თევზები იკვებებიან.
უსაფრთხოების ზომები:
ინტერმექტინი სუპერი (Intermectin Super) შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის მაკეობისა და ლაქტაციის ნებისმიერ ეტაპზე, იმ პირობით, რომ რძე არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის. არ დაუშვათ საკვები ფართიდან წყლის ჩადინება წყაროებში, ტბებსა და აუზებში; არ დაუშვათ წყლის დაბინძურება ამ მედიკამენტებიანი კონტეინერის უშუალო გამოყენებისას ან არასწორი უტილიზაციით. კონტეინერების განადგურება ხდება შესაბამისად განკუთვნილ ნაგავსაყრელზე ან მისი დაწვის გზით.
დოზირება:
გამოიყენება კანქვეშ ინექციისათვის. ჩვეულებრივი დოზირება – 1 მლ სხეულის წონის ყოველ 50 კგ.-ზე
ორგანიზმიდან გამოსვლის დრო: ხორცი: 35 დღე. არ გამოიყენება მერძეულ ძროხებში, რომლებიც არიან ლაქტაციის ფაზაში, მათ შორის მაკე ძროხებში მშობიარობიდან 60 დღის განმავლობაში. არ გამოიყენება ლაქტაციის ფაზაში იმ ცხოველებში, რომლებიც აწარმოებენ რძეს ადამიანის მოხმარებისთვის. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ინსტრუქცია შენახვისთვის:
ინტერმექტინი სუპერი-ს (Intermectin Super) შენახვის ვადა 3 წელია, იმ შემთხვევაში თუ მედიკამენტის შენახვა უზრუნველყოფილია ბნელ ადგილას, 15-25°C ტემპერატურის პირობებში. პირველი გახსნის შემდეგ მედიკამენტი უნდა შეინახოთ ბნელ ადგილას მაცივარში (2 - 8°C) და უზრუნველყოთ მისი გახარჯვა პირველი გახსნიდან 2 კვირის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა:
50მლ-იანი პოლიეთილენის ბოთლები, რომლებიც დახურულია სტერილური I ტიპის ბრომობუთილის თავსახურით და ალუმინის ჩაჩით, მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში ჩანართ ფურცელთან ერთად.
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: „შპს ინვეტი“
მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands