ვეტერინარული პრეპარატი „ფენბენდაზოლი 22,2 %“
დავათი, საქართველო
ანოტაცია
სავაჭრო დასახელება:
ფენბენდაზოლი 22,2 %
FENBENDAZOLE 22,2 %
წამლის ფორმა:
პერორალური გრანულები
აღწერა:
წითელი ფერის გრანულები
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
Fenbendazole
შემადგენლობა:
1000 მგ გრანულები შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: --------------------- ფენბენდაზოლი 222 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება.
ATC vet code:
QP52AC13 - ფენბენდაზოლი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
„ფენბენდაზოლი 22.2 %“ წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის ჯგუფის ანტიჰელმინთური პრეპარატს. ფენბენდაზოლი (მეთილ[5-ფენილთიო)-1H-ბენზიმიდაზოლ-2-ილ]-კარბამატი) ხასიათედება ნემატოციდური და ცესტოდოციდური მოქმედების ფართო სპექტრით, აქტიურია ზრდასრული ფორმების, კუჭ-ნაწლავის და ფილტვის ნემატოდების ლარვებისა და კვერცხების, აგრეთვე ცესტოდების წინააღმდეგ.
ფენბენდაზოლი იწვევს ჰელმინთების ნახშირწყლების ცვლისა და მიკროტუბულარული ფუნქციის მოშლას, ენერგეტიკული პროცესების დარღვევა კი იწვევს პარაზიტების სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღებისას ფენბენდაზოლი ადვილად შეიწოვება ნაწლავებიდან და ნაწილდება ცხოველის ორგანოებსა და ქსოვილებში; გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით და მეტაბოლიტების სახით, ძირითადად ნაღველთან და ნაწილობრივ შარდთან ერთად, ასევე რძესთან ერთად მეძუძურ ცხოველებში.
ჩვენება:
გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და შინაური ფრინველის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: კუჭ-ნაწლავის ჰელმინთოზები (ჰემონქოზი, ბუნოსტომოზი, ეზოფაგოსტომოზი, ნემატოდიროზი, ოსტერტაგიოზი, ქაბერტიოზი, კოოპერიოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქოსტრონგილოზი, ჰიოსტროგილოზი, პარაასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ტოქსოკაროზი, ტოქსოკარიდოზი, უნცინარიოზი, ასკარიდოზი, ჰეტერაკიდოზი), ფილტვის ჰელმინთოზები (დიქტიოკაულოზი, პროტოსტრონგილოზი, მიულერიოზი, ნეოსტრონგილიოზი, ცისტოკაულოზი, მეტასტრონგილოზი), ცესტოდოზები (მონიეზიოზი, ავიტელინოზი, თიზანიეზიოზი), ტრემატოდოზები (ფასციოლოზი, დიკროცელიოზი, პარამფისტომატოზი).
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ეძლევა წინასწარი მშიერი დიეტის გარეშე, პერორალურად, ინდივიდუალურად ან ჯგუფური (შინაურ ფრინველებში) მეთოდით. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ცხვარს, თხას, ცხენს, ვირს, ღორს პრეპარატი ეძლევა ერთჯერადად საკვებთან ერთად. შინაურ ფრინველებს საკვებში შერეული სახით ორჯერადად.
პრეპარატის ინდივიდუალური მეთოდით გამოყენებისას
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა - პრეპარატის 3,4 გ 100 კგ ცოცხალ წონაზე. ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომოზის, მონიეზიოზის დროს 4.5 გ 100 კგ ცოცხალ წონაზე.
ცხენი 4 წლამდე, ვირი - პრეპარატის 4,5 გ 100 კგ ცოცხალ წონაზე
ცხენი 4 წლის ზემოთ - პრეპარატის 3,4 გ 100 კგ ცოცხალ წონაზე
ღორი - პრეპარატის 2,3 გ 100 კგ ცოცხალ წონაზე
შინაური ფრინველი - პრეპარატი ინიშნება ჯგუფურად, საკვებში შერეული დღეში ერთჯერ ზედიზედ ორი დღის განმავლობაში. პრეპარატის 0,45 გ 10 კგ ცოცხალ წონაზე.
მასიური მკურნალობის დაწყებამდე, ხდება პრეპარატის წინასწარი ტესტირება თითოეული სახეობის ცხოველთა მცირე ჯგუფებში. გართულებების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს მოცემული სახეობისათვის.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები და გართულებები „ფენბენდაზოლი 22,2 %“-ის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას არ ვლინდება.
ჭარბი დოზირების სიმპტომები ცხოველებში არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
პრეპარატი არ გამოიყენება დაუძლურებულ, დასუსტებულ ცხოველებში. მწვავე ფასციოლოზის დროს, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში მაკეობის პირველ მესამედში, ღორსა და ცხვარში მაკეობის პირველ ნახევარში.
პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ ცხოველის ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებისას ან/და ალერგიული რეაქციების გამოვლენისას, მისი გამოყენება წყდება.
მოცდის პერიოდი:
ხორცი - 14 დღე
რძე - 3 დღე
კვერცხი - 4 დღე
განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები):
„ფენბენდაზოლი 22,2 %“ მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.
გამოშვების ფორმა:
500 გ პერორარული გრანული მოთავსებული ლამინირებული ფოლგის პაკეტში
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა:
საქართველო
მწარმოებელი კომპანია:
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.