ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

კალციმინი ორალი

₾41.00
მიმართულება : მეფრინველეობა
მეკვერცხული ქათამი
მესაქონლეობა
მეცხვარეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : მინერალი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 18032

კალციმინი ორალი

Interchemie, ნიდერლანდები

ვიტამინების და მინერალების კომპლექსი ორალური გამოყენებისათვის

 

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

კალციუმი................................................................................................................ 34 მგ.

ვიტამინ D3 ........................................................................................................ 2.000 სე.

მაგნიუმი ................................................................................................................ 2,5 მგ.

 

დახასიათება:

პრეპარატის ძირითადი ფორმულა: კალციუმი, ვიტამინ D3 და მაგნიუმი კარგად შეიწოვება ცხოველთა და ფრინველთა ნაწლავებში. სამივე ნივთიერება აუცილებელია ძვლებისა და კვერცხის ნაჭუჭის ფორმირებისათვის. ორგანიზმი უზრუნველყოფილია კალციუმის ოპტიმალური რაოდენობით. D3 - ძირითადი ფუნქციაა კალციტრიოლის გამომუშავება, რაც ხელს უწყობს საკვებიდან Ca - ის ათვისებას. D3 ვიტამინის დეფიციტი იწვევს კალციუმის გამოფიტვას ძვლის ქსოვილიდან, რითაც სუსტდება ძვალი და შემდგომ ადვილად ტრავმული ხდება.

 

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება:  ძვლოვანი სისტემის გასაძლიერებლად, იმუნიტეტის ასამაღლებლად, სისხლში Ca და Mg დონის ასაწევად, კვერცხის დების პროცესის გასაუმჯობესებლად და კვერცხის ნაჭუჭის გასამაგრებლად. ლაქტაციისა და კვერცხისდების პერიოდში კალციუმსა და მაგნიუმზე ორგანიზმის მოთხოვნილება იზრდება და აუცილებელია დამატებითი სახით მიეცეს რაციონში.

 

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება პერორალური გზით.

მეკვერცხული: ............1 ლიტრი 1000 ლიტრ სასმელ წყალში 3-დან 7 დღე, კვერცხის ცუდი ხარისხის შემთხვევაში.

ბროილერი: ................................1-2 ლიტრი 1000 ლიტრ სასმელ წყალში. პროფილაქტიკა კვირაში ერთხელ.

საქონელი და ცხვარი: ................................................................................ 2,5 ლიტრი 1000 ლიტრ სასმელ წყალში.

 

უკუჩვენებები:

სასმელ წყალში გახსნილ სხვა პრეპარატებთან ერთად კალციმინის მიღება აკრძალულია.

 

მოცდის პერიოდი:

0 დღე.

 

შეფუთვა:

1 ლ  პოლიმერული ბოთლი.

 

შენახვის პირობები: 

ინახება მშრალ, გრილ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ფასდაკლება