ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველი საიტის სანახავად გთხოვთ, გადახვიდეთ მისამართზე old.invet.ge

ლეგა

₾5.00
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : ანტიპარაზიტული
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 43062

 

Lega

დავათი, საქართველო

ძაღლის ანტიპარაზიტული  წვეთები გარეგანი გამოყენებისათვის 

 

 

შემადგენლობა:

1 მლ. ხსნარი შეიცავს:

ფიპრონილი ................................................................................................................................ 98 მგ.

 

დახასიათება:

პრეპარატი წარმოადგენს ინსექტოაკარიციდულ ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ტკიპების, რწყილების, ტილების საწინააღმდეგოდ. მომაკვდინებლად მოქმედებს სარკოპტოზებზე.

 

ჩვენებები:

ლეგა გამოიყენება სამკურნალო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩასატარებლად ძაღლის არახნოენტომოზების წინააღმდეგ.

 

გამოყენების წესი და დოზირება:

ძაღლების დამუშავებისას პრეპარატს აწვეთებენ ზურგზე მხრებს შორის და კისერზე თავის მხარეს, რომ არ აილოკოს, ხერხემლის გასწვრივ გადაწიეთ თმოვანი საფარველი და უშუალოდ კანზე დააწვეთეთ პრეპარატი, რამოდენიმე წერტილზე: კისერზე (პირველი მალის მიდამოში) ბეჭებს შუა და წელზე. განმეორებითი დამუშავება წარმოებს ჩვენების მიხედვით თვეში ერთხელ. ტკიპების მიერ მკვეთრი დაინვაზიების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებით 2 კვირაში დაწვეთება.

2-10კგ .............................................................................................................................................1მლ.

10-20კგ ..........................................................................................................................................2 მლ.

20-30კგ ..........................................................................................................................................3 მლ.

30კგ. ზევით ..................................................................................................................................4 მლ.

 

 

უკუჩვენებები:

არ შეიძლება მაკე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ცხოველების დამუშავება. ასევე 10 დღემდე ასაკის და 2 კილოგრამზე ნაკლები წონის ლეკვებზე დაწვეთება.

 

შეფუთვა:

2 მლ.  შემცველობის პოლიმერის ფლაკონი.

 

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

ფასდაკლება