ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ოქსიტოცინი 20

₾10.50
მიმართულება : მესაქონლეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ჰორმონალური
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 8718692823594

Oxytocin - 20

Interchemie, ნიდერლანდები

საინექციო ხსნარი - მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის

 

ღწერილობა:

საინექციო ხსნარი 50 მლ. მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის.

 

თითოეული მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:

ოქსიტოცინი...................................................................................... 20.0 სე

 

სამიზნე ცხოველები: ცხენი, ძროხა, ღორი, ცხვარი, თხა.

 

ჩვენებები: 

მშობიარობის სისუსტე, საშვილოსნოს კუმშვადობის სტიმულირებისათვის, მომყოლის შეკავება, საშვილოსნოს ატონია, საშვილოსნოს სისხლდენების და მშობიარობის შემდგომი აგალაქტიის (რძის სეკრეციის შეწყვეტა) მკურნალობა.

 

უკუჩვენებები:

გაუხსნელი საშვილოსნოს ყელი. ნაყოფის ან საშვილოსნოს არასწორი პოზიცია. ობსტრუქციული გართულებული მშობიარობა. ჰიპერმგრძნობელობა ოქსიტოცინის მიმართ.

 

გვერდითი ეფექტები:

მხოლოდ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში: ხანმოკლე ვაზოდილატაცია და არტერიული წნევის დაქვეითება. საშვილოსნოს ძლიერი სტიმულაცია, რომლის მეშვეობითაც საშვილოსნო უფრო ხშირად და უფრო დიდხანს იკუმშება. საშვილოსნოს სპაზმის დროს ნაყოფის ჟანგბადის მიწოდება შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს. წყლის შეკავება.  გავლენა ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე.

 

დოზირება:

კუნთში ან კანქვეშ გამოყენებისათვის.

ცხენი და ძროხა: 2.0-2.5 მლ

ღორი : 1.0-2.0 მლ

ცხვარი და თხა :0.5-1.5 მლ

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი: 1 დღე

რძე :1 დღე

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:

გამოიყენეთ ასეპტიკური სიფრთხილის ზომები. რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზით დაწყება და გაზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეფექტი არ შეინიშნება. არ გამოიყენოთ ოქსიტოცინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. შემთხვევითი თვითინექციის, გადაყლაპვისას, კანთან და თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ანოტაცია ან პრეპარატის ეტიკეტი. კანთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში კონტაქტის ადგილი ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით. დაიბანეთ ხელები პრეპარატის გამოყენების შემდეგ. ლაქტაციის პერიოდში ან ორსულობის ბოლო კვირებში ქალები უნდა მოერიდონ პრეპარატის გამოყენებას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გლუვი კუნთების (მაგ. საშვილოსნოს) შეკუმშვა. არ უნდა გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას.

 

შეფუთვა:

50მლ საინექციო ხსნარი მოთავსებული გამჭვირვალე მეორე ტიპის მინის ფლაკონში დახურული პირველი ტიპის ბრომობუთილის თავსახურით და ალუმინის ჩაჩით შენახვის პირობები: ოქსიტოცინ-20-ს აქვს 3 წლიანი შენახვის ვადა სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25 °C ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში.

 

გახსნის შემდეგ:

პრეპარატი შეინახეთ მაცივარში (2 - 8 °C) და გახარჯეთ 2 კვირის განმავლობაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!

 

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:

ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის ჰორმონები და ანალოგები, ოქსიტოცინი და ანალოგები. ATC Vet code: QH01BB02

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

„შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;

 

მწარმოებელი:  Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

ფასდაკლება