ვეტერინარული პრეპარატი „ოქსიკლოზანიდი 500“
ანოტაცია
სავაჭრო დასახელება:
ოქსიკლოზანიდი 500
OXYCLOZANIDE 500
წამლის ფორმა:
1200 მგ-იანი პერორალური ბოლუსი
აღწერა:
მოყვითალო ფერის, მოგრძო ფორმის ბოლუსი, ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირით, გარსის გარეშე, ცალ მხარეს გამყოფი ჭდით, მეორე მხარეს მწარმოებლის ლოგოს აღნიშვნით. ბოლუსის ზომებია: 22 x 12 x 6 (მმ).
შემადგენლობა:
ერთი ბოლუსი შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: ოქსიკლოზანიდი 500 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება.
ATC vet code:
QP52AG06 - ოქსიკლოზანიდი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ოქსიკლოზანიდი მიეკუთვნება სალიცილამიდის ჯგუფს და ეფექტურია ტრემატოდების მომწიფებული ფორმების მიმართ. ოქსიკლოზანიდს გააჩნია მკვეთრად გამოხატული ანტიჰელმინთური აქტივობა Fasciola spp.-ს, Paramphistomum spp.-ს და Dicrocoelium lanceatum-ის მიმართ. მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ჟანგვითი ფოსფოლირების წარმართვაზე. პრეპარატის მოქმედებით ჰელმინთებში მცირდება ფურამატრედუქტაზას და სუქცინატდეჰიდროგენაზას აქტივობა, რაც საბოლოოდ იწვევს პარაზიტის დამბლას და სიკვდილს.
პერორალური მიღებისას ოქსიკლოზანიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მალევე აღწევს ორგანოებამდე. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 2 – 3 საათის შემდეგ. თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. ძირითადი ნაწილი გამოიყოფა შარდთან, მცირე რაოდენობა ფეკალიებთან ერთად. პრეპარატი გავლენას არ ახდენს ცხოველის მაკეობაზე, არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი და მასენსიბილიზებელი ეფექტი.
ჩვენება:
„ოქსიკლოზანიდი 500“ გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის სადეჰელმინთიზაციოდ ცესტოდოზების, პარამფისტომატოზის, ფასცილოზის და დიკროცელიოზის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი სამიზნე სახეობებს ეძლევა წინასწარი დიეტის გარეშე, პერორალურად, ინდივიდუალური მეთოდით ერთჯერადად.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა - ცესტოდოზების დროს - 1 ბოლუსი 50 კგ ცოცხალ წონაზე. პარამფისტომატოზის, ფასციოლოზის და დიკროცელიოზის დროს - 1 ბოლუსი 35 კგ ცოცხალ წონაზე.
განმეორებითი მკურნალობა დასაშვებია ორი კვირის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები და გართულებები „ოქსიკლოზანიდი 500“-ს ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას არ ვლინდება.
ჭარბი დოზირებისას მოსალოდნელია ჰიპერსალივაცია, გახშირებული შარდვა ან დიარეა. აღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, ქრება 2 – 3 დღეში.
უკუჩვენებები:
პრეპარატი არ გამოიყენება სხვა ანტიჰელმინებთან კომბინაციაში.
პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ ცხოველის ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებისას ან/და ალერგიული რეაქციების გამოვლენისას მისი გამოყენება წყდება.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას.
„ოქსიკლოზანიდი 500“-ს გამოყენება მიზანშეწონილი არ არის მოგებამდე ბოლო ორი კვირის პერიოდში.
ლოდინის პერიოდი:
ხორცი - 14 დღე
რძე - 24 საათი
განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები):
ოქსიკლოზანიდთან მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.
გამოშვების ფორმა:
ბოლუსი #100 მოთავსებული პოლიეთილენ ტერეფტალატის ფლაკონში
შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა:
საქართველო
მწარმოებელი კომპანია:
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10