სევაკ გამბო L
Ceva, საფრანგეთი
ცოცხალი ინფექციური ბურსიტის (გამბორო) საწინააღმდეგო ვაქცინა
შემადგენლობა:
ვაქცინა შეიცავს ცოცხალი ინფექციური ბურსიტის ვირუსის შტამს LIBDV, ლიოფიზირებულ ფორმას.
ჩვენებები:
წიწილების ინფექციური ბურსიტის (გამბოროს დაავადება) აქტიური იმუნიზაციისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
ვაქცინა უნდა მიეცეს სასმელ წყალთან ერთად. ქათამი ინფექციურ ბურსიტზე ვაქცინირებული უნდა იყოს სიცოცხლის 14 – 21 დღიდან, დედისგან მიღებული ანტისხეულების დონის ჰეტეროგენეტიკურობის შემთხვევაში თუ წიწილების ან ბროილერის სადედე გუნდი არ არის ვაქცინირებული, რეკომენდებულია ჩატარდეს პირველი ვაქცინაცია 7-10 დღის ასაკში.
სასმელი წყლით იმუნიზაციის მეთოდი: არ გამოიყენოთ დეზინფექტანტი სასმელ წყალში 24-48 საათი ვაქცინაციამდე ან ვაქცინაციის შემდეგ. ვაქცინაციამდე საწყურებლები ზედმიწევნით უნდა გასუფთავდეს. დაიხუროს წყლის მომარაგების სისტემა, აიწიოს და დაიცალოს სარწყურებლები. წყლის შეზღუდვის პერიოდი მერყეობს ფრინველის ასაკის და გარემო პირობების მიხედვით (საშუალოდ 30 წთ). მოამზადეთ მხოლოდ ვაქცინის საჭირო რაოდენობა, რომელსაც ფრინველი აითვისებს 2 საათში. რაოდენობას განსაზღვრავს კლიმატური და გარემო პირობები.
ასაკი/წყლის მინიმალური რაოდენობა 1000 ფრინველზე:
7-12 დღე – 10ლ. 13-18 დღე – 15-20ლ. 19-28 დღე – 25-30ლ. იმ მიზნით რომ შევინარჩუნოთ ვირუსის აქტივობა და გავანეიტრალოთ ქლორი, უნდა მივცეთ 2.5 გ. რძის ფხვნილი 1 ლ. წყალში ან 15 მგ. სოდიუმ თიოსულფატი 1 ლ. წყალში. არ გამოიყენოთ წყალი მეტალების იონების მაღალი შემცველობით. გახსენით ვაქცინა სუფთა გრილ არაქლორირებულ წყალში. დატოვეთ ფლაკონი წყალში 10 წუთით. გახსენით წყლის სისტემა, როდესაც წყალი შეიცვლის ფერს, შეამოწმეთ წყლის მომარაგება. როდესაც რეზერვუარი დაიცლება: შეავსეთ ის რძის ფხნვილის ხსნარით, დააყენეთ 10 წთ. შემდეგ გახსენით წყლის სისტემა დარჩენილი ვაქცინის მისაწოდებლად მილებში.
განსაკუთრებული მითითებები:
ვაქცინა უნდა მიეცეს დღის გრილ პერიოდში: გამოუყენებელი ან დარჩენილი ვაქცინა განადგურდეს დადგენილი წესის მიხედვით.
შეფუთვა:
1000 და 2500 დოზის შემცველობის ფლაკონი.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას +2˚C - + 8˚C ტემპერატურაზე.