invet.ge

ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ჰიპრავიარი SHS

₾124.20
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : ჰიპრა
პროდუქტის ტიპი : ვაქცინები
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 16014

 Hipraviar SHS

Hipra, ესპანეთი

ინდაურის რინოტრაქეიტის და შეშუპებული თავის სინდრომი, თვალის და ნაზალური გამოყენებისათვის

 

 

შემადგენლობა:

ერთი დოზა (0.03 მლ) შეიცავს:

ინდაურის რინოტრაქეიტის ცოცხალ ვირუსს, შტამი 1062: 10 2.4 – 10 4.4 CCID 50.

 

დახასიათება:

ფრინველების აქტიური იმუნიზაციისთვის, ინდაურის რინოტრაქეიტის ვირუსის (TRT), და შეშუპებული თავის სინდრომის (SHS) საწინააღმდეგოდ, ქათამში, კვერცხმდებლებში, სადედე გუნდში და ინდაურში.

 

სამიზნე ჯიშები: 

მეფრინველეობაში (ბროილერი, სადედე გუნდი, კვერცხმდებელი და ინდაური).

 

დოზირება და მოხმარების წესი:

თვალში/ცხვირში ჩაწვეთება, სპრეი მეთოდით გამოყენება ან მიღება სასმელ წყალთან ერთად 1000 იანი დოზის მისაღებად, გაყინული-მშრალი ტაბლეტი გახსენით 30 მლ გამხსნელთან და შეანჯღრიეთ ნაზად, (0.03 მლ)-იანი ერთი ვაქცინიდან გამოიყენეთ მხოლოდ ერთი წვეთი ერთი ფრინველის შემთხვევაში. სპრეი მეთოდის შემთხვევაში (დიდი წვეთი): შეამოწმეთ გამოსაყენებელი აპარატი, არის თუ არა მისაღები საჭირო წყლის რაოდენობისთვის, რადგან აღნიშნული სრულად არის დამოკიდებული აპარატის ტიპზე და წვეთის ზომაზე, რომელიც უნდა იქნეს გამოშვებული. დოზები ნებისმიერი ასაკის ფრინველი (დიდი წვეთი) 1000 დოზა/200 – 250 მლ. სასმელ წყალში გამოყენების შემთხვევაში: გახსენით გაყინული-მშრალი ტაბლეტი ფლაკონში, რომელიც ნახევრად ავსებულია ახალი სასმელი წყლით, შეანჯღრიეთ, და ჩაასხით კონტეინერში, რომელშიც მოთავსებულია სავაქცინაციო წყალი. ფრინველის ასაკი მიახლოებითი წყლის რაოდენობა, 1000 ცალ ფრინველზე:

1 – 3 კვირა 5 – 10 ლიტრი

4 – 9 კვირა 12 – 23 ლიტრი

10 – 16 კვირა 27 – 37 ლიტრი

18 – 22 კვირა 37 – 50 ლიტრი

* არ გამოიყენოთ წყალი, რომელიც შეიცავს ქლორს და დეზინფექტანტებს.

 

ვაქცინაციის პროგრამის რეკომენდაცია:

ბროილერებში: ვაქცინაციის გამოყენება რეკომენდირებულია 14 დან 20 დღემდე ასაკის ფრინველში. 

კვერცხისმდებელი/სადედე:განახორციელეთ ვაქცინაციის პროგრამა, დაავადების სიხშირიდან გამომდინარე. ძირითადად, ვაქცინაცია ხორციელდება 10 კვირის ასაკში და რევაქცინაცია ხორციელდება ინაქტივირებული და / ან ცოცხალი ვაქცინით კვერცხდების პერიოდამდე (18 – 22 კვირამდე).

ინდაურში:განახორციელეთ ვაქცინაცია დაბადებიდან პირველივე კვირაში და მოახდინეთ რევაქცინაცია 4 – 5 კვირის შემდეგ;

 

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ კვერცხდების პერიოდში.

 

მოცდის პერიოდი:

0 დღე.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ და მოახდინეთ ტრანსპორტიტება (+ 2 დან + 8°C) - ზე, არ გაყინოთ და მოარიდეთ სინათლეს.

 

შეფუთვა:

1000-იანი დოზის 10 ფლაკონიანი შეფუთვა.

5000-იანი დოზის 10 ფლაკონიანი შეფუთვა.

 

ფასდაკლება