ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ბანიქსინ 50

₾25.00
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ანთების საწინააღმდეგო
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 18094

ბანიქსინ 50 

Interchemie, ნიდერლანდები

ანთების საწინააღმდეგო საინექციო ხსნარი

 

 

როდუქტის დასახელება: Banixin-50 (ბანიქსინი-50)

 

პროდუქტის აღწერა: პარენტერალური გამოყენების ხსნარი.

 

1 მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ფლუნიქსინი (ფლუნიქსინის მეგლუმინი) ..................................................................... 50 მგ.

დამხმარე ნივთიერებები .................................................................................................... 1 მლ.

 

კლინიკური ფარმაკოლოგია:   ფლუნიქსინი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რომელსაც გააჩნია სიცხის დამწევი თვისებები. გამოიყენება ძვალკუნთოვანი სისტემის პათოლოგიების და კოლიკასთან დაკავშირებული ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, იგი გამოიყენება ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული მწვავე ანთებითი რეაქციების კონტროლისთვის. ფლუნიქსინი ასევე გამოიყენება, როგორც დამხმარე თერაპიული საშუალება რესპირატორული დაავადების სამკურნალოდ.

 

სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი და ღორი.

ჩვენებები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: ბანიქსინი-50 ინიშნება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რესპირატორულ დაავადებებთან, ენდოტოქსემიასთან და მწვავე მასტიტთან დაკავშირებული ცხელების კონტროლისთვის. ბანიქსინი50 ასევე ინიშნება ენტოდოქსემიის დროს ანთების კონტროლისთვის; ინფექციური დაავადების შემთხვევაში, როგორც ანტიმიკრობული თერაპიის დამხმარე საშუალება მწვავე ანთების კლინიკური ნიშნების შესამცირებლად. ცხენები: ბანიქსინი-50 ინიშნება ძვალკუნთოვანი პათოლოგიების დროს ანთებითი ნიშნებისა და კოლიკასთან დაკავშირებული ვისცერალური ტკივილის შესამსუბუქებლად. ღორი: ბანიქსინი-50 ინიშნება, როგორც დამხმარე თერაპიული საშუალება ღორის რესპირატორული დაავადების მკურნალობისას.

 

უკუჩვენებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ან მკურნალობის ხანგრძლივობას. არ გამოიყენოთ ცხენებში, რომლებიც გაგყავთ შეჯიბრებებზე (დოღზე). არ გამოიყენოთ მაკე ფაშატებსა ან ღორებში ან მოსალოდნელ მოგებამდე 48 საათით ადრე, ძროხებში მშობიარობის შემდეგ პლაცენტის გამოდევნამდე. არ გამოიყენოთ მეწველ ძროხებში, რომელთა რძეც განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის. არ გამოიყენოთ გასამრავლებლად განკუთვნილ ხარებში, რადგან ბანიქსინი-50-ის მოქმედება რეპროდუქციულ სისტემაზე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ამ კლასებში არ არის გამოკვლეული. არ გამოიყენოთ გაუწყლოვნების ოლიგემიის ან ჰიპოტენზიის დროს, ასევე ისეთ ცხოველებში, რომლებსაც აწუხებთ გულის, ღვიძლის ან თირკმელების დაავადებები. ბანიქსინი-50-ის გამოყენება დაუშვებელია ისეთ ცხოველებში, რომლებშიც მოსალოდნელია კუჭნაწლავის წყლულის არსებობის ან სისხლდენის რისკი, როცა აღინიშნება სისხლის დისკრაზია ან მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის მიმართ. არ გამოიყენოთ ცხოველებში, რომლებსაც უტარდებათ ზოგადი ანესთეზია სრულ გამოჯანმრთელებამდე. მოერიდეთ შიდაარტერიულ ინექციას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ნეფროტოქსიკური მედიკამენტების ერთდროულად გამოყენებას. 6 კვირაზე ნაკლები ასაკის ან ხანდაზმულ ცხოველებში გამოყენება შეიძლება შეიცავდეს დამატებით რისკებს.

 

გვერდითი მოვლენები: გვერდითი მოვლენები მოიცავს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას, წყლულის წარმოქმნას, ჰემატოლოგიურ ცვლილებებს, ხოლო დეჰიდრირებულ, ოლიგემიურ ან ჰიპოტენზიურ ცხოველებში შესაძლოა დაზიანდეს თირკმელი. 43 იშვიათ შემთხვევაში აღინიშნა მწვავე ანაფილაქტოიდური რეაქციები, ზოგჯერ ფატალური შედეგით.

 

დოზირება: ინტრამუსკულარული ან ინტრავენური შეყვანისთვის: - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 2 მლ 45 კგ წონაზე. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ 24 საათში, 3 დღის განმავლობაში. - ცხენები: 1 მლ 45 კგ წონაზე მხოლოდ ინტრავენურად. კოლიკის შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ერთხელ ან ორჯერ. ძვალ-კუნთოვანი პათოლოგიების დროს მკურნალობა ტარდება დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში კლინიკური შედეგის მიხედვით. -ღორი: 2 მლ 45 კგ წონაზე, ერთხელ, მხოლოდ კუნთში ინექციით. პრეპარატი შეიყვანეთ ნელა, იმგვარად რომ ადაპტირება მოხდეს სხეულის ტემპერატურასთან. ინექციის შეყვანა უნდა შეწყდეს აუტანლობის ნიშნების გამოვლენისთანავე. უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყალმომარაგება საჭირო ოდენობით.

 

ორგანიზმში დაყოვნების პერიოდი: 

ხორცი:

მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში:  14 დღე;

ღორში:  24 დღე.

რძის შემთხვევაში: მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში: 2 დღე.

 

სტანდარტული შეფუთვა: ბანიქსინი-50 არის უფერო II ტიპის მინის ფლაკონში (50მლ.), რომელიც აღჭურვილია I ტიპის ბრომბუტილის რეზინის საცობით და ალუმინის ლუქით, მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:  განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას: მაკე ძროხების შემთხვევაში თავი შეიკავეთ პრეპარატის გამოყენებისგან მოგებამდე 48 საათით ადრე და მშობიარობის შემდეგ პლაცენტის გამოდევნამდე, რადგან ამ პერიოდში პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება შეანელოს მშობიარობა და მშობიარობის შემდეგ კი გამოიწვიოს პლაცენტის შეკავება. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში 20 მლ-ზე მეტი და ღორებში 4 მლ-ზე მეტი მოცულობის შეყვანისას, ინექცია უნდა გაიყოს და გაკეთდეს რამდენიმე ადგილას. ინტრამუსკულარული ინექციის დროს ღორებში მოერიდეთ პრეპარატის შეყვანას ცხიმოვან ქსოვილში. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოს პირმა, რომელიც უშუალოდ უკეთებს პროდუქტს. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ უშუალო კონტაქტს ვეტერინარულ პროდუქტთან. მომატებულმა მგრძნობელობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული რეაქციები. ატარეთ ხელთათმანი, კანიდან და თვალებიდან დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ შხეფები. თუ გაღიზიანება არ ცხრება, მიმართეთ სამედიცინო პერსონალს. შემთხვევით გადაყლაპვის ან თვითინექციების შემთხვევაში, ჩამოიბანეთ პირი წყლით (თუ შესაძლებელია) და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

 

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

 

შენახვის პირობები: ბანიქსინი-50-ს აქვს 3 წლიანი შენახვის ვადა, შეინახეთ ბნელ ოთახში, 15 - 25 °C ტემპერატურის პირობებში. გახსნის შემდეგ მოათავსეთ სინათლისგან დაცულ ადგილას მაცივარში (2 - 8 °C) და გამოიყენეთ 2 კვირის განმავლობაში. ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი: ანთების საწინააღმდეგო, ანტირევმატიული არასტეროიდები. ATC VET კოდი: QM01AG90

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;

 

მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

ფასდაკლება