ინტროფლორი
Interchemie, ნიდერლანდები
ანტიბიოტიკი საინექციო გამოყენებისთვის
აღწერილობა:
საინექციო ხსნარი 100 მლ. მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის.
თითოეული მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
ფლორფენიკოლი (Florfenicol)..............................................................300 მგ.
სამიზნე ცხოველები:
მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი.
ჩვენებები:
ინტროფლორი-300 (INTROFLOR-300) განკუთვნილია მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში რესპირატორული ტრაქტის ინფექციების მკურნალობისა და პრევენციისათვის, რომლებიც გამოწვეულია ისეთი მიკროორგანიზმებით, როგორიცაა მანჰეიმია ჰემოლიტიკა (Mannheimia haemolytica), პასტერელა მულტოციდა (Pasteurella multocida) და ჰისტოფილუს სომნი (Histophilus somni). პროფილაქტიკის დაწყებამდე უნდა დადგინდეს ნახირში დაავადების არსებობა. აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია ასევე ღორებში მწვავე რესპირატული დაავადებების დამატებითი მკურნალობისათვის, რომლებიც გამოწვეულია ფლორფენიკოლის (Florfenicol) მიმართ მგრძნობიარე აქტინობაცილუს პლეუროპნევმონიისა (Actinobacillus pleuropneumoniae) და პასტეურელა მულტოციდას (Pasteurella multocida) შტამებით.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება პირუტყვში, რომლის რძეც ადამიანის მოხმარებისათვის არის განკუთვნილი. არ უნდა იქნას გამოყენებული ზრდასრული ხარებისა და ღორებისთვის, რომლებიც სანაშენე მიზნით არიან საინტერესო. ფლორფენიკოლზე ალერგიული რეაქციები.
გვერდითი ეფექტები:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, მკურნალობის პერიოდში შეიძლება აღინიშნებოდეს საკვების მოხმარების შემცირება და დროებითი დიარეა. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ცხოველები სწრაფად და სრულად გამოჯანმრთელდებიან. პროდუქტის კუნთში და კანქვეშ შეყვანისას შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი ანთებითი დაზიანებები, რაც 14 დღის განმავლობაში რჩება. ღორებში ხშირი გვერდითი ეფექტებია გარდამავალი დიარეა და/ან პერიანალური და სწორი ნაწლავის ერითემა/შეშუპება, რაც შეიძლება ნამკურნალებ ცხოველთა 50%-ში გამოვლინდეს და თავისით უკუგანვითარდეს ერთი კვირის განმავლობაში. ინექციის ადგილზე განვითარებული გარდამავალი შეშუპება ვლინდება 5 დღემდე, ხოლო ანთებითი დაზიანებები შეიძლება იყოს ხილვადი 28 დღემდე.
დოზირება:
კანქვეშა ან კუნთში ინექციისთვის
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: მკურნალობა (კუნთში):1 მლ სხეულის წონის 15 კგ-ზე, ორჯერ 48 საათიანი ინტერვალით. მკურნალობა (კანქვეშ):2 მლ სხეულის წონის 15 კგ-ზე, ერთჯერადად. პრევენცია (კანქვეშ): 2 მლ სხეულის წონის 15 კგ-ზე, ერთჯერადად. ინექცია კეთდება მხოლოდ კისრის არეში. დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მლ-ს აპლიკაციის თითო ადგილზე. ღორი: 1 მლ სხეულის წონის 20 კილოგრამზე (კუნთში), ორჯერ 48 საათიანი ინტერვალით. ინექცია კეთდება მხოლოდ კისრის არეში. დოზირება არ უნდა აღემატებიდეს 3 მლ-ს აპლიკაციის თითო ადგილზე. რეკომენდებულია მკურნალობა ჩატარდეს დაავადების ადრეულ სტადიაზე და მეორე ინექციიდან 48 საათის განმავლობაში მოხდეს შედეგებზე დაკვირვება. იმ შემთხვევაში თუ რესპირატული დაავადების კლინიკური ნიშნები ბოლო ინექციის გაკეთებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ რჩება, აუცილებელია მკურნალობის შეცვლა მედიკამენტის სხვა ფორმით ან სხვა 25 ანტიბიოტიკის გამოყენებით, რომელიც უნდა გაგრძელდეს დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობამდე.
მოცდის პერიოდი:
ხორცისთვის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 30 დღე (კუნთში გამოყენებისას). 44 დღე ( კანქვეშ გამოყენებისას). ღორი: 18 დღე. ინტროფლორი-300 (INTROFLOR-300) არ უნდა გამოიყენოთ ისეთ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, რომლის რძე სასურსათო მიზნებისათვის არის განკუთვნილი.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მგრძნობელობის და ოფიციალური ადგილობრივი ანტიმიკრობული მიდგომის გათვალისწინებით. არ გამოიყენოთ 2 კგ-ზე ნაკლები წონის ღორებში. პროპილენგლიკოლისა და პოლიეთილენ გლიკოლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს უნდა მოერიდონ კონტაქტს ვეტერინარულ სამკურნალო საშუალებებთან. კანთან ან თვალებთან შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. სიფრთხილე უნდა იქნას მიღებული თვითინექციების თავიდან ასაცილებლად. შემთხვევითი თვითინექციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ჩანართი ფურცელი ან ეტიკეტი. შეფუთვა: გამჭვირვალე II ტიპის მინის ფლაკონები, თითო 100 მლ, ბუთილის საცობით და ალუმინის ჩაჩით, ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინტროფლორ-300-ს აქვს 3 წლიანი ვადა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე(15-25 0C )შენახვის პირობებში. გახსნის შემდეგ შეინახეთ 2 - 8 °C ტემპერატურაზე ბნელ ადგილას და გახარჯეთ 2 კვირის განმავლობაში.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები; ფლორფენიკოლები; ATC Vet code: QJ01BA90
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands