Hipragumboro GM97
Hipra, ესპანეთი
ინფექციური ბურსიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ორალური მიღებისთვის
თითოეული დოზის რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა:
ცოცხალი ინფექციური ბურსიტის დაავადების ვირუსი, შტამი GM97:102- 103 EID50 (ემბრიონის ინფექციური დოზა 50%).
ჩვენებები:
გამოიყენება დედიდან გადაცემული უმნიშვნელო რაოდენობის ანტისხეულების (500 ან ნაკლები ELIZA მეთოდით განსაზღვრული) მქონე ბროილერის წიწილების აქტიური იმუნიზაციისათვის სიკვდილიანობის, გამბოროს დაავადების კლინიკური ნიშნებისა და ბურსალური დაზიანებების შემცირების მიზნით. ფრინველის ვაქცინაცია შესაძლებელია ერთი დღის ასაკიდან. იმუნიტეტი დგება ვაქცინაციიდან მე-14 დღეს და გრძელდება ვაქცინაციიდან 43 დღე.
უკუჩვენებები:
არ აცრათ დაავადებული ფრინველი. არ ჩაატაროთ ვაქცინაცია კლინიკური სიმპტომების მქონე პოპულაციაში.
გვერდითი მოვლენები:
ერთჯერადი დოზის მიღება იწვევს ლიმფოციტების რაოდენობის დაქვეითებას ფაბრიციუსის ბურსაში (ფოლიკულების 50-75%-ში). ლიმფოციტების რაოდენობის მატება შეინიშნება ვაქცინაციის 14 დღიდან მოყოლებული, ვაქცინაციიდან 28 დღის შემდეგ ჯერ კიდევ რჩება გარკვეული დაქვეითება (ფოლიკულების 5-25%). ლიმფოციტების ეს დაქვეითება არ იწვევს იმუნოსუპრესიულ ეფექტს.
სამიზნე სახეობა:
წიწილა(ბროილერი)
შეყვანის წესი და დოზირება:
პერორალურად მისაღები. ფლაკონში შპრიცით შეიყვანეთ 10 მლ სასმელი არაქლორირებული წყალი. ნაზად შეანჯღრიეთ სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება. არ გამოიყენოთ კვერცხდების ან სელექციის პერიოდებში.
დოზირება:
სეროლოგიურად ნეგატიური ფრინველის ვაქცინაცია ხდება ერთი დღის ასაკიდან. ვაქცინაციისათვის ოპტიმალური ასაკი გამოითვლება წიწილში დედის ანტისხეულების დონის მიხედვით ერთი დღის ასაკში (კუვენჰოვენის ფორმულა) სულ მცირე 18 ფრინველის ტესტირების საფუძველზე (სასურველია 24). ყველა წიწილის ვაქციანცია ტარდება ერთჯერადად.
შეყვანის წესი:
განზავებისთვის საჭირო წყლის რაოდენობა დამოკიდებულია ფრინველის ასაკზე და მოვლის სპეციფიკაზე. ზოგადად ყოველდღიურად ყოველ 1,000 ბროილერზე საჭიროა 2 ლიტრი წყალი. აქედან გამომდინარე, 1,000 ცალ 14 დღის ბროილერს დასჭირდება 28 ლიტრი წყალი ვაქცინის 1.000 დოზის მისაღებად. თუ ფრინველს აქვს წყალზე უფრო მაღალი ან ნაკლები მოთხოვნილება, მოცულობა შეცვალეთ შესაბამისად. ამ ვაქცინის მიღების გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვაქცინის მიღების გაუმჯობესების მიზნით უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები: ვაქცინაციამდე 1-2 საათის ადრე უნდა მოხდეს ფრინველისათვის წყლის მიწოდების შეწყვეტა, რათა გახსნიდან 1-2 საათში უზრუნველყოფილ იქნას ვაქცინის მიღება. სარწყულებლები: დაცალეთ და გაასუფთავეთ სარწყულებლები წყლის შეკავების პერიოდში. გახსენით ვაქცინა რეკომენდაციის მიხედვით და წყლის შეკავების პერიოდის დასასრულს ყველა სარწყულებელი აავსეთ ვაქცინის შემცველი წყლით.
წვეთოვანი სარწყულებელი(ნიპელი): ნარჩენი წყლის მნიშვნელოვანი რაოდენობა შეიძლება დარჩეს ხაზში წყლის შეკავების პერიოდის შემდეგ. რეკომენდებულია ხაზები დაიცალოს და აავსოთ ისინი ვაქცინის შემცველი წყლით, ამის შემდეგ საშუალება მიეცით ფრინველს დალიოს წყალი. გააზავეთ ვაქცინა და ჩაასხით ავზში. გამოთვალეთ ავზში სარქველის ქვემოთ დარჩენილი სითხის რაოდენობა და არ დაგავიწყდეთ ამ წყლის მოცულობის გაანგარიშება დოზების რაოდენობის დათვლისას.
ყოველთვის დარწმუნდით, რომ ვაქცინაციის დროს ფრინველს ჰქონდეს საკმარისი საკვები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არ ხდება სათანადო რაოდენობით სითხის მიღება.
მოცდის პერიოდი:
0 დღე
შენახვის სპეციალური წესები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ და ტრანსპორტირება მოახდინეთ მაცივრით( +2 ˚C- +8 ˚C). მოარიდეთ პირდაპირი სინათლის სხივებს.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
გახსნის შემდეგ ვაქცინა გამოიყენეთ მაქსიმუმ ერთი საათის განმავლობაში.
სპეციალური გაფრთხილებები:
გამოიყენეთ მხოლოდ იმ პოპულაციაში, სადაც დედიდან გადასული ანტისხეულების ტიტრი არის დაბალი(500 ან ნაკლები ELIZA მეთოდით განსაზღვრული). ბროილერების ვაქცინაციის ოპტიმალური ვადის განსაზღვრა ხდება კუვენჰოვენის ფორმულის მიხედვით. ვაქცინის შესაძლო ნარჩენი ბურსალური ცვლილებების გამო მიზანშეწონილია მხოლოდ იმ პოპულაციაში გამოყენება, რომელიც არის ეპიდემიოლოგიურად საშიში და იმ შემთხვევაში, როცა კლინიკური ნიშნები არ ვლინდება.
არ გამოიყენოთ ქლორიანი ან დეზინფექტანტით დამუშავებული წყალი ვაქცინის გასახსნელად.
იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული დაავადების გავრცელება პოპულაციაში აუცილებელია შესაბამისი ვეტერინარული და სასოფლო-სამეურნეო ზომების მიღება.
სპეციალური გაფრთხილებები იმ პირებისათვის, ვინც უშუალოდ არის ჩართული ვაქცინაციაში.
დაიბანეთ და დაიმუშავეთ ხელები ვაქცინაციის შემდეგ.
შემთხვევითი თვითინექციისას, თვალში ან კანზე მოხვედრისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ჩანართი ფურცელი.
კვერცხდების პერიოდში გამოყენება არ გამოიყენოთ მეკვერცხულ ფრინველში და სადედე გუნდებში.
სხვა სამედიცინო პროდუქტებთან გამოყენება და ურთიერთქმედება
არ არსებობს მონაცემები სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენების შესახებ, შესაბამისად ამის განსაზღვრა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად.
ჭარბი დოზირება:
დოზის 10-ჯერ გადაჭარბებისას აღინიშნება ფაბრიციუსის ჩანთაში ლიმფოციტების რაოდენობის დაქვეითება( დაახლოებით 75% ფოლიკულების ზიანდება). აღდგენა იწყება ვაქცინაციის მე-14 დღიდან და 28-ე დღეს უკვე ეს რიცხვი 25%-მდე მცირდება. აღნიშნულ პროცესს არ აქვს იმუნოსუპრესიული გავლენა.
შეუთავსებლობა
არ შეურიოთ სხვა ვაქცინას ანდ იმუნოლოგიურ პროდუქტს.
ნარჩენი ან გამოუყენებელი ვაქცინის უტილიზაციის სპეციალური პირობებს:
ნებისმიერი სამედიცინო პროდუქტის ან მისი ნარჩენის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი რეგულაციის შესაბამისად.
შეფუთვის ფორმა
კოლოფი 10 ფლაკონით თითოეული 1000 დოზა
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
ინფექციური ბურსალური დაავადების საწინააღმდეგო (გუმბოროს დაავადება) ცოცხალი ვაქცინა, ფრინველის ვაქცინები, QI01AD09.
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. № 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;