ინტრაფერი 200 B12
Interchemie, ნიდერლანდები
ანემიის საწინააღმდეგო ინექცია პარენტერალური გამოყენებისათვის
თითოეული მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
რკინა (რკინის დექსტრანის სახით) 200 მგ.
ვიტამინი B12, ციანოკობალამინი 200 მკგ.
სამიზნე სახეობები: ხბო, გოჭი.
ჩვენებები:
ხბოსა და გოჭში ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
დოზირება: კანქვეშ ან კუნთში ინექციისათვის.
ხბოში: ................................... 2-4 მლ კანქვეშ, დაბადებიდან პირველი კვირის განმავლობაში.
გოჭში: ........................................................1 მლ კუნთში, დაბადებიდან 3 დღეში.
უკუჩვენებები:
E ვიტამინის დეფიციტის დროს დანიშვნა. დიარეის დროს დანიშვნა ცხოველებში. ტეტრაციკლინებთან კომბინაციაში გამოყენება, ამ პრეპარატებთან რკინის ურთიერთქმედების გამო.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება კუნთოვანი ქსოვილის ფერის ცვლილება, რასაც დროებითი ხასიათი აქვს. საინექციო ხსნარის გაჟონვა კი იწვევს კანის მდგრად გაფერმკრთალებას.
მოცდის პერიოდი: არ გააჩნია.
შენახვის პირობები:
ინტრაფერ-200 B12 ვარგისია 3 წლის განმავლობაში, სინათლისგან დაცულ და მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C )შენახვის შემთხვევაში. Intrafer-200-ის გახსნის შემდეგ B12- ის ეფექტურობა ნარჩუნდება 2 კვირის განმავლობაში გრილ (2-8 °C) და სინათლისგან დაცულ ადგილას შენახვის შემთხვევაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გაფრთხილებები:
მაქსიმალურად აიცილეთ თავიდან საინექციო სითხის დაღვრა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის მუდმივი ფერის ცვლილება. ზოგჯერ შესაძლებელია უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარება, რაც ინდივიდუალურია და რკინისადმი გოჭების ზემგრძნობელობით არის გამოწვეული. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი პროდუქტების ან ნარჩენების განადგურებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გამოუყენებელი ვეტერინარული სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი: QB03AE – რკინა სხვა კომბინაციებში.
გამოშვების ფორმა:
100 მლ-იანი ყავისფერი II ტიპის მინის ბოთლები, I ტიპის ბუთილის თავსახურით და ალუმინის ჩაჩით.
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:
„შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66
მწარმოებელი:
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands